mika
დიდი მადლობა ! დინამოს სტადიონთან თუ იყო კარვები, არ ვიცოდი ! გავივლი აუცილებლად. შენი შეწუხება ნამდვილად არ მინდა.
$150 მიცემას კარავში არანაირად არ ვაპირებ ! მაქსიმუმ 120 ლარი შემიძლია გავიმეტო მაგ საქმისათვის. მეტს უბრალოდ ვერანაირად ვერ შევაგროვებ, თორე გამეტებით კი გავიმეტებდი რამენაირად.

მინდა, რომ კარავი რომელსაც შევიძენ, იყოს პატარა, 2-3 კაციანი. 2 კაციანი სავსებით საკმარისი იქნება. ეს კარავი უნდა იყოს მსუბუქი. ხოდა მინდა, რომ ეს კარავი რაც შეიძლება გამძლე იყოს სტიქიის მიმართ ! მესმის, რომ ასეთ ფასში კარგ კარავს ვერ ვიყიდი, მაგრამ მინდა, რომ ამ ფასში რაც კარვებია, იმათ შორის საუკეთესო ავარჩიო.
მე მაქვს ნანახი დანიურ სახლში დაახლოებით ისეთი კარავი, როგორიც ზემოთ აღვწერე.
+ -ები: სიიაფე (80 ლარი !); სიმსუბუქე (ალბათ 2 კგ!!!)
- -ები: წყალს ატარებს (400 მგ); არ ვიცი რამდენად გაუძლებს დროსა და სტიქიას; დიდია(4 კაცი თავისუფლად მოთავსდება)
წვიმასთან დაკავშირებით პრინციპში პრობლემა მოხსნილია: პარკს გადააფარებ და მორჩა.

პარკი ისე უნდა გადაეფაროს, რომ ჰაერაცია იყოს და არ გაიგუდო.

ანუ ფაქტიურად წყალს თუ ატარებს კარავი - ეგ ჩემთვის პრობლემა არაა ! მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ჩემთვის მთავარია:
1) მალე არ დაიხეს მატერია და კარკასიც რაც შეიძლება გამძლე იყოს
2) ბევრ ადგილიანი არ მინდა არაფრისდიდებით !!! მაქსიმუმ 3 კაცი უნდა ეტეოდეს !
3) რაც მსუბუქი იქნება, მით უკეთესი. ისე 8 დღიან ლაშქრობაში 7 კილოიანი კარვით ვარ ნამყოფი და დანახვისზეც ვარ ასული. ასე რომ სიმძიმე დიდი პრობლემა არაა.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია