Page 2 of 2

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?

Posted: 18 თებ 2010, 20:53
by UTUFURS
Tamari-ch.
ფრესკების გადასაღებად რომელი ჯობია?
გააჩნია რამდენად შორს იქნები ფრესკიდან. :)

აი ეს ყინწვისია გადაღებული 18-55-ით.
იატაკის დონიდან 10-15 მეტრის დაშორება.
Image

55-200 ჯერ არ მქონია საშუალება გადამეღო.

სავარაუდოდ უკეთესი იქნება.

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?

Posted: 18 თებ 2010, 23:35
by Giorgi Bagrationi
ფრესკების გადასაღებად 18 მმ-იანი აჯობებს, რადგან, როცა გინდა მთელი კომპოზიცია ჩაატიო, განსაკუთრებით მცირე ზომის ეკლესიებში, ჯობია, რომ ფართოკუთხიანი ობიექტივი გქონდეს და "შუქისძალაც" (ობიექტივის გამჭვირვალობაც) მეტი ჰქონდეს (ეს მონაცემიც ობიექტივებს აწერია). შესაბამისად ნორმალური შტატივიც გამოგადგება. ხოლო, თუ ხელით იღებ მაშინ რაც უფრო დიდი ISO ექნება შენ აპარატს, მით უფრო დიდ სიჩქარეზე შეძლებ გადაღებას და "გადღაბნასაც" აარიდებ თავს.

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?

Posted: 11 მარ 2010, 14:28
by Makena
Tamari-ch.
18-200 მმ. ზედა ზღვარი უფრო დიდიც შეიძლება.
მე ტამრონი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ.