Page 1 of 1

ბაკურიანი

Posted: 11 ივნ 2008, 14:45
by Duckling
საქმე რაშია. მაქვს წერილი მისაწერი სასტუმროების ქსელთან, რომელიც ოპერირებს ალპებში...და ეს სასტუმროების ქსელი უნდა დავითანხმოთ, რომ ბაკურიანში გახსნან სასტუმრო.....
მოსაფიქრებელი მაქვს რამე ტექსტი სადაც ამ ხალხს ავუხსნი კავკასიონის ღირსებებს, რომ ალპებს არაფრით ჩამოუვარდება....რომ აუთვისებელია კავკასიონი და დიდ პერსპექტივებს იძლევა....
მოკლედ რა შეიძლება დავუწერო ვერ დამეხმარებით? :roll:

ბაკურიანი

Posted: 11 ივნ 2008, 15:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
უპირველესად ის, რომ 1988 წლისა და 2012 წლის ზამთრის ოლიმპიადების ჩატარების სურვილი ჰქონდა და 2006ში განაცხადიც წარადგინა.
კიდევ ის, რომ საბჭოთა კავშირში აქ ზამთრის სპორტის ბევრი სახობის საბაზო ცენტრები იყო.

ბაკურიანზე ბევრი კგის თქმა შეიძლება, მათ შორის, გეოგრაფიული მდებარეობა

ბაკურიანი

Posted: 11 ივნ 2008, 15:36
by Jnosy
Duckling
ეცადე უკეთესად გაიცნო ისინი იმისთვის, რომ მიხვდე რაში შეიძლება დასჭირდეთ მათ აქ სასტუმროს აგება (ან ტურისტული მარშრუტის გაკეთება). ამით გაადვილდება მათზე შენი წინადადების ლამაზად და მათთვის სარფიანად შეთავაზება...

დააა ბაკურიანი რა შუაშია ვერ მივხვდი :)

ბაკურიანი

Posted: 13 ივნ 2008, 13:53
by Duckling
ჯნოსი
ბაკურიანში იქნება ეს სასტუმრო და




გმადლობთ ორივეს :)

კიდევ ხომ არ იცით რამე ისეთი სასტუმროების ქსელი ალპებში ან სადმე რომელიც ასე უფრო ზამთრის კურორტებზეა ორინტირებული?

ბაკურიანი

Posted: 13 ივნ 2008, 14:09
by Gvalva
Duckling

ხომ არ გინდა ეს თემა რჩევებში გადავიტანო, ვინც რჩევებს იძლევა ის ხალხი აქ ვერ იპოვის ამას

ბაკურიანი

Posted: 13 ივნ 2008, 14:20
by Jnosy
მანდ კი არა, ზოგად საუბრებში გადაიტანე ლელა
იქ უმჯობესია მემგონი