მოკლედ ბექას წყალობით მოვარჯულე ტექსტი "სილფაენში" კონვერტ.გე-ს დაუხმარებლად
მე რომ ეს სტატია საძილის ყიდვამდე მენახა, სულ სხვანაირს ვიყიდიდი

. იქნებ თქვენც გამოგადგეთ ეს რჩევები

:
http://www.trailspace.com/gear/guide/sleeping-bags.html
ესეც თავისუფალი თარგმანი:
როგორ ავირჩიოთ საძილე ტომარა?
ღინღლის თუ სინთეტიკის? რა ტემპერატურის? მუმიისებური თუ მართკუთხა ფორმის? ექსტრა-გრძელი თუ სპეციფიკური ზომის (ქალებისათვის), ეს ის კითხვებია, რაც ბაზარზე არსებული საძილე ტომრების უამრავი მარკისა და ასარჩევი ვარიანტების შეხედვისას უჩნდება მომხმარებელს.
თბოიზოლაციის ტიპი:
ღინღლის თუ სინთეტიკის? საძილე ტიპის შერჩევისას ეს არის კლასიკური ტიპის კითხვა. თქვენს მიერ არჩეული თბოიზოლაციის ტიპი დამოკიდებულია იმ მეტეოროლოგიურ პირობებზე, რა დროსაც უნდა გამოიყენოთ თქვენი საძილე ტომარა (თუკი წვიმების სეზონში მიემართებით ლაშქრობაში, სინთეტიკის აირჩიეთ). გარდა ამისა თქვენი არჩევანი განპირობებული უნდა იყოს თქვენთვის სასურველ მოცულობითა და წონით. ქვემოთ მოცემულია ორივე სახის საძილე ტომრის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
ბატის ღინღლის:
ეს არის ღინღლით დატენილი საძილე ტომრების სტანდარტული ვარიანტი, რადგან ყველაზე კარგად იპრისება, უმსუბუქესია და ყველაზე ეფექტური თბოიზოლაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წონასთან შედარებით ყველაზე თბილი საძილეა. თუმცა ღინღლის საძილე ტომრები კარგავს თავის თბოიზოლაციის მაჩვენებელს, როცა სველდება. სველი საძილე კი ლაშქრობაში გამოუსადეგარი ხდება და თან ამ სახის საძილე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შრება.
სინთეტიკური:
ამ ტიპის საძილის დადებითი მხარე ის არის, რომ არ კარგავს თბოიზოლაციის მაჩვენებელს როცა სველდება და მალევე შრება. ასე რომ სინთეტიკური ბოჭკოსაგან დამზადებული ტომრები კარგი არჩევანია, როცა წვიმიან სეზონში გიწევთ ლაშქრობა. სინთეტიკური საძილე ტომრები უფრო იაფია, ვიდრე ბატის ღინღლის, ასევე ის საუკეთესო არჩევანია ალერგიული ადამიანებისათვის. თუმცა მიუხედავად ამ დადებითი თვისებებისა, სინთეტიკური საძილე ტომრები როგორც წესი უფრო მძიმე და მოცულობითია.
რაც შეეხება საძილე ტომრის ფორმას:
მუმიისებრი: ანუ ტანზე გამოყვანილი, ფეხებისკენ დავიწროვებული. ამ სახის საძილე ტომარა ყველაზე თბილია, მისი ფორმიდან გამომდინარე, რადგან ის მჭიდროდ ეკვრის სხეულს და უფრო ცოტა თავისუფალ ადგილს ტოვებს საძილეში და სხეულსაც უფრო ცოტა დრო სჭირდება გასათბობად. ასეთი ტიპის საძილეებს კაპუშონიც აქვთ ზედა ნაწილში. მათი ფორმიდან გამომდინარე, ამ ტიპის საძილე ტომრები ყველაზე ცოტა ადგილს იჭერს, და ყველაზე მსუბუქია და საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ფეხით უწევს ლაშქრობა, მთელ ბარგს ზურგით ატარებს და ტვირთის თითოეულ გრამი ანგარიშში აქვს მისაღები. ასეთ საძილეს აქვს უარყოფითი მხარეც - თავისუფლად მოძრაობას ზღუდავს და შეიძლება ზოგიერთ ადამიანს კლაუსტროფობიური შეტევა დაემართოს, თუმცა არის სპეციალური დიზაინით შემუშავებული მოქნილი მასალისგან დამზადებული საძილეები, რომლებიც ადვილად იწელება და თავისუფალი მოძრაობის საშუალებას იძლევა
ოთხკუთხედი ფორმის:
ამ ტიპის საძილეები ყველაზე ფართო და ტევადია, უფრო მეტს იწონის და უმეტესად განკუთვნილია თბილი ამინდისათვის, რადგან თბოიზოლაცია ისეთი მაღალი არა აქვს და სითბოს ისე კარგად ვერ იკავებს, როგორც მუმიისებრი ფორმის საძილე ტომრები. ეს საძილეები ძალზე მძიმე და მოუხერხებელია ქვეითად მოლაშქრეებისათვის, მაგრამ შეიძლება კარგი არჩევანი იყოს თბილ ამინდში მანქანით ლაშქრობისთვის, როცა წონა და თბოიზოლაცია გასათვალისწინებელი არ არის. თუმცა არსებობს ასეთი ფორმის საძილე ტომრები ცივი და ძალიან ცივი ამინდისათვის
*.
