Post
by Archil » 09 აგვ 2009, 03:15
gion
ნუ გიკვირს მაგ ზურგჩანთების, ჩვენ მასე დავდივართ და მალე შენც მასე ივლი, გასაკვირი არაფერია.
ანუ როგორ იწყება...
გამოცდილება მერე მოდის და ძველად თუ რაღაცას დებდი ზურგჩანთაში, მერე იძახი ეს რაღა ჯანდაბად მინდაო...
ანუ
პირველ დღეს ზურგჩანთას მაგრად გრძნობ, გამძიმებს, ვერ დადიხარ, ხელს გიშლის აშკარად სიარულში.
მეორე დღე უმჯობესია დილიდანვე იგრძნო ზურგჩანთა მხრებზე, თორემ შუადღეზე თუ მოიიდე,უფრო გაგიჭირდება.. დღის ბოლოს უკვე ეჩვევი ზურგჩანთას, თუ ქამრები მხრებს გტკენდა, მაგასაც უკვე ეჩვევი და არა უჭირს რა.. თუმცა მაინც გრძნობ.
მესამე დღეს უკვე საჭმლის ნაწილი შეჭმულია, ეს კაია, რადგან ზურგჩანთა შემსუბუქდა და ეს ფსიქოლოგიურ სტიმულს გაძლევს (თორემ 2-3 კილო რა ბედენაა). ზურგჩანთას უკვე ვეღარ გრძნობ ზურგზე, ზოგჯერ ხელსაც იკიდებ, არის ადგილზე თუ არაო..
მეოთხე დღეს უკვე სხვებს ეხმარები ზურგჩანთის წაღებაში, შენსას ვეღარ გრძნობ თუ საერთოდ რაიმე წონა აქვს, მარა გახსოვს რომ ზურგჩანთა გაქვს..
მეხუთე, მეექვსე და ასე შემდეგ...
შარვალი რომ გაცვია, მაგის წონას ხომ ვერ გრძნობ? ანდა ჩექმისას? მასე ხდება ზურგჩანთაც. უკვე დაჯდომისას აზრადაც არ მოგდის რომ მისი მოხსნა საჭიროა, უკვე ისე გაქვს მიჩვეული. ქამრები სწორად გაქვს მოჭიმული და ტანზე კარგად გადგას. ზურგჩანთა შენი ნაწილი ხდება, საგნებს ზურგჩანთის მოუხსნელად იღებ...
და ასე შემდეგ...
ლაშქრბის დასრულების მეორე დღე..
გრძნობ რომ რაღაც გაკლია, მხრებში მოღუნული დადიხარ და წონასწორობის ცენტრი დაკარგული აგქვს. რაღაცა არის, რაც აკლია შენ სხეულს
ეს შენი ზურგჩანთაა !!
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
