კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს
Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 05 ივნ 2010, 13:12
Wanderer wrote:anano
სრული ავტომატი რას გულისხმობს, სიჩქარეების კოლოფსაც??
თუ არ ვცდები ავტომატი პირველ რიგში სიჩქარეების კოლოფს გულისხმობს და მერე სხვა რამეს.
ზემო ფოსტების გათვალისწინებით რავ4(ავტომატი) მგონი საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს. თუ 1 ან 2 ადამიანი უნდა იჯდეს ძირითადად მე ორკარიანს გირჩევდი.
უბრალოდ ვიკითხე, სრული ავტომატიო რომ თქვი..მეტი არაფერი
დანამდვილებით ვიცი, რომ არის მექანიკა და ტიპტრონიკიც....
არ მხიბლავს ორკარიანი და მითუმეტეს ავტომატი...
მექანიკის მოყვარული ადამაინი ვარ

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 05 ივნ 2010, 15:37
არ მხიბლავს ორკარიანი და მითუმეტეს ავტომატი...
anano
ანუ, ოთხკარიან, მექანიკა....
მაშასადამე ძრავაც დიდი გენდომება... ეგრეა?
გამავლობის ამბავში ორკარიანს გირჩევდი, მარა მე თვითონაც არ მიყვარს და ოთხ კარიანი მყავს... ანუ მესმის შენი...
ბარემ ისიც თქვი, სამურაის ნაირი მჩატე მანქანებიც უნდა გამოირიცხოს თუ მაგენიც მოსულა
ოთხკარიანი უფრო მძიმე მანქანა გამოდის და ...
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 05 ივნ 2010, 17:34
Archil
4 კარიანი 2.0 ძრავზე არ წავა? მგონი რავი იოზე ოდნავ დიდია ხო? 2.0 ძრავი იოსთვის საკმარისია.
anano
აიფ, ქალაქგარეთ თუ აპირებ სიარულს, არავითარ შემთხვევაში 2კარიანი არ იყიდო, ჩანთა რომ ჩანთაა, იმასაც ვერ ჩატევ შიგ, მითუმეტეს თუ სალაშქრო ზურგჩანთით მოგიწია სადმე გასვლა

Keep Smiling...
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 06 ივნ 2010, 00:55
იოსთვის კიდევ შეიძლება 2.0 ძრავა, დანარჩებენისთვის უფრო მეტი სჯობია.
მცირე ძრავიანი ზედმეტი დატვირთვების გამო იმდენივეს წვავს, რამდენსაც დიდი ძრავა, ასე რომ მაგიც გასათვალისწინებელია
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 06 ივნ 2010, 09:32
Archil wrote:მცირე ძრავიანი ზედმეტი დატვირთვების გამო იმდენივეს წვავს, რამდენსაც დიდი ძრავა, ასე რომ მაგიც გასათვალისწინებელია
მართალია

ჩემი 1.8-იანი ცოტა უფრო მეტს წვავს ვიდრე იოს 2.0-იანი მოდელი
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 06 ივნ 2010, 17:04
anano
მექანიკის მოყვარული ადამაინი ვარ
საინტერესო და უცნაურია (ჩემთვის)

მე ავტომატიკის მოყვარული ვარ.
Archil
Naia
მეორეს მხრივ დიდი მოცულობის მქონე ძრავიანი რომ ზოგადად მეტს წვავს ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ანუ დიდი დატვირთვები თუ არ ექნება მანქანას აშკარად მცირე ძრავიანი სჯობს იმიტომ, რომ დიდ ძრავიანი ჩვეულებრივი დატვირთვის დროს უფრო მეტს დაწვავს, ვიდრე მცირე ძრავიანი. რამეს თუ მივქარავ - მითხარით.
ბენზინი ისეთი რამეა, რომ ჯიბის ამოცარიელება ეხერხება კარგად.

ასე რომ ...
საერთოდ, ჩემი აზრით, მანქანის მყიდველმა უნდა შეაფასოს თუ რისთვის უნდა ეს მანქანა. სად ივლის, რას ჩადებს შიგნით და ა.შ. მე სადღაც ერთი წელი თუ მეტი ვფიქრობდი მაგეებზე...
P.S. ჩემი 2.0 - იანი ჯერჯერობით 5-იანზე(თუ 10-იანზე ახალი სისტემით

) უძღვება ყველანაირ დატვირთვებს და ვნახოთ რა იქნება მერე.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 06 ივნ 2010, 18:53
anano
მე პირადად მექანიკის მოყვარული ვარ, მითუმეტეს ჯიპის, თუმცა ავტომატი და მექანიკა ორივე ერთნაერად კარგად დადის ცუდ გზებზე თუ საჭესთან კარგი მძღოლი ზის. 2-3 ჯერ ჯიპტურში თუ წამოხვალ ჩვენთან ერთად შენი მანქანით კარგ სკოლას გაგატარებთ და სრულად აითვისებ ჯიპის მართვას, მოგეხსენება ყველაფერი პრაქტიკით მოდის.
რაც შეეხება ძრავს, რათქმა უნდა რაც უფრო ძლიერია მანქანის ძრავი მით უფრო სასიამოვნოა მანქანის მართვა, გამავლობის ხარისხიც იზრდება, განსაკუთრებით მძიმე ტალახიან ნიადაგებზე, მაგრამ გასათვალისწინებელია საწვავის ხარჯი. თუ საშუალება გაქვს რომ 12 ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯო მაშინ უფრო დიდ ძრავიან მანქანაზე იფიქრე, თუ არადა მაშინ 2.0 იყიდე, დამიჯერე სრულიად საკმარისი სიმძლავრე აქვს, მითუმეტეს თუ მექანიკურს ფიქრობ.
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 06 ივნ 2010, 20:24
Makena wrote:anano
მე პირადად მექანიკის მოყვარული ვარ, მითუმეტეს ჯიპის, თუმცა ავტომატი და მექანიკა ორივე ერთნაერად კარგად დადის ცუდ გზებზე თუ საჭესთან კარგი მძღოლი ზის. 2-3 ჯერ ჯიპტურში თუ წამოხვალ ჩვენთან ერთად შენი მანქანით კარგ სკოლას გაგატარებთ და სრულად აითვისებ ჯიპის მართვას, მოგეხსენება ყველაფერი პრაქტიკით მოდის.
რაც შეეხება ძრავს, რათქმა უნდა რაც უფრო ძლიერია მანქანის ძრავი მით უფრო სასიამოვნოა მანქანის მართვა, გამავლობის ხარისხიც იზრდება, განსაკუთრებით მძიმე ტალახიან ნიადაგებზე, მაგრამ გასათვალისწინებელია საწვავის ხარჯი. თუ საშუალება გაქვს რომ 12 ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯო მაშინ უფრო დიდ ძრავიან მანქანაზე იფიქრე, თუ არადა მაშინ 2.0 იყიდე, დამიჯერე სრულიად საკმარისი სიმძლავრე აქვს, მითუმეტეს თუ მექანიკურს ფიქრობ.
:*
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 07 ივნ 2010, 09:10
Naia
"მართალია Smile ჩემი 1.8-იანი ცოტა უფრო მეტს წვავს ვიდრე იოს 2.0-იანი მოდელი"
მცდარი აზრია, და საიდან წამოვიდა ეს ლეგენდა ეგეც გამოვიძიე

))
anano
სიჩქარეთა კოლოფი არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე ხიდების მართვის მექანიზმი, რომლიც ზოგ მანქანას ხელით ერთვება, ზოგს კი ავტომატურად.
აცხა ღორებო

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 07 ივნ 2010, 09:15
მექანიკა- სწორი მიმართულებაა , თუ ბევრი ფულის გადაყრა არ გინდა საწვავში.
2.0 იანი ავტომატიკაც კი საგრძნობია, თუნდაც პატარა 2 კარიან მანქანაზე.
თუ რა თქმა უნდა სტანდარტული ხელფასი გაქვს: 600 - 800 ლარი.
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 07 ივნ 2010, 10:14
ლეონტი
მექანიკით ეკონომიის გასაკეთებლად კაი გამოცდილი მძღოლია საჭირო, ქალქში კი საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის მაინც მექანიკა, მე მაგალითად მექანიკაზე აღარსდროს არ გადავალ, არ მიღირს

აცხა ღორებო

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 07 ივნ 2010, 10:27
Naia
აი ეკრანის კოპია იმ საიტიდან რომელმაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა.
აქ არის მაგ ორი მოდელის შედარება, უბრალოდ ის ლეგენდა რომ 2.0 ნაკლებს ხარჯავს გავრცელდა იქიდან რომ ვინც შედარება გააკეთა, შეადარი 1.8 5 კარიანი (67 მოდელი) 2.0 3 კარიანს (76 მოდელი)
აცხა ღორებო

-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 07 ივნ 2010, 13:09
navigator
1.8 5 კარიანი მოდელი 67-ია?!
ჩემი 1.8 5 კარიანი 1998 წლის
H76W-ია.
მაგ შედარებაში ყველაზე დიდი ზღაპარი 7,7 ან 7,9 ლიტრის წვაა.
ისე, ქალაქში რამდენს წვავს შენი მანქანა?
ეკონომიის გაკეთებას რაც შეეხება, მექანიკაზე ეკონომიური სიარული არც ისე ძნელი ასათვისებელია, განსხვავებით ავტომატიკისგან (ჩემი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა). მე-2 წელია მე ავტომატიკაზე ეკონომიურად სიარულს ვერ მივაღწიე

Keep Smiling...
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 07 ივნ 2010, 13:32
ჩვენ 2 ჯიპი გვყავს, ორივე ნისან პატრული, ერთიდაიგივე მოდელი
ერთს 4,2 ძრავა აქვს, მეორეს 2,8, ორივე დიზელზეა
და 4,2-იანი წვავს 11 ლიტრას, 2,8-იანი 12-13 ლიტრას, თან ტრასაზე ისე ვერ ქაჩავს როგორც 4,2-იანი. მძიმე მანქანაა და გაწევა უჭირს 2,8-იანს.
რავ 4 ძალიან ჯაყჯაყა მანქანაა, ცოტა ხანი ვიარეთ 2კარიანით და ტირკმელები აგვატკივა

სუბარუ ფორესტერიც გვყავს და ამაზე საშინელება არ მინახავს რა, თან ექსპლუატაციაც ძალიან ძვირი ჯდება
-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 07 ივნ 2010, 13:50
paata_
ჩემი ოცნებაა ნისან პატრული ოღონდ 4,2 მატორით