Page 1 of 1
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 17:09
				by NaNN
				ეი მინდა რჩევა გკითხოთ რამდენად ძნელია ამ მშვენიერების დალაშქვა და არის თუ არა საშიში? ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ვიკითხე თუ დამიგეგმავთ მეთქი და რაღაც ოსები მიხსენეს 

 თან რთულია სასიარულოდო  

  მარა  მინდა წასვლა და რა ვქნა 
  
  ხოოდა თუ გაქვთ საკონტაქტო ინფორმაცია იმ ხალხზე რომლებიც დაგვიგეგმავენ გიდსაც გაგვაყოლებენ და ა.შ. ანუ შეკვეთა --" ლაშქრობა ყელის ტბის მოსანახულებლად"  ანუ მაინტერესებს რამდენი დაჯდება და ა.შ. 
გისმენთ გამოცდილო ხალხო 
 
თუ აზრი ვერ ჩამოვაყალიბე რა მინდა კითხვები დასვით 

)
 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 19:58
				by Bernar
				NaNN ერთ-ორ რჩევას მოგცემ:  
1. ყელის ტბის ვულკანური პლატო 3000 მ სიმაღლეზეა და შესაბამისად შეშა საერთოს არ არის. ამიტომ პრიმუსი აუცილებლად დაგჭირდება. 
2. რაკი ყელის ტბა 3000 მ სიმაღლეზეა, ამიტომ იქ თოვლი თითქმის ივლისის ბოლომდე არ დნება. ამიტომ თუ გინდა მონახულება, აგვისტოში აჯობებს:  რომ არ გაწვალდე და არ შეგცივდეს.   
ისე ძალიან კარგი მარშუტი იქნება, თუ ყელის ტბიდან დაიწყებ, ახვალ ყელიწადის ტბამდე და იქიდან მდინარე ესიკომიდონის ხეობაში გადასვლით თრუსოს ხეობაში ჩახვალ.   

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 20:04
				by teo-
				cavidet ra karavelebii 

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 20:51
				by ლეონტი
				მოკლედ რუსებმა დააფინანსეს ეტყობა და მანდ ცხენიანი პატრული დადის ზაფხულში.
პატრული რა სამოქალაქოში ჩაცმული ავტომატიანი ტიპები იჩითებიან ხოლმე.
გამართლებაზეა, შეილება იმ დღეს არ იყვნენ მითუმეტეს თუ წვიმა და ნისლია.
ეხლახანს ქსნის ხეობაში ვიყავი და მონასტერში მონაზონს ვკითხე, მაგის შესახებ.
მითხრა შარშან უცხოელები ყავდა ვიღაცას აყვანილიო, ჯგუფიო და დააყაჩაღეს იმ ცხენიანებმაო, უფრო სწორად გადასაღები ყოველგვარი კამერა და სხვა ნივთები წაართვეს.
მერე ვინ ჩაერია და რა მოხდა არ ვიცი, დააბრუნესო.
მოკლედ ესე.
 შეილება მაგათთან შეხვედრა მოგიწიოთ.
სხვა ყველა სიძნელესთან ერთად ეგეც  გაითვალისწინეთ.
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 22:07
				by Wanderer
				NaNN
არ გირჩევ. ყელის ტბას ოსები თავის ტერიტორიად თვლიან. თავისი პირით მითხრეს ცხინვალში... 
თუ მაინც წახვალ ყელის ტბის იმ მხარეს ნუ გადახვალ, რომელიც სამხრეთ ოსეთისკენაა. იქ არის ხოლმე პატრული უფრო.
ისე მე დიდი სიამოვნებით გადავიდოდი უღელტეხილზე, ვნახავდი მხოლოდ ყელიწადის ტბას და გადმოვიდოდი ისევ... ესეც მაგარია ძალიან! 

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 22:32
				by NaNN
				შარშან ვნახე ყელის ტბის ფოტოები და მას შემდეგ მაბოდებს ისე მინდა ვნახო ეგ ბუნების სასწაული 

  მარააა თქვენ მე მაშინებთ 

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 25 ივნ 2008, 22:34
				by teo-
				au  cavidet ra gaxsenit tema vinc erkvevittttttttt
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 00:35
				by zura N.
				
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 00:59
				by Archil
				Wanderer
ჩემთან ერთად შეიძლება, GPS-ის ხმარება ვიცი 

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 01:10
				by Wanderer
				Archil
ჩემთან ერთად შეიძლება, GPS-ის ხმარება ვიცი
საინტერესოა როდემდე უნდა იღადავოთ ამ თემაზე.  

 მშვენივრად ვერკვევი  GPS-ში. ან რა არის გასარკვევი მანდ საერთოდ?  სათამაშოა რა. 
და მაგარი საკაიფო სახე გექნება მაგ შენი GPS-იანად რომ ჩაგავლებენ ოსები და გაგაქანებენ ცხინვალში.  
NaNN
ყელის ტბაზე მინიმუმ 3 სხვადასხვანაირი ლაშქრობა მაქვს გულში. ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთზე ჩვენი კონტროლი აღდგება.  

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 01:14
				by teo-
				
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 02:10
				by Archil
				Wanderer
ვერ ჩამავლებენ, ვინ ვის ჩაავლებს, მაგი კიდევ საკითხავია 
ვხუმრობთ შე კაცო, აღარ გვაცალო ეხლა 

 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 10:43
				by Wanderer
				Archil
ვერ ჩამავლებენ, ვინ ვის ჩაავლებს, მაგი კიდევ საკითხავია 
ვა. თუ მასეა საქმე სად ხარ აქამდე მაშინ? წადი, ჩაავლე და ჩამოათრიე მაშინ აქ რომ მოვიყვანოთ ჭკუაზე ის ტვინნაღრძობები.  
  
 
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 10:55
				by N67
				ყოფილან მანდ ნაცნობები.
მაგრამ ოსებზე მეტად ქართველმა სამხედროებმა შეაღონეს.
რაკი ადრიანი გაზაფხული იყო და თოვლში დადიოდნენ, რატომღაც საეჭვო ხალხი ეგონათ.
სხვისი არ ვიცი და ჩემ გეგმებს თავგასული ოსების გამო არ შევცვლიდი.
			 
			
					
				ლაშქრობა ყელის ტბაზე
				Posted: 26 ივნ 2008, 12:48
				by NaNN
				N67 wrote:ყოფილან მანდ ნაცნობები.
მაგრამ ოსებზე მეტად ქართველმა სამხედროებმა შეაღონეს.
რაკი ადრიანი გაზაფხული იყო და თოვლში დადიოდნენ, რატომღაც საეჭვო ხალხი ეგონათ.
სხვისი არ ვიცი და ჩემ გეგმებს თავგასული ოსების გამო არ შევცვლიდი.
არც მე არ ვაპირებ წელს თუ არ გამოვიდა მომავალ წელს წავალ უეჭველი 
