C++ რამდენად დაგჭირდებათ ლაშქრობაში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა მინდა გაგიზიაროთ
აღმართზე ასვლისას ადამიანის სხეული უფრო მეტად ხურდება და შესაბამისად მეტ სითხეს მოიხმარს. ასე რომ თუ შესაძლებელია, წყლის მარაგი მოიმარაგეთ აღმართებზე ასვლის წინ
თუ წყალი გამოგელიათ და გარშემო თოვლია, მისი ჭამა არ შეიძლება, ტუცების დახეთქვას გამოიწვევს. უნდა აიღოთ თოვლი, ჩაროთ რაიმე ჭურჭელში და მის დადნობას დაელოდოთ, ან შეუწყოთ ხელი. მერე კი რამდენიც გენებოთ, იმდენი მიირთვით
მარტო სიარული რეკომენდირებული არაა, კლდიდან გადმოვარდნას რომ თავი დავანებოთ, სწორ გზაზეც შეიიძლება ადამიანს ფეხი გადაუბრუნდეს და ვინმე მშველელი მაგ დროს მართლაც კარგია.
მამაკაცებისათვის ქვედა საცვალი (ხუმრობის გარეშე ვამბობ) სჯობია გრძელტოტებიანი იყოს, რადგანაც ბევრი სიარულისას ფეხებზე კანის გახეხვისგან დაგიცავთ.
თუ მარშუტი ბევრჯერ კვეთავს მდინარეს, სჯობის ღია ტიპის ფეხსაცმელი წაიღოთ, რომლითაც უფრო ადვილად გადალახავთ მდიანრეს. სჯობია მდინარე ფეხსცმლით ადალახოთ, ამითი ფეხისგულის დზიანების შიში მცირდება და უფრო თამამად შეგიძლიათ დაადგათ ფსკერზე ფეხი.
თუ ღია ფეხსაცმელი არ გაქვთ მეორე წყვილი წაიღეთ. ფეხსაცმელი ძალიან ნელა შრება ცეცხლზე, ფაქტიურად მთელი ღამის განმავლობაში უნდა იყოს ნაკვერჩხლის გვერდზე დატოვებული, რომ დილით გამშრალივით დაგხვდეთ.
დაღმართზე სიარულისას დატვირთვა ფეხის თითებზე მოდის და დიდი ხნის დაღმართის შემთხვევაში მათი დაზიანება მოსალოდნელი. ასეთი შემთხვევისათვის სჯობია ღია ტიპის ფეხსაცმელი, ანდა თასმები მჭიდროდ შეიკრათ, ისე რომ დატვირთვა ფეხის თითებზე კი არა, მთელ ტერფზე გადანაწილდეს.
თუ ტკივილი დაგეწყოთ, არ შეიმჩიოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუმჩნეველი ხდება. თუმცა სახლში დაბრუნებულებს გაგვახსენებს მერე მწარედ თავს. თუმცა ლაშქრობისას რომ დაემორჩილო ტკივილის გრძნობას, სხვებსაც და საკუთარ თავსაც უხერხულობას შეუქმნი, სიამოვნების მაგივრად მწარე მოგონება დაგრჩებათ ლაშქრობიდან.
