აქ მეორე საფრთხეა.popins wrote: ჰოდა მაგიტომაც არ ვიცილებ ჩემს გეგას,ჯერ ჩემთვის მინდა და მერე სამყაროსთვის:)
მშობლები მართლაც თავისთვის ზრდიან ბავშვს, და რომ წამოიზრდება და დამოუკიდებლობის დრო მოუვა, ორთავეს პრობლემა აქვს , მშობელსაც და ბავშვსაც.
უბრალოდ, სულ პატარაობიდანვე ბავშვს სითბო, ყურადღება და აღზრდა, რაც თავისთავად დროის და შრომის გაღებას გულისხმობს, შეძლებუისდაგვარად არ უნდა მოაკლდეს.
და მიზანი უნდა იყოს არა მშობელზე დამოკიდებული არამედ დამოუკიდებელი , სოციალურად , ფიზიკურად და მენტალურად ჯანსაღი ადამიანის ჩამოყალიბება.
პაისი მთაწმინდელი ამბობდა,
სანამ ბავშვი გეყოლება ხარ დამოუკიდებელი, როცა გეყოლება უკვე შენი მიზნები უკანა პლანზეა, და მთავარია ბავშვის აღზრდა.
ეს ღვთისგანაა ,და ვინც ამას გაექცევა, ღვთისგანვე დაისჯება.
რადგან უფლისგან ნათქვამია, ვინც მცირეთაგანი შეიწყნარა, იმან მე შემიწყნარა.
