Page 1 of 2

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 22 მაი 2008, 19:34
by Gvalva
დღეს შემთხვევით ვიპოვე რომ ინტერნეტში ყოფილა გურამ დოჩანაშვილის

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება

გადავიკითხე და კარაველები გამახსენდით :)

ეს ჩვენ ყველას წაკითხული უნდა გვქონდეს, ვისაც პირველად გიწევთ წაკითხვა გილოცავთ :), ვისაც წაკითხული გაქვთ და ეხლა გეღიმებათ, ვიცი რომ გადაიკითხავთ :)



გთხოვთ, ამ თემას დეტექტივებით და "ალი და ლალის" ბმულებით ნუ გაავსებთ

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 23 მაი 2008, 02:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
როგორი დასაფასებელი მწერალია.
აუცილებლად უნდა გავახორციელოთ ჩაფიქრებული გეგმა.
არჩევნებმა უკვე მერამდენედ შემაფერხა რა

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 23 მაი 2008, 14:59
by Kavtaradze
GAMARJOBA SAKARTVELO
მაინც?

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 23 მაი 2008, 17:41
by Gvalva
რა არი, არ მოგეწონათ იდეა? :)

მე მეგონა უკვე სია დამხვდებოდა

"მე გავათაღლ... უჰ, ბოდიში,

მე გავააადამიანურე: (ძნელი სათქმელი სიტყვაა და შემეშალა ;) )
1.
2.
"

მე მგონი ყველა კარაველმა რომ თითო გერასიმე გა-ა-ადამიან-უროს წელიწადში კაი იქნება...

მერე ის ხომ თავის გერასიმეს გააადამიანურებს... და ასე... :)

მოკლედ წაიკითხეთ და მიხვდებით :), ადვილად იკითხება, 35 წუთში

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 23 მაი 2008, 20:55
by Mariam
არაჩვეულებრივი მოთხრობაა :)
თავიდან ბოლომდე ავკრიფე დიდი ხნის წინ, ოღონდ მე სხვა საიტზე დავდე :)

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 27 მაი 2008, 11:22
by N67

Gvalva
,

დიდი მადლობა ამ თემისთვის :D

რომ გადმოვწერე და აქა-იქ თვალი გადამევლო, უკვე დავინტერედი :)

მალე ჩემ აზრსაც დავწერ.

მანამდე კი..

აი ეს -
ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ტექსტი..
http://www.lib.ge/body_text.php?98

ერთხელ მომიხია ვიღაცამ, საბავშვოო..
ხოდა მასეთებზეც წერია იქ :)

წაიკითხეთ, რომც გქონდეთ წაკითხული.
"მახსოვს" მის სიღრმესთან არაფერ შუაშია.

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 27 მაი 2008, 12:23
by Mariam
აი ეს -
ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ტექსტი..
http://www.lib.ge/body_text.php?98
ვფიქრობ, ავტორისეული ნახატებით უფრო კარგი წასაკითხი იქნება :)
http://literatura.iatp.ge/targmanebi/ek ... tsuli1.htm

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 27 მაი 2008, 14:16
by N67
au ra kaia naxatebi..
bavshvobashi mqonda cigni da imis mere sul minda im naxatebis gaxseneba :)

didi madloba Mariam

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 02 ივნ 2008, 14:16
by N67

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება

წავიკითხე :)

და უკვე თვითონ დავრწმუნდი, რომ ეს მართლა ყველას უნდა გვწონდეს წაკითხული..

თხრობა რაღაც გენიალურია, ძალიან ეფექტურია მთავარ შინაარსამდე წვდომის მომენტი. ასე რომ, სიამოვნებით ვიღებ პირველ-წაკითხულზე მილოცვებს :D

გველის პერანგამდე გამირბის ასოციაციები :)


სერგო კლდიაშვილის ერთ მოთხრობას ვეძებ აქ დასადებად მაგრამ ვერსად ვერ ვაგნებ.. აკრეფა მომიწევს.

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 14 ივნ 2008, 11:50
by a12
Gvalva
აუ გაიხარე დიდი მადლობა ერთი სული მაქვს საღამო როდის მოვა

ტელე-სპექტაკლი მაქვს ნანახი ძალიან მაგარია

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 14 ივნ 2008, 14:36
by ნინი_85
Gvalva

დოჩანაშვილი ჩემი უსაყვარლესი მწერალია და ეს ნაწარმოებიც ძალიან მიყვარს :)
მადლობა ლელა, რომ შეგვახსენე,
კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ :)

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 14 ივნ 2008, 15:31
by Mariam
didi madloba Mariam
გაიხარე :)
N67 wrote: სერგო კლდიაშვილის ერთ მოთხრობას ვეძებ აქ დასადებად მაგრამ ვერსად ვერ ვაგნებ.. აკრეფა მომიწევს.
რომელი მოთხრობა? დავინტერესდი...

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 21 ოქტ 2008, 11:23
by N67
aah es tema cocxali kopila!!

ra kaia :)

Mariam, sergo kldiashvilis "lashxetis mouravs" vgulisxmobdi..

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 12 თებ 2009, 16:41
by Archil
ვიცი რომ იქ არ ვწერ სადაც საჭიროა, მარა იყოს აქ :)

მერე რომელიმე ჭკვიანი მოდერი ადგილს მიუჩენს იმედია.

ნ---------------------------------------------------------------------------
მოკლე ტექსტური შეტყობინებები საქართველოს ტურისტული ობიექტების ღირშესანიშნაობების შესახებ
ნ---------------------------------------------------------------------------

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები “მაგთი” და “ჯეოსელი” ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, მოთხოვნის შესაბამისად, ამ კომპანიების აბონენტებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინება. (მოთხოვნა იგზავნება ნომერზე 2324).
“მაგთი”-სა და “ჯეოსელი”-ს აბონენტებს მოთხოვნის შესაბამისად, შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 100-მდე ტურისტულ ღირშესანიშნაობაზე, იქნება ეს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, არქეოლოგიური ძეგლი, ეროვნული პარკი თუ კურორტი. ინფორმაცია მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: ტურისტული ობიექტის მდებარეობა, დაარსების თარიღი, ტურისტული მიმზიდველობა, კურორტის შემთხვევაში – მისი სამკურნალო პროფილი და სხვა.
სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის სერვერზე იქნება მიბმული, აბონენტისათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

წაკითხული უნდა გვქონდეს :)

Posted: 12 თებ 2009, 17:12
by Sarajistka
N67 wrote:
Gvalva
,


აი ეს -
ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ტექსტი..
http://www.lib.ge/body_text.php?98

ერთხელ მომიხია ვიღაცამ, საბავშვოო..
ხოდა მასეთებზეც წერია იქ :)

წაიკითხეთ, რომც გქონდეთ წაკითხული.
"მახსოვს" მის სიღრმესთან არაფერ შუაშია.

არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ტექსტია. თითქმის ზეპირად ვიცი, ოღონდ ფრანგულად :oops: თუმცა კი ქართული თარგმანები, თუნდაც ეკიზაშვილისა, საკმაოდ კარგადაა შესრულებული. და ამის ბავშვურობისა რა ვთქვა აბა...