Page 2 of 3

GPS

Posted: 28 სექ 2005, 16:43
by Nika
Kakha
ხო ფასები უფრო ნორმალურია ვიდრე გარმინის დილერთან მარა მაინც ძვირია ცოტა.

GPS

Posted: 28 სექ 2005, 16:52
by navigator
მოსკოვის ფასების მაგალითები, ფრჩხილებში ჯელოენდის ფასებია

Etrex Summit - 213 (315)
Etrex Venture - 176 (235)
Etrex Legend - 225 (275)
Etrex Vista - 273 (415)
Etrex Vista C - 388 (620)
Rino 120 - 269 (405)
Rino 130 - 370 (540)
...
ფასები აღებულია Price.ru-დან

GPS

Posted: 30 სექ 2005, 14:57
by navigator
მოდით ჩამოვთვალოთ GPS BT + SmatPhone/PDA-ს პლიუსები (ცხადია პლიუსი უამრავია მაგრა მე პრაქტიკულ პლიუსებზე შევჩერდები)
იმის გამო რომ SmartPhone-ც და PDA-ც ფაქტიურად კომპიუტერია შესაძლებლობები შეუზღუდავია, მთავარია იდეა იყოს რამე.

1) რუკების და დამხამარე ისნტურმენტების შეუზღუდავი რაოდენობა.
2) სურათის გადაღებისას სმარტფონით, ავტომატურად ფიქსირდება გადაღების ადგილი და შემდეგ შესაძლოა კარგად დოკუმნეტირებული მარშუტის გაკეთება.
3) ხმოვანი შენიშვნების დამატება მარშუტზე.
4) ერთი GPS BT მოდული შეიძლება რამდენიმე სმარტფონთან დაკონექტდეს და რამდენიმე მოლაშქრეს ექნება წამოღებული სმარტფონი.
5) რაც უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს თავად GPS მოდულს მით უფრო ძვირია იგი, კაი "ნავაროტკებით" უკვე 400$-მდე ადის მაშინ როცა უბრალო GPS+SmatrPhone მთლიანად ჯდება 400$ და ეს შეუზღუდავი შესაძლებლობების დროს.

მინუსებად დასახელებული იყო ის რომ 2 მოდულია სატარებელი, მარა მობილური თითქმის ყველას დააქვს ისედაც ყოველთვის, ხოლო GPS BT მოდული ბევრად პატარაა ზომაში ვიდრე GPS თავისი ეკრანით და მთელი ამბებით.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 15:09
by Kakha
წყალთან რა ურთიერთობა აქვს smart-phone-ს. ვთქვათ წყალში ჩაგივარდა ან მაგარ წვიმაში მოყევი. გარდა ამისა რამდენად დარყმა გამძლეა.

ცხდია არავინ დაიწყებს ტელეფონის სპეციალურად წყალში ჩაგდებას ანდა ლოდზე დაცემას, მაგრამ ლაშქრობის დროს რა არ ხდება.

რამდენადაც ვიცი (მე თავად ჯპს-ი არ მაქვს) ჯპს-ები წყალში ტივტივებს და დაახლოები ნახევარ საათს უძლებს წყალში ყოფნას და დარყმასაც შედარებით ნორმალურად იტანს.

ისე, თუ მობილურის გამოცვლა გადავწყვიტე ალბათ სერიოზულად ვიფიქრებ სმარ-ფოუნზე. რაღაცა ნამეტანი ბევრი რამე შეუძლია.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 15:24
by Nika
navigator
მთავარი მინუსი დაგავიწყდა. ორივეს ცალკე აკუმლატორები რო უნდა. ხანგრძლივ პახოდში კიდე სმარტფოუნი სულ მალე დაჯდება. ცალკე GPS-ები კიდე ჩვეულებრივი AA ელემენტებით იკვებება (გახსოვს მცხეთაში რო ვიყიდე როცა დამჯდარი აღმოჩნდა). ხო კახას ნათქვამისდან მეორე ნაღდია GPS-ი მართლაც წყალგაუმტარია მარა რამდენად ტივტივებს ეგ არ ვიცი და ეჭვი მეპარება. ნამეტანი მძიმეა ტავისი ზომებისთვის. თუმცა 2 eTrex-ის გამოცდილებიდან (ჩემ ძმაკაცს Vista ჰქონდა) ვიცი რო მაგისი რეზინა ადვილად ძვრება. ცუდ წებოზეა და მზეზე თუ დაგრჩა ერხევა. ახლაც ვფიქრობ რითი დავაწებო. ხოკიდე რამდენად დაზუსტებულად იცი რომ 1 GPS-დან რამდენიმე სმარტი იმუშავებს? საინტერესოა თუმცა არც ისე სასარგებლო მგონი. ხო კიდო ჩვეულებრივი GPS-ებისთვის არსებობს კაბელები PDA-PocketPC-ებთან დასაკავშირებლად რაც სოფტის პრობლემას მთლიანად ხსნის. სხვათაშორის სმარტფონისთვის რასრტულ რუკებთან მომუშავე პროგრამა რა იცი ამჟამად? მოგეხსენება საქართველოს ვექტორული რუკები არ არსებობს ჯერ. სულ მესმის რო ამან გააკეტაო ეს აკეტებსო მარა რეალურად ეგ უეჭველი ფასიანი იქნება. რასტრული კიდე არის და უფასო. ზომაზე დაგეტანხმები ეგ BT-ს პლიუსია. მარა აი ფასზე სადაოა. ნორმალური ურუკო GPS თავად ხედავ ახალი $200 ღირს. არის კიდე იაფი მოდელებიც ალტიმეტრისა და ელექტრონული კომპასის გარეშე. საკმარისია კაბელი გააკეთო (ზუსტად რომ გააკეთო რადგან უადვილესია მაგისი გაკეთება) და PC-სთან კავშირის პრობლემა გადაწყვეტილია. ეს კი უკვე საშუალებას გაძლევს GPS-ში მოცემული მარშუტის უმნიშვნელოვანესი წერტილები და გზები შეიყვანო. ასევე უკან დაბრუნებულს შეგეძლება მთელი ინფორმაცია კომპიუტერსი ატვირთო და რუკაზე პირდაპირ ნახო. აუფ რამდენი ვწერე :D

GPS

Posted: 30 სექ 2005, 15:25
by navigator
Kakha
ისევე როგორც GPS, სმარტფონიც სხვადასხვანაერია, ზოგი წყალგამძლეა და დარტყმაგამძლე, ზოგი არა, GPS-იც ყველა არაა წყალგამძლე, აი GPS BT უმეტესობა მაგარი გამძლეა რადგან სრულიად და ჰერმეტიულად დახურული პატარა მოდულია.
ჩემი Siemens SX1 207$ გამხდარა მოსკოვში, ბევრჯერ დამვვარდნია ძირს, თან ამას უბრალო დავარდნასაც ვერ დაარქმევ როცა ველოსიპედიდან გულის ჯიბიდან ბეტონზე ეცემა. ამიღია, კარტა გამისწორებია და პრობლემა არ ქონია არანაერი.
ეხლა გადავხედე GPS BT ფასებს, 150$-ია დაახოლებით ანუ მაქსიმუმ 400$ კაცი იყიდის სმარტფონსაც და GPS-საც მაშინ როცა მარტო GPS ნორმალური ფერადი ეკრანით და რამე წესიერი რუკებიანი პროგრამით შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 15:57
by Kakha
Nika

მართალი ხარ - ყველა არ ტივტივებს. მითითებული არის ხოლმე აღწერის დროს. მაგალითად მარტივი e-Trex ტივტივებს.

