Page 1 of 2

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 08:31
by popins
მოკლედ პეკინზე ორ მეტრამდე სიგრძის გიურზა იპოვეს

http://newsgeorgia.ru/geo1/20080527/42241553.html
მე ხომ მეშინია და მეშინია და ბავშვს ეზოში მარტოს ვეღარ გავუშვებ.. უმეტესობამ იცით სადაც ვცხოვრობ რა :(
ჰოდა მითხარით ვინც რა იცით ამ ვაქცინაზე რა:( და სად უნდა შევიძინო?

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 09:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
კგ თემაა.
დასაფიქრებელია, რა უნდა გავაკეთოდ ლაშქრობებში თუ მსგავსი პრობლემა წარმოიშვა.
სარისკო ადგილებში ვაქცინა უნდა ვატაროთ.
ამასთანავე, კგ იქნება, თუ ვინმე დაწერეს, როგორ ავირიდოთ საფრთხე.
მაგალითად, მაკენასგან ვიცი, რომ კარავის გარშემო მსხვილი თოკი უნდა დადო და გველი წინააღმდეგობის გამო, მასზე აღარ ცოცდება

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 11:21
by N67
ისე, ესეც ბევრს ნიშნავს, რომ საქართველოში გავრცელებული ჯიშები ბევრად უფრო ნაკლებად არიან აგრესიულები არიან.

სხვადასხვა ჯურის გველს ბევრჯერ გადავყრივარ, და თავდასხმის სურვილი არც ერთს არ გამოუმჟღავნებია.

საშიშია თუ ფეხი დაებიჯა ვინმეს შემთხვევით, თუმცა, რომ ვიცი გველების სიფრთხილე, ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

:)

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 11:42
by Varvara
ლოოოოოოლ, ვაქცინა არა იხვის ტოლმა :D

ანტიდოტი არსებობს, ვაქცინა არა სამწუხაროდ. რომც არსებობდეს, რა იცი რა გიკბენს, ღმრეთმა დაგიფაროს, გიურზა თუ გველგესლა.

მოკლედ ერთ სტატიას გადმოვაკოპირებ აქ - რეზონანსი, 2007 წლის 22 ივნისი

გიურზები გვიტევენ - მარტო მარნეულში 11 ადამიანი დაგესლეს. როგორ მოვიქცეთ?

შექმნილი ბუნებრივი პირობების შედეგად საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში გველების მომრავლება შეინიშნება. განსაკუთრებით მრავლად გამოჩნდნენ შხამიანი გიურზები.

ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აკეთებენ. მარნეულში გიურზის კბენის უკვე 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

უნდა ველოდოთ თუ არა თბილისში გიურზების თავდასხმას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გავაღიზიანოთ ისინი, რა უნდა მოვიმოქმედოთ გიურზის კბენის შემთხვევაში და როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაკბენილს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა განმარტავს, გიურზების გამოჩენა წელიწადის ამ მონაკვეთში სრულებითაც არ არის გასაკვირი:

"ახლა არის ყველაზე აქტიური პერიოდი. წელს იმიტომ გააქტიურდნენ, რომ ამინდები და კლიმატი შეიქმნა მათთვის სასარგებლო. თუმცა, ჯერ ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა. ამ ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მაშინვე უნდა შევატყობინოთ შესაბამის სამსახურს. ხალხს მინდა ვურჩიო, რომ არ გავაღიზიანოთ და არ გავაბრაზოთ.

გველის დანახვისას ხშირ შემთხვევაში იწყებენ პანიკას. ამ დროს პანიკა არ არის სწორი, რადგან ამაზე შეიძლება გაბრაზდეს და გვიკბინოს. თავისით გიურზა არ იკბინება. ასე რომ, უნდა მოვერიდოთ ჩვენი მხრიდან აქტიურ ქმედებებს”.
თუკი გვიკბენს, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მივმართოთ და ექიმი დაადგენს რა შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს.

”ამ ქვეწარმავლის განადგურება შეუძლებელია. საზოგადოებას არ ვურჩევ არავითარ შემთხვევაში მასზე თავდასხმას, ინტერესს, მოჩხრეკას და მოძიებას. თუკი დავინახეთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და მითუმეტეს, აქტიური ქმედებებისაგან თავი შევიკავოთ, მშვიდობიანად უნდა გავეცალოთ", - განაცხადა შოთა ცანავამ.

დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ქვეწარმავლებთან ბრძოლის ბრიგადები თბილისის ზოოპარკში შექმნა. ზოოპარკის დირექტორის გურამ წიკლაურის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში სულ 30 გველი დაიჭირეს.

აქედან ერთი გიურზა იყო და მხოლოდ გიურზა აღმოჩნდა შხამიანი. თბილისის ტერიტორიის 90%-ს არაფერი არ ემუქრება, რადგან შხამიანი გიურზა შეიძლება შეგხვდეს მხოლოდ ორთაჭალის ბოლოს. დანარჩენ რაიონებში შხამიან გველებს ვერ შეხვდებით.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგის ციცი ჩოფიკაშვილის თქმით, წელს თბილისში გველის ნაკბენის მხოლოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა

საერთოდ არსებობს 23 სახეობის გველი, მათ შორის გიურზა, კავკასიური გველგესლა და კატის თეთრი გველგესლა შხამიანები არიან. ყველა შხამი სხვადასხვა ტოქსიურ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია შხამის რაოდენობაზე და ძალაზე. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"თუ გველი შხამიანია, კბენის შემდეგ ადამიანს ეწყება ნაკბენ ადგილზე კანქვეშა სისხლჩაქცევები, ტკივილი, ნაკბენი ადგილი სივდება. დაგესვლიდან 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, ასევე პირღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, შეიძლება დაზიანდეს ღვიძლი, ელენთა და ადამიანი მივიდეს სასიკვდილო შედეგამდე", - ამბობს ციცი ჩოფიკაშვილი.
მისივე თქმით, სასურველია საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ როგორ აღმოუჩინონ ნაკბენ ადამიანს დახმარება.

"სანამ საავადმყოფოში მოიყვანენ პაციენტს, სასურველია მანამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინონ. უნდა დავაწვინოთ უმოძრაოდ. ნაკბენი ადგილი ოდნავ უნდა გაიხსნას და შხამი ხელის დაჭერით უნდა გამოიდინოს. თუკი 50 პროცენტამდე შხამი გამოიდინება, ავადმყოფს შხამის სიმძიმეს ავაცილებთ. შემდეგ ცივი საფენები უნდა დავაფინოთ. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა წავიყვანოთ საავადმყოფოში და მივიყვანოთ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში. ხოლო თუკი არის გიურზას ნაკბენი, აუცილებელია გაკეთდეს "ანტიგიურზინი". ამგვარი ფაქტების სიმრავლის გამო ჩვენი განყოფილება უკვე მომარაგდა შესაბამისად", - დასძინა მან.

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 12:10
by ლეონტი
დიდი ყურადღებაა საჭირო.
ეხლა რაც გამახსენდა ,კაცი ვენახში მუშაობდა, კახეთში, ვენახზე ასულიყო გიურზა.
ხელი რომ გაიწოდა გველმა დაგესლა.
მერე დიდ ხანს მკურნალობდა, ხელი შეახმა და ვეღარ ხმარობდა.
ჯანიც დაკარგა.დაინვალიდდა.

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 12:34
by Gvalva
"ნაკბენი ადგილი ოდნავ უნდა გაიხსნას " რას ნიშნავს? გაიჭრას?? ეგ ერთი სიტყვაა ამ სტატიაში მნიშვნელოვანი და ეგეც გაუგებრად წერია!!

და კიდევ... :) (დიდი ხანია გაზეთში არაფერი წამიკითხავს და)

სამხრეთ საქართველოში მომრავლდნენ, დაგესლეს, მაგრამ ეგ არაფერი, ემუქრება თუ არა თბილისს რამე!! მაგარია!! :)

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 13:41
by Wanderer
N67
ისე, ესეც ბევრს ნიშნავს, რომ საქართველოში გავრცელებული ჯიშები ბევრად უფრო ნაკლებად არიან აგრესიულები არიან.

სხვადასხვა ჯურის გველს ბევრჯერ გადავყრივარ, და თავდასხმის სურვილი არც ერთს არ გამოუმჟღავნებია.

საშიშია თუ ფეხი დაებიჯა ვინმეს შემთხვევით, თუმცა, რომ ვიცი გველების სიფრთხილე, ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
+1 :)

დაჟე გარეჯში ვიყავი გაგანია ზაფხულში. სულ შემოვიარე და მე იქ გველის ნასახი არ მინახავს. თუმცა სულ შიშით ამბობენ ხოლმე გველებით სავსეაო...

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 14:02
by caucasica
გიურზა - Vipera lebetina obtusa

საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე ძლიერი შხამის მქონე გიურზაა!!!
ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი* დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.(გიურზას ნაკმენმა მოზრდილებში შეიძლება მძიმე მოვლენები გამოიწვიოს, ხოლო ბავშვისათვის კი სასიკვდილოც იყოს)
გიურზას შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა..
მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ია. ფერი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზომის ლაქებია ვიდრე გვერდებზე. გიურზა კარგადაა შეხამებული საბინადრო გარემოს.
გიურზა შეწყვილების პერიოდია მაისის პირველი ნახევარი , გაზაფხულზე დებს 15-118 კვერცხს, პატარები აგვისტო სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზას აქტიურობა მარტის ბოლოს და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.
იგი გვხვდება შირაქში, ელდარში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში..
ნ---------------------------------------------------------------------------------
საწინააღმდეგო ღონისძიებანი* - შხამის საწინააღმდეგო შრატის (antigiurZini) შეშხაპუნება (თუ გვაქვს), romc gvqondes gansakutrebuli pirobebi schirdeba shesanaxavad dabali temperatura.
გველის მიერ დაკბენილი ადამიანი უნდა დაწვეს, შეწყვიტოს ყოველგვარი აქტიური მოძრაობა , მიიღოს სითხეები (ცხელი ჩაი და სხვ..), პანიკაში არ ჩავარდეს და გადაყვანილ იქნეს კლინიკაში...


