anano
მანქანის არჩევის დროს გააჩნია რა ამოცანა დგას შენს წინაშე. სად გინდა რომ იარო, რამდენი ბენზინის წვას აიტანს შენი ჯიბე და ა.შ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს(განსაკუთრებით ქალებისთვის) მანქანის გარეგნობას, სალონის ნიუანსებს და ა.შ. ქალისთვის ალბათ რავ4 და იო უფრო მისაღები უნდა იყოს. თუმცა არც მე ვიტყოდი უარს.
ისე რამდენი გილაპარაკიათ, რამდენი მანქანა მიმოგიხილიათ და Subaru Forester არც კი გიხსენებიათ...

არა და სრულიად უსამართლოდ... იმიტომ, რომ საკმაოდ საინტერესო მანქანაა. მე მყავს და მართალია ჯიპტურები არ მიტაცებს და არ დავდივარ, მაგრამ რამოდენიმეჯერ მოვხვდი ასე თუ ისე ექსტრემალურ გარემოში და თავი არ შეირცხვინა. მე(და ჩემი ოჯახიც) ძალიან კმაყოფილები ვართ.
სხვა ინფორმაცია:
- დაახლოებით CRV-ს, IO-ს, RAV4-ის კლასის მანქანაა. სულ ოდნავ დაბალი კლირენსით.
- ღირს უფრო იაფი, ვიდრე ზემოხსენებული პიპიები.
- ნახევრად ჯიპის კვალობაზე ბევრს არ წვავს.
- სადამდეც კლირენსი ეყოფა ერევა დაბრკოლებებს.
- ნამდვილი უნივერსალია: გინდა იგაზავე, გინდა ოჯახის მანქანად გამოიყენე, გინდა გზიდან გადაუხვიე.
- გამძლეობაზე ლეგენდები დადის. იაპონია და ა.შ.
- მართალია ნაწილები ძვირი ღირს, მაგრამ იხილე წინა პუნქტი.
- ჩვენთან შეკეთება უკვე აღარ არის პრობლემა.
- აქვს თვისებური დიზაინი, რომელიც არა მგონია, რომ ქართველ გოგოებს მოსწონდეთ. ყოველ შემთხვევაში მე აქ გოგო ფორესტერის საჭესთან არ მინახავს...
აი ჩემი ნაცარა:

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია