Page 3 of 3

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 09:40
by navigator
Nika
უკან დაბრუნება GSM ტრეკერითაც შეიძლება, მარტო ეგრე GPS-ის გამოყენება ტოლფასია ფოტოაპარატით ლურსმნების ჩარჭობისა.

მაშინ არის ესეთი ვარიანტიც
ძალიან მარტივი GPS, ყოველგვარი რუქებისა და მეხსიერების გარეშე, მხოლოდ მცირე ეკრანით სადაც აჩვენებს მიმდინარე მონაცემებს და ქაღალდის რუქით. + BT მოდულით რომ სურვილის შემთხვევაში რამე მიუერთდეს.

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 09:50
by navigator
თავად ბლუტუს ტრანსივერის დამატება ნებისმიერ მოწყობილობას აძვირებს მაქსიმუმ 15-20$-ით მაგრამ სამაგიეროდ უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა.

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 10:04
by navigator
აი ერთი მაგალითი
http://cgi.ebay.com/FORTUNA-GPSmart-BT- ... dZViewItem

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 10:11
by navigator
აი ერთი საინტერესო საიტი
http://www.mobilecrossing.com/
და საინტერესო სიახლე - COMPACT FLASH GPS :)
http://www.mobilecrossing.com/products/cf/index.aspx

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 11:12
by Nika
navigator
უკან დაბრუნება GSM ტრეკერითაც შეიძლება, მარტო ეგრე GPS-ის გამოყენება ტოლფასია ფოტოაპარატით ლურსმნების ჩარჭობისა.
დაგანახებ ჩემ GPS-ზე მაგ Trackback ფუნქციას. GSM ტრეკერი სამწუხაროდ არ ვიცი რა არის :oops: მარა არა მგონია რო მიდიხარ მაგ დროს ისრით განახებდეს ახლა მარჯვნივ მოუხვიე, ახლა მარცხნივ და ტან როცა მაგარი მოსახვევია ეკრანზე გიწერდეს ფრთხილად მაგარი მოსახვევია ;) და კიდე ტრეკს თუ აცდი რამდენი მერტი გაქ off course. პლიუს ამას მიმდინარე საშუალო სიჩქარით რამდენი დრო დაგჭირდება რომ დანიშნულების ადგილზე მიხვიდე.

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 11:16
by Nika
navigator
აი ერთი მაგალითი
მშვენიერი რამეა ფუნქციების მიხედვით. ახლა ხელში რო დაიჭერ რა იქნება კაცმა არ იცის მარა ტრეკები (route-იგივეა პაჩტი) აქვს. waypoint-ები აქვს. BT აქვს. ნუ რავი ალბათ უბრალოდ ჩინურია და დაბალი ხარისხის თორე ეგრე იაფი რაზე? თუმცა ვნახოთ სადამდე ავარდება კიდო ფასი.

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 11:37
by navigator
Nika
ეგ უბრალოდ ძველი მოდელია და იმიტომაა იაფი, მგონი ეგ არის პირველი მოდელი რომელსაც BT ჩაუყენეს.
თან ეგ იბეიზეა 20$-ად, ხვალ გაიყიდება ალბათ და ვნახოთ საბოლოო ფასი სადამდე ავა. ალბათ მაქსიმუმ 40-50$-მდე.

არის კიდე ე.წ. დვოიკები, სპეციალიზირებული GSM iMate თუ რაღაც მაგვარი, მხოლოდ ტრეკინგის პროგრამებით და GPS BT მოდული GPS პირდაპირი კონექტორით. სხვათა შორის არც ისე ძვირია ორივე ერთად.

ისე ვინმემ ხომ არ იცით რამდენად მნიშვნელოვანია არხების რაოდენობა, არის 8,12,16 და მეტ არხიანები (ანუ ამდენ სატელიტს უყურებენ ერთდოულად) როგორც ვხვდები ეგ პოზიციონირების სუზუსტეს განსაზღვრავს, მარა რამდენად?

