Page 1 of 1

HELP

Posted: 14 სექ 2007, 01:21
by MiXaKo
სალამი ხალხო:) მომიტევეთ თუ ახალი თემა არ უნდა გამეხსნა ამ შეკითXვებისთვის, მაგრამ ვერც იმას ვერ მივხვდი სად მეკითხა და ამიტომ გავხსენი :D
მოკლედ ერთი კითხვა მაქვს, ალბათ ტრადიციული და ფართოდ გავრცელებული. კარვის ჯოხები როა, დრეკადი, შუაში რეზინა რო აქვს, ასაწყობი, ეგ შემელახა და სადმე აკეთებენ? ან ახალი ხომ არ იყიდება სადმე? მაგის გამო ახალ კარავს ხომ არ ვიყიდი და იქნებ იცოდეთ რამე:) ჯერ ბოლომდე არაა გადატეხილი, მარა აპირებს :D

HELP

Posted: 14 სექ 2007, 11:09
by Gvalva
MiXaKo

არა მგონია თბილისში კარვის ჯოხების შეკეთების სერვისი იყოს, ისევ შენით უნდა მოიფიქრო რამე, HomoSoveticus არა ხარ? :)

HELP

Posted: 14 სექ 2007, 11:44
by lama
MiXaKo
samwuxarod gvalva martalia aseti rame namdvilad ar aris chvens qalaqshi mec damchirda ertxel da ver vnaxe versad :(

HELP

Posted: 14 სექ 2007, 11:58
by paata_
ისე რატო არ იყიდება?
მართლა ბევრი ვიცი, ვისაც გაუფუჭდა

HELP

Posted: 14 სექ 2007, 12:33
by Varvara
MiXaKo

პირიმზის ხელოსნებთან მისვლა არ გიცდია?

HELP

Posted: 14 სექ 2007, 13:34
by Nika
paata_
ყველა კარავს სხვა და სხვა ნაირი აქვს.

HELP

Posted: 14 სექ 2007, 13:47
by Mao
MiXaKo
me chemsas davaxvie izolenta. jer jerobit tsotsxalia!
shignita rezina rom gamitsyda, tsavdi da magaziashi viyide egeti tsvrili rezina da avatsyve isev.
mteli chemi gamotsdileba. :D

HELP

Posted: 14 სექ 2007, 13:49
by Archil
Varvara
პირიმზე აღარაა, გაყარეს ხელოსნები და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

HELP

Posted: 14 სექ 2007, 14:47
by Varvara
Archil wrote:Varvara
პირიმზე აღარაა, გაყარეს ხელოსნები და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
არჩილ, დროს ჩამორჩი :D

ძნელაძის ქუჩის კუთხეში, იქვე პირიმზესთან აქვთ პირიმზის ხელოსნებს ნაქირავები ფართი და იქ არიან ყველანი. ასე რომ, ვინმეს რამე რომ დაგჭირდეთ, იქვე მიაგნებთ.

HELP

Posted: 14 სექ 2007, 14:54
by ლეონტი
ამთემას სახელი გამოუცვალეთ შესაბამისზე რომ მერე დაინტერესებულებმაც ნახონ, პატივცემულო კოლეგიავ, ხოლო თემის ავტორს ვთხოვოთ რომ სათაურები შეუსაბამოს თემას.
:!:

HELP

Posted: 14 სექ 2007, 20:09
by MiXaKo
Gvalva
ისევ შენით უნდა მოიფიქრო რამე, HomoSoveticus არა ხარ?
:D

paata_
ისე რატო არ იყიდება?
მართლა ბევრი ვიცი, ვისაც გაუფუჭდა
საკმაოდ მალფუჭებადი დეტალია და მართლა უნდა იყიდებოდეს

Nika
ყველა კარავს სხვა და სხვა ნაირი აქვს.
კი, მაგრამ ხო შეიძლება რო სხვადასხვა ზომები იყიდებოდეს, რომელიმეს მოარგებ :)

Varvara
პირიმზის ხელოსნებთან მისვლა არ გიცდია?
მაგას ვაპირებ ეხლა, ვნახოთ რას შემომთავაზებენ, ანუ რა მეთოდით გაკეთებას

Mao
me chemsas davaxvie izolenta. jer jerobit tsotsxalia!
ხო მეც გადავსკოჩე, მარა ვიფიქრე იქნებ უფრო კაპიტალურად გაკეთებაც შესაძლებელიათქო:)

ლეონტი
ამთემას სახელი გამოუცვალეთ შესაბამისზე რომ მერე დაინტერესებულებმაც ნახონ, პატივცემულო კოლეგიავ, ხოლო თემის ავტორს ვთხოვოთ რომ სათაურები შეუსაბამოს თემას.
ბოდიში მომიხდია ბატონო, უბრალოდ ვერ მივხვდი რა დამერქმია. "კარვის ჯოხები"? "გაბზარული დრეკადები"? მითუმეტეს რო ასეთი გაურკვეველი სათაურები სხვებიც დავინახე. მოკლედ თუ ვინმეს რამე იდეა გაქვთ, კი ბატონო, გადაარქვით, ნათელია რო პრობლემა აქტუალური და ფართოდ გავრცელებულია.

***
მოკლედ მადლობა ხალხო გამოხმაურებისთვის :)

HELP

Posted: 14 სექ 2007, 22:41
by Giorgi Bagrationi
ეს პრობლემა მეც მჭირდა 3 წლის წინ (ამ ჯოხს აზომვისას ვიყენებდი და ქუჩაში ვიღაცამ მომპარა); თბილისში ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ ვიშოვე. ბოლოს მოსკოვიდან ჩამომიტანეს (იქ ტურისტულ მაღაზიებში იყიდება) სხვა კარვის იყო, მაგრამ მთავარია მოკლე არ იყოს და გრძელს გადაჭრი და გამოიყენებ.
დრეკადობაშიც დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, ანუ დაახლოებით ერთი ტიპის მასალის და ტოლი კვეთის დიამეტრის უნდა იყოს.

HELP

Posted: 15 სექ 2007, 15:53
by MiXaKo
Giorgi Bagrationi
ამ ჯოხს აზომვისას ვიყენებდი და ქუჩაში ვიღაცამ მომპარა
:lol:
ბოლოს მოსკოვიდან ჩამომიტანეს (იქ ტურისტულ მაღაზიებში იყიდება)
ანუ შესაძლებელი ყოფილა თურმე რო ცალკეც გაიყიდოს და ჩვენთან ნეტა როდის აღირსებენ ჩამოტანას.

HELP

Posted: 15 სექ 2007, 22:30
by Archil
Varvara

მართალი ხარ, პირიმზის შენობის გარშემო მესერს აწერია ვინ საით წავიდა :)

მარა პირიმზე უკვე ჩკა