შენს მიერ მითითებულ მარშრუტზე პაჯეროს გამავლობას რაც შეეხება, ქეთომ უკვე გაგცა სწორი პასუხი. ყველა მარშრუტი გავლილი მაქვს ჩემი პაჯეროთი, გარდა კლდეკარისა და ომალოსი.
ადრე, ოფროუდერებს ვკითხე ომალოს შესახებ. მერე მე თვითონაც წავედი თუშეთში (ოღონდ სხვა მანქანით) და პაჯერო იო ასვლით ავა, მაგრამ როგორ მდგომარეობაში ჩამოვა იქიდან რთული სათქმელია

თბილისი-როშკა-აბუდელაურს რაც შეეხება, მანქანით შეგიძლია ახვიდე როშკამდე (ოღონდ მანამდე უნდა გაარკვიო როშკა-კორშის მონაკვეთი ჩახერგილი ხომ არაა), როშკაში ღამე გაათიო (იქ სასტუმრო არ არის. ერთადერთი ადგილობრივი თუ შეგიფარებს. თუ არადა კარავი და მისი ჯანი

მეორე ვარიანტიცაა: ზუსტად არ მახსოვს, მანქანით რა დრო დასჭირდა როშკაში ასვლას, მაგრამ დილით ადრე რომ გახვიდე, შუადღისთვის უკვე როშკაში იქნები. დაისვენებ და ტბებზე წახვალ. ღამეს ტბებზე გაათევ, დილით როშკაში დაბრუნდები და ნაშუადღევს თბილისში გამოემგზავრები (თუ რა თქმა უნდა, ფეხით სიარულის შემდეგ მანქანის მართვის თავი გექნა