ზურგჩანთა მოირგეთ მანამდე, სანამ ბანაკი აიშლება. ღვედების მოშვება, დამოკლებას საბოლოო ჯამში დიდი დრო მოაქვს და საბოლოო ჯამში ყველას გაჩერებას იწვევს, ეს კი ტემპს ანელებს და დათქმულ დროში შეიძლება ვერ გახვიდეთ მარშუტი. არადა თუ ზურგჩანთაზე ღვედები ზუსტად არ გაქვთ დაყენებული (მოკლეა ან გრძლადაა), თითქმის ორმაგი სიმძიმის თრევა გიწევთ, ზურგჩანთის სწორად მოკიდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არასწორად ტარების შემთხვევაში სხეულის დაზიანებაცაა მოსალოდნელი (თირკმელების, ხერხემლის დაზიანება). ასე რომ გაუფრთხილდით საკუთარ სხეულს, რა იცი, კიდევ რაში გამოგადგებათ
ლაშქრობისას არის დაუწერელი კანონი - ერთმანეთს ელოდებიან. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ 50 ადამიანი ერთ ჯგუფად მიდიოდეს, ასეთი რამე ნამდვილად არ ხდება, მაგრამ მწკრივი ისე უნდა გაიწელოს, რომ ერთმანეთს ვიზუალურად მაინც ხედავდნენ. თუ ვინმეს ვერ ხედავ, უნდა მოიძებნოს, დახმარების საჭიროების შემთხვევაში გაეწიოს დახმარება და შემდეგ განაგრძოოთ გზა. თუ ტვირთს ვეღარ ათრევს, შეგიძლიათ ძეხვები შეუწამოთ და ასე შეუმსუბუქოთ ტვირთი
კარავის შემთხვევაში ერთმანეთის ზურგჩანთის გამორთმევა მოსული პონტია. როცა ვხედავთ, რომ რომელიმეს უჭირს ზურგჩანთის თრევა, ან ტვირთს გადავინაწილებთ, ან თუ აღმართია, აღმართში გამოვართმევთ ზურგჩანთას. ერთ-ორდღიანი ლაშქრობების შემთხვევაში, როდესაც ტვირთი ნაკლებია, მაშინ გოგოების ზურგჩანთები მამაკაცების ზურგჩანთებშიც აღმოჩენილან მთლიანად.
ცეცხლი მნიშვნელოვანი ელემენტია ლაშქრობის. მის გარეშეც შესაძლებელია დარჩენა,მაგრამ კოცონი მაინც ბევრ რამეს ნიშნავს - სითბოს, ცხელ საჭმელს, შეგროვების ადგილს, ნადირისაგან უსაფრთხოდ ყოფნის გრძნობას.
ცეცხლისათვის შეშა შეიძლება წიღოთ კიდევაც, თუ ზამთარია და გარშემო ყველაფერი სველი და ნედლი იქნება. რა თქმა უნდა იქვე მონახვა თუა შესაძლებელი, მაშინ თრევას გადარჩენილხართ. დავით გარეჯის უდაბნოში მაგალითად ძალიან რთულია შეშის მოძIება. ასე რომ ეს უნდა გაითვალისწინოთ.
დაბანაკებისთანავე ერთ-ერთი პირველი საზრუნავი შეშაა. სიბნელეში კარავის გაშლა უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე შეშის მოძიება, ასე რომ მიხედეთ ამ საქმეს სანამ მზე არ ჩასულა. აუცილებელი არაა, რომ კოცონი დიდი იყოს. მცირე ზომისასაც იგივე ეფექტი აქვს, რაც დიდს, ეგა, შეშა ნაკლები იწვება. დილისათვის აუცილებლად შემოინახეთ შეშა. დილით შემცივნებულმა რომ დაიწყო შეშის ძებნა, არც თიუ ისე ბედნიერად იგრძნობ თავს. სჯობია შემონახულით გათბე დილით, და მერე გამთბარი უფრო მეტი ენერგიით შეძლებ მოძრაობას. დილის ცეცხლზე ძეხვის, ყველის, პომიდორის, ვაშლისა და ეგეთების მწვადების მომზადებაც კარგი რამეა. წყლის ადუღებას გაცილებით მეტი შეშა სჭირდება.
დაღლილობისას, შიმშილისას ადამიანები უფრო ერჩიან ერთმანეთს, ვიდრე მაშინ, როცა მაძღრები და დასვენებულები არიან. ამიტომ არ დაგავიწყდეთ შესვენებებისა და ჭამის ორგანიზება. თუმცა არც ისე ხშირად, რომ ლაშქრობის მაგივრად პიკნიკობანა გამოგივიდეთ.
კიდევ გავიხსენებ რამეს და დავამატებ მერე