Page 2 of 2

როგორ მოვიქცეთ ავტოგასვლებისას?

Posted: 01 მარ 2010, 02:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
"ავტოგასვლებამდე მძღოლი საკუთარი მანქანის გამართულობაში უნდა დარწმუნდეს.
თუ საჭიროა, ხელოსანთან მივიდეს. დააკვირდეს საბურავებს, რამდენად ვარგისი და შესაფერისია გასავლელი გზისთვის.
შეამოწმოს ზეთი. მოიმარაგოს საწვავი და ა.შ. ტექნიკურ საკითხებზე ჩანაწერები გააკეთოს პირად დღიურში "
-
ამბობს ავტომაყვარულთა ბრაზილიური კლუბის დამაარსებელი და მრბოლელი რიკარდო პონტო.
"ეს ყველფერი ელემენტარული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ბევრი მძღოლი არაფრად დაგიდევთ.
ხშირად ისეთი შეუფერებელი საბურავით წამოსულან, რომ მათ მიზანსწრაფულობაში ეჭვი შემიტანია.
ზოგჯერ მძღოლი არასაკმარისი საწვავითაც გადგომია გზას, რაც პროფესიონალიზმს არ შეეფერება".
აქვე დავძენ, რომ ეს კაცი "ტოიოტას" დიდი მოყვარულია.
საქართველოს რთულ გზებს, იმედია, ბრაზილიელებიც დალაშქრავენ