თბილისის ომის წლები გამახსენდა
როცა თითქმის მთელი თბილისი ტყავის ტყაპუჭით, შავ ფერებში გამოწყობილი დადიოდა, მაშინ ჰალსტუხით დავდიოდი თბილისის ქუჩებში. გარკვეულწილად ეს პროტესტი და მოწოდება იყო თანამოქალაქეების მიმართ, რომ ცხოვრების სხვანაირი წესი არსებობდა და ამ წესით უნდა გვეცხოვრა.
მას მერე ბევრმა ჩამოიკიდა ჰალსტუხი. მათ შორის ბევრმა ტყაპუჭიანმა. დამკვიდრდა ცხოვრების წესი, რომელსაც იმ ფალსტიხით მხარს ვუჭერდი, ამიტომაც უკვე კაი ხანია ჰალსტუხი აღარ გამომიყენებია აქტიურად, ოფიციალურ შეხვედრებზე მხოლოდ.
საქართველოს იმ კუთხის მონახულებაც გარკვეულად მაგგვარი რამე იქნებოდა ჩემთვის. წავიდეთ და ვანახოთ, რომ საკუთარი მიწის მონახულება, მისი პატრონობა ჩვენ გვაბარია და ამას გაკეთება უნდა.
ყელიწადზე ნაკლებად ვაპირებდი წასვლას და ამ დამოკიდებულების გამო ჯინაზე შეიძლება წავიდე
ქართულ მიწაზე ფეხი დავდგათ და ვანახოთ მტერსა და მოყვარეს, რომ საკუთარ მიწაზე სიარულის სურვილი კვლავაც ჩვენი მოვალეობაა.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
