Page 1 of 1
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 11:36
by paata_
ძვირფასო კარაველებო, გთხოვთ დამეხმაროთ
ამერიკელები დამიკავშირდნენ და მთხოვეს 5-7 დღიანი ტურის დაგეგმვა საქართველოს რამდენიმე რეგიონში.
აქ გთხოვთ დამეხმაროთ კახეთის რეგიონში სად შეიძლება წავიყვანო , ღამე სად გავათევინო და ა.შ.
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 11:53
by qvevri
paata_ wrote:ძვირფასო კარაველებო, გთხოვთ დამეხმაროთ
ამერიკელები დამიკავშირდნენ და მთხოვეს 5-7 დღიანი ტურის დაგეგმვა საქართველოს რამდენიმე რეგიონში.
აქ გთხოვთ დამეხმაროთ კახეთის რეგიონში სად შეიძლება წავიყვანო , ღამე სად გავათევინო და ა.შ.
მე გეტყვი კაი ამბავს: ჩვენ გვაქვს შერჩეული ძალიან კარგი სასტუმრო სახლები იყალთოში (სამი სასტუმრო სახლი) სადაც დაეტევა 30მდე კაცი. როცა უცხოელი სტუმრები მყავს სულ იმათთან მიმყავს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება სად მიხვიდეთ, ყველაფერს ვერ შეგპირდები მარა თუ (და მე ვფიქრობ რომ აუცილებელია) სიღნაღში მიხვალთ იქვე ვიცი ძალიან კარგი ღვინის ტრადიციული მარანი შესანიშნავი ღვინოებით(ქვევრის) რისი ნახვაც ნამდვილად ღირს. შემოგთავაზებენ საფერავს, რქაწითელსა და ხილს. ასევე თაფლი და ჩურჩხელა.
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 11:56
by qvevri
ასევე აუცილებლად ნახეთ ალვანში ერთი კარგი ტრადიციული მარანი სადაც მეპატრონეს აქვს ასევე თექის საწარმო და ამზარებს ტრადუციულ თუშურ და კახურ ნაწარმს, მასვე აქვს ძალიან კარგი არყები, ანწლის, თაფლის და სხვა აქვს ასევე თაფლიც. იქვეა ძალიან კარგი სასტუმრო სახლი. ასევე ნამყოფი ვარ და უცხოელებთან არ შეგარცხვენენ. ეს ყველაფერი ალავერდიდან 10 წუთის სავალზეა...
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 11:58
by paata_
qvevri
გაიხარე, ეგეთები კი ძალიან აინტერესებთ უცხოელებს

5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 12:00
by qvevri
როდისთვის მიდიხართ კახეთში? მითხარი და ტელეფონებს და პირობების დეტალებს მოგაწვდი.
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 12:07
by paata_
qvevri
არა ჯერ არა, სავარაუდო მარშუტები უნდა გავუგზავნო დეტალურად - რომელ დღეს სად იქნებიან და რას ნახავენ და რას მიირთმევენ
კახეთი, ქართლი და მესხეთ-ჯავახეთი აინტერესებთ ამ ეტაპზე
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 12:08
by paata_
მთა უნდოდეთ კი ვიცი ყველაფერი
აი ბარში ვჭედავ ცოტას
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 12:14
by qvevri
paata_ wrote:მთა უნდოდეთ კი ვიცი ყველაფერი
აი ბარში ვჭედავ ცოტას
ბარში მე დაგეხმარები, ბარისაშვილი ტყუილად ვარ

5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 12:18
by qvevri
რაც შეეხება მესხეთს მანდაც ვიცი ერთი კარგი სასტუმრო სახლი. და თანაც ძალიან კარგ ადგილას: თმოგვსა და ხერთვისს შორის. ძალიან საინტერესო ადგილია იმიტომაც, რომ პირდაპირ ტურისტულ მარშუტზე მდებარეობს.
5-7 დღიანი ტური კახეთში
Posted: 14 ნოე 2007, 12:38
by lama
qvevri wrote:რაც შეეხება მესხეთს მანდაც ვიცი ერთი კარგი სასტუმრო სახლი. და თანაც ძალიან კარგ ადგილას: თმოგვსა და ხერთვისს შორის. ძალიან საინტერესო ადგილია იმიტომაც, რომ პირდაპირ ტურისტულ მარშუტზე მდებარეობს.
ეგ სასტუმრო მეც ვიცი მართლაც მაგარ ადგილას არის და ძალიან კაი სასტუმროა