zviorgatori
თქვენ პლასტმასის ჭიქა მაინც გქონდათ.. ჩვენ კიდევ, ერთხელ აღმოვაჩინეთ, რომ ჭიქები არ გვქონდა და არაყი სულ ამოშიგნული ვაშლით ვსვით... სმა-სმაში საჭმელი გაგვითავდა და არაყი გვქონდა, მერე ეტაპობრივად, ვითომ შეუმჩნევლად და გაუფრთხილებლად ვაშლიც შემოგვეჭამა სმის დროს...

კიდევ კარგი, სასმელი მალე დაგვისრულდა, თორემ ალბათ ბოთლიც შემოგვეჭმეოდა ბოლოს...
აქედან მორალი:
1. თუ არ გაქვთ ჭიქა, შეგიძლიათ მის მიაგიერ გამოიყენოთ ხილი..
2. თუ არ გაქვთ ხილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თავად ბოთლი...
3. თუ არც ბოთლი გაქვთ და გაგიჟდით და გადაირიეთ, მაშინ დარჩენილიყავით სახლში, რა მოგარბენინებდათ...
ეცადეთ ხოლმე მარილიც არ დაგრჩეთ შინ, თორემ ამ ვითომდა უბრალო საკითხმა ერთ პახოდში სამი სოფელი შემოგვატარა და გასაყიდი მარილი მაინც ვერ ვიშოვნეთ, მერე ერთმა ძმამ თქვა, გასაყიდი თუ არ არის, იქნებ ისე მოგვცეს ვინმემო და პირველივე სახლში თითქმის მთელი ყუთი მოგვცეს..
აქედან მორალი:
1. არ დაგრჩეთ მარილი სახლში.
2. თუ დაგრჩათ, შეეცადეთ მარილი უახლოეს სოფელში მაინც შეიძინოთ...
3. თუ მარილი გასაყიდად არ არის, ეგებ თქვენში მაინც გამოიძებნოს ჩვენგან განსხვავებით, შედარებით საზრიანი ადამიანი და სანამ სამ სოფელს შემოივლით, მალევე ითხოვოთ უახლოეს მასპინძელთან..
4. თუ არც მარილი გაქვთ და არც საზრიანი ადამიანი მოიძიება თქვენში, მაშინ იხილეთ წინა პუნქტის მე-3 ნაწილი
რჩევები არცთუსაზრიანი აბალდუისაგან