როცა ჩნდება პირველი სამედიცინო დახმარების საჭიროება მთავარია
1. არ ჩავვარდეთ პანიკაში
2. არ გადავაადგილოთ მძიმედ დაშავებული გარდა იმ შემთხვევისა როცა დაზარელებულს ჭირდება სუფთა ჰაერი ან მისი ადგილზე დატოვება გამოიწვევს მის შემდგომ დაზიანებას
3. გულდასმით შეატვალიერეთ დაზარალებული
4. თუ საჭიროა დაუყოვნებელი ზომების მიღება სიცოცხლის გადასარჩენად(ხელოვნური სუნთქვა , სისხლდენის შეჩერება, შხამის გამოწოვა და ა.შ.) ზედმეტი ფიქრის გარეშე გაუწიეთ მიზანმიმართული დახმარება მეტი ფიქრი მეტ პრობლემას შეგიქმნით
5. შეეცადეთ გამოიძახოთ დახმარება
ეხლა იმ აუცილებელი ნივტების სია რაც უნდა თან ქონდეთ ლაშქრობაში
1. წყალბადის ზეჟანგი - რაც მეტი მით უკეთესი მინიმუმ 100 მლ 10 კაცზე. მისი მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი ჭრილობის დამუშავება
2. იოდი - საკმარისია 1-2 ქილა (აფტიაქის ქილაზეა ლაპარაკი ..... ) მისი მეშვეობით მუშავდება კანი ჭრილობის გარშემო. ასევე შეიძლება სპირტის და არყის გამოყენება
3. სტერილური ბინტი - მინიმუმ 2 ერთი ფართე ერთი ვიწრო ვიწრო გამოიყენება თითებისთვის ფართე ყველაფერი დანარჩენისთვის თუ ვიწრო არ გაქვთ შეგიძლიათ ფართე გაჭრათ
4. ელასტიური ბინტი აქ მრავალი სახის გამოყენება
5. სტერილური სალფეტკი ( მარლის) - რაც შეიძლება მეტი შეიძლება ბამბის მაგივრად გამოყენება ნებისმიერ ადგილას.
6. ლეიკო პლასტი (სამედიცინო) - უმჯობესია ფერთე თუ საჭიროება მოითხოვს გავჭრით
7. ბაქტერიოციდული ლეიკოპლასტი - რაც მეტი მით უკეთესი აქვს მრავალი ახის გამოყენება და თავის საქმეს კარგად აკეთებს
8. აქტირუი ნახშირი - 60-80 ტაბლეტი . გამოიყენება მოწამვლის შემთხვევაში.
9. ფაღარატის საწინააღმდეგო ტაბლეტები ( სასაცილო ნამდვილად არ არის:)))))))
10. თვალის წვეთები მიიღება თალის ნებისმიერი დაზიანების დროს
11. ანტი ალერგიული საშუალება - გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს განსაკუთრებით ძლიერი სიწითლის და დასიების შემთხვევაში. აუცილებელია მივიღოთ განსაკუთრებით კისრის სახის და ენის არეში კბენის შემთხვევაში.
12. ტკივილგამაყუჩებელი - შეიძლება პარაცეტამოლი 500მგ. ხსნის სუსტ ტკივილს. კეტანავუ ( 4 ცალი დღეში) ხსნის ძლიერ ტკივილს. ან შეიძლება 3-4 ამპულა კეტანოვუ ან კეტალონგ-დარნიცა + 5 შპრიცი
13. დამწვრობის საწინააღმდეგო რაიმე მაზი ( ეროვნული ან არაეროვნული წარმოების

)
14. კარვალოლი - პრეპარატი გულისთვის20-40 წვეთის მირება აწყნარებს. ხსნის ტკივილს მუცლის არეში
15. მაზი დაჟეჟილობისთვის
16. პინცეტი მაკრატელი ნევსი ძაფი
17. ანთების საწინააღმდეგო რაიმე პრეპარატი
მემგონი ასე თუ ისე სრულად ჩამოვაყალიბე თუ რამე გამომრჩა დაამატეთ. იმედია არავის დაგჭირდებათ ამ ყველაფრის გამოყენება. მაგრამ მერწმუნეთ ჯობია ქვქონდეს და არ დაგვჭირდეს ვიდრე არ გვქონდეს და დაგვჭირდეს
გავაგრძელოთ პირველადი დახმარების თემა შევეცდები დავწერო როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ შემთხვევებში და რა მცენარეული საშუალება შიეძლება გამოვიყენოთ