ზოგიერთი მწარმოებელი აწარმოებს
ნახევრად მართკუთხა ან კონუსისებურ საძილე ტომრებს, რაც წარმოადგენს თავისუფალი მართკუთხა და უთბილესი მუმიისებური საძილეების შუალედურ ვარიანტს.
ქალის სპეციფიური ფორმის საძილე ტომრები ისეთი დიზაინით არის შემუშავებული, რომ საუკეთესოდ მოხაზავს ქალის სხეულის ფორმებს. მოკლეა სიგრძეში, ვიწროა მხრებში და ფართოა თეძოებში. ასეთი ტიპის საძილეებს შეიძლება მეტი თბოიზოლაცია ჰქონდეს ფეხის და ტორსის არეში, რადგან ქალები უფრო მცივანა ადამიანებად ითვლება, ვიდრე მამაკაცები და უფრო მეტ სითბოს კარგავენ ამ ადგილებში.
საძილეები ბავშვებისათვის ან მოზარდებისათვის უფრო მოკლე და აქედან გამომდინარე მსუბუქია, ზოგიერთი საძილის ზომა შეიძლება გაზარდოთ თქვენი ბავშვის ზომის ზრდასთან ერთად.
ექსტრა-გრძელი საძილე ტომრები განკუთვნილია ძალიან მაღალი ადამიანებისათვის
ექსტრა-ფართო საძილე კი ან დიდი წონის ადამიანებისათვის, ან მათთვის ვისაც მეტი თავისუფალი სივრცე უნდა საძილეში.
გსურთ
ორი საძილე ელვა-შესაკრავით გააერთიანოთ?
* თუკი ამ საძილეები ერთნაირი ელვა-შესაკრავი აქვთ, ეს ადვილი შესაძლებელია.
ტემპერატურა
საძილე ტომრის არჩევისას, სითბოს შენარჩუნება მთავარი კრიტერიუმია. ისეთი საძილე აირჩიეთ, რომელიც იმ სეზონზე და ტემპერატურაზე გამოგადგებათ, რა პირობებშიც ყველაზე მეტად მოგიწევთ საძილის გამოყენება.
საძილე ტომრის ტემპერატურა ან კომფორტულობის მაჩვენებელი აჩვენებს ყველაზე დაბალ ტემპერატურას, რის პირობებშიც მომხმარებელი ყველაზე კომფორტულად დაიძინებს. თუმცა კომფორტულობისთვის ყველას სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. თუ თქვენ მცივანა ხართ, ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურის ქვედა ზღვარს, თუკი პირიქით – ტემპერატურეს ზედა ზღვარს.
თუკი ყოყმანობთ, ყოველტვის დაბალ-ტემპერატურიანი საძილე აირჩიეთ, რადგან თუკი დაგცხებათ, ელვა შესაკრავის გახსნა ყოველთვის შეიძლება.
ტემპერატურეს რეიტინგი მოცემულია იმის გათვალისწინებით, რომ საძილე ტომარაში პარალონზე გძინავთ. რადგან პარალონი დამატებით თბოიზოლაციას უქმნის თქვენს სხეულს დ ხელს უშლის სითბოს კარგვას.
თუკი თქვენ სხვადასხვა კლიმატში გიწევთ საძილე ტომრის გამოყენება, ჯობია ორი საძილე გქონდეთ: თბილი და შედარებით გრილი.
ასევე გამოიყენება
საძილე ტომრის შალითები ანუ გარედან გასაკეთებელი მეორე საძილე ტომარა, რომელსაც ძილისას საძილე ტომარას გარედან შემოაცვამთ, რაც რამდენიმე გრადუს ტემპარატურას უმატებს თქვენი საძილის თბოიზოლაციას და სამ-სეზონიან საძილეს ოთხ-სეზონიანად გადააქცევს. შეგიძლიათ ეს შალითა ისე გამოიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი საზაფხულო საძილე ტომარა.
ასევე იყიდება
საძილე ტომრის თეთრეული, რომელიც საძილე ტომრის შიგნით შეგიძლიათ იხმაროთ. ეს ასევე მატებს ორიოდე გრადუსს თქვენი საძილის თბოიზოლაციას, სუფთად ინახავს მას და მისი გამოყენების ვადას კიდევ უფრო ზრდის
*.
ნ-------------------------
* - მე ოთხკუთხა ფორმის საძილე შევიძინე, კი არის მსუბუქი, მაგრამ მუმიისებური რომ მეყიდა მაგ წონის, გაცილებით თბილი და სქელი გამოვიდოდა, რადგან ასეთი ფართე არ იქნებოდა და თან ამდენი სივრცეც არ დამრჩებოდა საძილეში, და სხეულიც უფრო მალე გათბებოდა
* - ალბათ შეიძლება ორი მართკუთხა
ერთნაირი საძილის შეერთებისას სამმა თხელმა გოგომ დაიძინოს ერთად, მაგალითად ჩემი საძილე ფართოა, კიდევ მეორე საძილის სიგანე რომ დაემატება, გაჭირვების შემთხვევაში შეიძლება ერთად და უფრო თბილად დაძინებაც
* - მე მაგალითად ჩვეულებრივ თეთრეულს, კონკრეტულად კი საბნის შალითას ვხმარობ. ვისი საძილეც არ უნდა ვითხოვო, მაინც კომფორტულად ვგრძნობ შიგ თავს