navigator

მესიარება რამდენი აქვს სმარ-ფოუნს? რუკების აპლოადს აიტანს, ვთქვათ რამდენიმე ათეულ მეგაბაიტი ან სულაც ასეული მეგაბაიტი რომ იყოს. მოკლედ საქართველო რომ ვატარო ჯიბით, ვთქვათ 200-იან ან 100 მასშტაბში შევძელბ (თუ 50 აიტანს ხომ კიდევ უკეთსი). თანაც ცხადია დროთა განვალობაში ალბათ მეც შევმატებ ამ რუკებს მარშრუტებსა და მნიშვნელოვან წერტილებს.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 16:13
by navigator
Kakha
სმარტფონს აქვს კარტა, ეგ კარტები არის გიგაბაიტამდე, სცადია ყველას არ მოყვება დიდი კარტა, დიდი კარტა ცალკე უნდა იყიდო, მაგალითად გიგაბაიტიანი ღირდა 80$ ნახევარი წლის წინ (ეხლა არ ვიცი)


Nika
პროგრამა მე მაქვს რამდენიმე, თუ გინდა მერე დავატესტიროთ, უწერია რომ ნებისმიერ რუკებთან მუშაობს. ანუ სმარტფონი ეს არაა რაღაც მყიფე მოწყობილობა, სიმბინაისთვის არის აურაცხელი პროგრამები, უბრალოდ ჩამოთვალც კი ძნელია. რაც გინდა სულო და გულო.
რაც შეეხება აკუმლატორებს ისევ და ისევ მოდელს გააჩნია, ბოლო ბოლო , ჩემი სმარტფონისთვის 1 დამატებითი აკუმლატორი ვიყიდე 19 ლარად, რომელიც ერთი ბეწოა, ჯიბეში რომ გიდევს ვერც იგებ.

თუ Pocket PC-თან ვაკონეკტებთ მაშინ რაღა განსხვავებაა? მაშინ ისევ ჩემი ვარიანტი გამოდის უბრალოდ უფრო ძვირიანი.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 18:28
by Nika
navigator
კი Pocket PC-სთან დაკონექტებისას უფრო ძვირი ვარიანტია. მარა უმაგისოდ პირიქით გაცილებით იაფია. და ეფექტურობაც არანაკლებია შეგიძლია დამიჯერო.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 19:06
by navigator
Nika
ოკ, თქვნ იყიდეთ როგრიც გინდათ, მე იბეიზე ვიყიდი ბლუტუსიანს :)
აი ამწუთას პირველივე ცდაზე 37$-იანი ვარიანტი ვიპოვნე :)
გაცევთით ეგ არ ცვდება და არ ძველდება, თუნდაც ნახმარი იყოს პრობლემა არაა.

GPS

Posted: 30 სექ 2005, 23:26
by Nika
navigator
$60-ად ვნახე მეც eTrex GPS. უმარტივესი GPS მარა ყველა ფუნქციით ალტიმტრისა და კომპასის გარდა.

GPS

Posted: 01 ოქტ 2005, 18:31
by navigator
Nika
რუკებს ინახავს? რამე მეხსიერება აქვს?
ალტიმეტრი რომ არა აქსვ ეგ ცუდია :(

GPS

Posted: 02 ოქტ 2005, 23:09
by Nika
navigator
არა რა რუკებს ღადაობ? კომპიდან რასაც შეყრი იმ Route-ებს დაგანახებს. ალტიმეტრი ბარომეტრული არა აქ თორე GPS ალტიმეტრი ყველას აქვს.

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 07:59
by navigator
Nika
ანუ თუ დაიკარგე ან მოხვდი იმ ადგილიას სადაც არ გეგმავდი, საით ჯობია წასვლა ვერ გაარკვევ, მარტო მშრალი კოორდინატები რას გიშველის?

GPS

Posted: 03 ოქტ 2005, 09:16
by Nika
navigator
უკაცრავად? უკან დაბრუნებაზე რას იტყვი? თან GPS-ების უმრავლესობა სწორედ ეგეთია. გარდა ამისა იქ სადაც არ გეგმავდი რატო უნდა მოხვდე?