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 11:56
by Nika
navigator
ნაღდად ვერ გეტყვი ზუსტად. მარა რეალურად ჩევნს თავზე 5-6 თანამგზავრზე მეტი არ მინახავს. გუშინ სიონზე რო ვიყავი რაღაც მოხდა და 9 ტანამგზავრი დაინახა ერთდრუოლად GPS-მა. ისე კიდე 3-4 სავსებით საკმარისია რომ ნორმალურად იმუშაოს. უბრალოდ როცა ცოტას ხედავს უცებ რომელიმე რო დაკარგოს შეიძლება გაუჭირდეს წერტილის დადგენა. ბევრი როცაა მაშინ ეგ პრობლემა არაა. ხო კიდე ერთი. რეალურად მოგეხსენება ცდომილება 15 მეტრია. მარა გარმინი ამტკიცებს რომ 5-6 თანამგზავრი როცა არისო ჩემი GPS-ების სოფტი 5 მეტრამდე სიზუსტეს გაძლევენო. ჩემის ეკრანზე მართლაც 5 მეტრი ხშირად წერია მარა სიზუსტე ამ დროს მართლა 5 მეტრია თუ არა ძნელად სათქმელია.

GPS

Posted: 04 ოქტ 2005, 10:11
by navigator
FORTUNA GPSmart BT BLUETOOTH GPS RECEIVER &LCD DISPLAY
Winning bid: US $80.56

GPS

Posted: 04 ოქტ 2005, 10:58
by Kakha
Nika

navigator
თორმეტარხიანი ჯპს-ი ახლა სტანდრტულად ითვლება. მიმოხილვებში წერენ, რომ ნაკლებ არხიანები არ უნდა იყიდო.

GPS

Posted: 04 ოქტ 2005, 13:46
by Nika
აგერ რეალური ფასებია.

http://search.ebay.com/garmin-etrex_W0Q ... QQsbrsrtZl

GPS

Posted: 04 ოქტ 2005, 14:30
by navigator
Nika
სანამ არ გაიყიდება ფასის ნახვას აზრი არა აქვს, აგერ გუშინ რომ 20$ ეწერა, 80$-ად გაიყიდა. ეგ ხომ აუქციონია.

GPS

Posted: 04 ოქტ 2005, 15:59
by Kakha
navigator

ვერ დაგეთანხმები. e-bay-ზე ხშირად მითითებულია buy now ფასი. ცხადია აუქციონის ფასი მასზე მეტი არ იქნება და ჩემი გამოცდილებით საკამოდ უახლოვდება ხომე მითითებულ ფასს. საქმე ცატა სხვაგვარადაა, როცა ნახმარი საგნები იყიდება, აქ საბოლოო ფასის გამოცნობა მართლად ძნელია, მაგრამ აქაც ცხადია, რომ buy now-ს ფასზე გაცილიებით ნაკლები იქნება.

GPS

Posted: 04 ოქტ 2005, 16:10
by navigator
Kakha
ეგ კი მარა უხმარის ყიდვა რამდენად გამართლებულია, საქმე იმაშია რომ მაგის აქ ჩამოტანა საკმაოდ რპობლემური და ძვირი სიამოვნებაა, მაგას დავუმატოთ საბაჟოზე გადასახადები და ეგრე შეიძლება ფასი მოსკოვის ფასზე მეტი გამოვიდეს საბოლოო ჯამში.
ამიტომ რეალური ნახმარის და ძალიან იაფის ყიდვა რომ საბაჟო გადასახადიც ნაკლები იყოს, გამოგზავნის დაზღვევაც იაფი იქნება და საბოლოო ფასიც კაი გამოვა.
მე მეორე ვარიანტი მაქვს, კანადაში მეგობარია, გამოვაწერინებ და ჩამომიტანს, მარა ეგ მომავალ წლამდე ვერ მოხერხდება.