Image
Image

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 14:53
by ლეონტი
Wanderer wrote:
დაჟე გარეჯში ვიყავი გაგანია ზაფხულში. სულ შემოვიარე და მე იქ გველის ნასახი არ მინახავს. თუმცა სულ შიშით ამბობენ ხოლმე გველებით სავსეაო...
ზაფხულში ცხელა და ნაპრალებში და ხვრელებში იმალებიან, ღამით იწყებენ აქტიურობას, ეგენიც და მორიელებიც.
აი გაზაფხულ შემოდგომაზე კი ბევრს ნახავ.

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 28 მაი 2008, 15:52
by Linda
დაახლოებით სამი კვირის წინ მე და ჩემმა მეგობარმაც ვნახეთ დიდ დიღომში გველი, დილას დავრბივართ, და კიდევ კარგი გველი უკვე მკვდარი იყო, თორემ ჩემი მეგობარი მირბოდა და ფეხის დაბიჯებას აპირებდა უკვე რომ შენიშნა, გაგვიმართლა. თვითონ გველი ყვითელი ფერის იყო..

მაშინ გამიკვირდა, არც ისე ცხელი ამინდები არის და უკვე თუ გამოვიდა გველები ზაფხულში რა იქნება თქო

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 29 მაი 2008, 23:16
by kiki
მე და ლიკაკომ ვნახეთ გუშინ ვერაზე:(

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 29 მაი 2008, 23:40
by GOGONA
Gvalva wrote:"ნაკბენი ადგილი ოდნავ უნდა გაიხსნას " რას ნიშნავს? გაიჭრას??
...
ჰო, უნდა გაიჭრას, და მაქსიმალურად უნდა გამოდინდეს სისხლი, რომ შხამი გამოიტანოს.

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 29 მაი 2008, 23:51
by GOGONA
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
...
ვიცი, რომ კარავის გარშემო მსხვილი თოკი უნდა დადო და გველი წინააღმდეგობის გამო, მასზე აღარ ცოცდება
ეგ მეთოდი მაინ რიდის რომელიღაც მოთხრობაში წერია, მაგრამ არ უნდა იყოს სანდო, ყველას ჯობია უბრალოდ კარავი დაკეტოთ, ღია არასდროს დატოვოთ და მწერებიც ვეღარ შევა.

ღვთის მადლით, საქართველოში აგრესიული გველები ნაკლებად არიან, სულ 4 ჯიშია შხამიანი და მათ შორის ყველაზე ტოქსიური შხამით- გიურზა.

მნიშვნელობა აქვს ნაკბენის მდებარეობასაც, რაც უფრო ახლოსაა თავთან, მით უფრო სწრაფად სჭირდება სამედიცინო ჩარევა.


მორიელის ნაკბენს რაც შეეხება - იმაზეც, რეკომენდირებულია გაჭრა და სისხლის გამოდინება, თუმცა ზოგ ლიტერატურაში წერია, რომ ნაკბენი ადგილი ასანთით უნდა მოიწვას, რადგან მაღალ ტემპერატურაზე შხამი იშლება და ტოქსიურობას კარგავს.

ისე, მე ბევრჯერ მინახავს, მათ შორის შხამიანი ჯიშის ერთ-ერთი სახეობა - რქიანი, ულამაზესია. არასოდეს აგრესიულად არ მოქცეულან.

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 30 მაი 2008, 00:00
by GOGONA
კიდევ ერთი რამ...
არყის დალევა იციან ხოლმე მაგ დროს და არაფრით არ შეიძლება, ინტოქსიკაციას აჩქარებს, აი წყალი კი უამრავი უნდა დალიოს დაკბენილმა, სანამ სამედიცინო პუნქტამდე მიაღწევს.


და...
სოკოზეც ვიტყვი, სოკოთი მოწამვლის დროსაც არავითარ შემთხვევაში არაყი არ შეიძლება, ალკოჰოლი ინტოქსიკაციის პროცესს აჩქარებს, წყალი - უამრავი.

სოკოსთან ერთად თუ ხახვი ან ვერცხლის კოვზი არ გაშავდა, ე.ი. არ არის შხამიანიო - არ დაიჯეროთ, არის შხამიანი ჯიშები, რომელიც ხახვს და ვერცხლს არ აშავებს და პირიქითაც, საჭმელი სოკოები, რომლებიც -აშავებს.
ასე, რომ ყველას ჯობია მხოლოდ ის სოკოები მოკრიფოთ, რომლებსაც ცნობთ.

გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა

Posted: 30 მაი 2008, 09:09
by popins
kiki wrote:მე და ლიკაკომ ვნახეთ გუშინ ვერაზე:(
ვერაზე? :roll: :(