Page 2 of 2

რა ვნახო ერევანში

Posted: 02 ოქტ 2009, 15:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
Duckling
შესანიშნავ კონცერტზე მიდიხარ.
ნამდვილად ისიამოვნებ.
მე თუ მკითხავ, ერევანი 1 დღის ტურისტული ქალაქია.
meore monadireმ კგ რჩევები მოგცა.
თუმცა, შეიძლება, არაფერი ნახო, მაგრამ ფარაჯანოვის მუზეუმი კი აუცილებლად უნდა ნახო.
თბილისურ სურნელსა და ბროწეულებს შეხვდები.

თუ დრო დაგრჩა, ცენტრშივეა ბაზარი, სადაც სომხური ჩურცხელა, სუჯუკი, ლავაში და ბასტურმა იყიდება.
იქვე ახლოს კიდევ 1 ბაზარია, სადაც სუვენირები იყიდება.
კეთილი მგზავრობა.
ჰო, თუ მატარებლით მიდიხარ, სევანის ტბაზე გასეირნებას ან "ახტამარას" ტაძრის ნახვას ვერ მოასწრებ.
ერევნის ჰავა თბილისისაზე 3-5 გრადუსით ცივია.

რა ვნახო ერევანში

Posted: 02 ოქტ 2009, 16:00
by Duckling
GAMARJOBA SAKARTVELO
არა, მანქანით მივდივათ. ასე რომ მგონი სევანსაც მოვასწრებთ,
ფარაჯანოვის მუზეომსაც ვნახავთ, პატარა სია ჩამოვწერე აქ მოცემული რჩევებით და ერევანში წავიღებ რამე რომ არ გამომრჩეს

:)

რა ვნახო ერევანში

Posted: 03 ოქტ 2009, 00:04
by z g a r b i
უი მანდ მიდიხარ? მეც ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე :roll:
Jethro tull-ზე ვიყავი და იქ უფრო იაფი ღირდა ბილეთები რატომღაც..
ჩირი აქვთ კიდევ კარგი.

ხო, ფარაჯანოვი აუცილებლად :)
დაწერე მერე რა რეები დაუკრეს და როგორ :P

რა ვნახო ერევანში

Posted: 03 ოქტ 2009, 12:18
by Duckling
z g a r b i
ხო ჩვენც 21$-იანს ვიღებთ, ყველაზე იაფი ეგაა. 41-იანი მინდოდა ამფითეატრის 1 რიგია მაგრამ დიდი განსხვავება არააო და ...


დავწერ აუცილებლად :) ცნობილ ჰიტებს იმღერებნ და პლიუს ახალი ალბომიდანაც.


მარტო lady in black-ის გამო ღირს მანდ წასვლა :)

რა ვნახო ერევანში

Posted: 03 ოქტ 2009, 22:06
by z g a r b i
ჰო, არაა ნამდვილად.. მაღლიდანაც მშვენივრად ჩანს და ისმის :)
როგორ იმღერებენ ეგაა საქმე, სიბერე თუ არ შეეტყობა ნამღერს :P

ნაყოფიერი მოგზაურობა :wink:

რა ვნახო ერევანში

Posted: 04 ოქტ 2009, 01:59
by Moqandake
Duckling
აიღეთ უკვე ბილეთები? გააქვთ ადგილი რომ შემოგიერთდეთ ?

რა ვნახო ერევანში

Posted: 05 ოქტ 2009, 15:20
by Duckling
z g a r b i
:) აბა დავწერ რომ ჩამოვალ შთაბეჭდილებებს

Moqandake
პმ მოგწერე
:)

რა ვნახო ერევანში

Posted: 06 ოქტ 2009, 11:08
by Iako.
ერევნის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ფარაჯანოვის მუზეუმია.
რა სამწუხაროა, კაცი თბილისზე აფანატებდა და მისი მუზეუმით ერევანი ვაჭრობს :(
რა ხალხი ვართ ჩვენ ვერ გამიგია რააა:(

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 ოქტ 2009, 20:39
by Duckling
ჩამოვეით :)

იუარია ჰიპი ძააალიან მაგარი იყო. ვიდეოების ხარისხი ცუდია. შორს ვიჯექით.

lady in black
http://www.youtube.com/watch?v=bLrbUHahiyQ



July morning
http://www.youtube.com/watch?v=jyc-PKYLZG0



:) თვითონ ერევანში ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარით რადგან შაბათს დავბრუნდით თბილისში.
ვნახეთ ფარაჯანოვის მუზეუმი და ძალიან შთამბეჭდავია. ამ პიროვნებაზე კიდევ და კიდევ უფრო მეტის გაგება მომინდა და სხვა ფილმების ნახვაც.
ძალიან საინტერესო იყო.

ვიყავით ეჩმიაძინში. ზარების რეკვა იყო იქ ძალიან ლამაზი და მელოდიური. სასულიერო პირებს განსხვავებული ჩაცმულობა აქვთ.

ბაზარშიც ვიყავით :) ვიყიდე რაღაც ტკბილი და გემირელი.
ჰავა როგორც გოგამ თქვა ეგრე იყო, თბილისზე რამოდენიმე გრადუსით უფრო სიცივე.

მინერალურ წყალს რომ ვყიდულობდით და ვიკითხეთ როგორიაო გვითხრეს აი როგორც თქვენი ბორჯომი ოღონდ რა თქმა უნდა უკეთესიო :) :) არ იყო უკეთესი :)

ცენტრში ლამაზი შადრევანია. მანქანების მოძრაობა უფრო მოწესრიგებულია ვიდრე ჩვენთან, თუმცა მილიციელები ისეთი ჰყავთ ჩვენები გამახსენდა 90-იან წლებში. ნაცრისფერი ფორმებით და ხელზე ფულის აღება.
საკვები მე რადგან ხორცს არ ვჭამ მაკდონალდსის მსგავსი საკვები პუნქტის კარტოფილით და ყველის პიცით დავკმაყოფილდი.
რამოდენიმე სურათსაც დავდებ...

ფარაჯანოვის მუზეუმში
Image

Image

Image

Image

Image

ეჩმიაძინი

Image

Image

შადრევანი ცენტრში
Image

რა ვნახო ერევანში

Posted: 19 ოქტ 2009, 11:56
by z g a r b i
Duckling

ვიდეობს ვუყურე და იქ მომინდაა!! :?
ვააააააჰ :? :?

მაგარია!!

რა ვნახო ერევანში

Posted: 19 ოქტ 2009, 12:37
by Duckling
z g a r b i
ხოო ისეთი მუხტი იყო ისეთი.....

მთელი დარბაზი აიყოლია.
Lady in black-ზე სუნთქვა შემეკრა....
ვიდეო რომ ცუდი ხარისხისაა ცუდია მაგრამ არაუშავს, მაინც დაგვრჩა და ბილეთებიც შევინახე სამახსოვროდ :)