ხუმრობ? მაგი რა დასაწერია, მაგი ისედაც ყველამ იცის....GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაღაც ვერაფერი წავიკითხე ალკოჰოლზე



ისე, ლაშქრობისას სპირტიან სასმელებს თავისი დოზა და მნიშვნელობა აქვს. ძირითადად არაყი გამოიყენება, ანუ სპირტიანი სასმელი და ნაკლებად ღვინო და ლუდი (ნუ, ლოკოკინასათვის შეიძლება, ძალიან უყვარს ლუდი

არაყი გამოიყენება გასათბობად, ზოგ შემთხვევაში გასამხნევებლადაც (ცოტა რომ გაქვს დარჩენილი გზა და სხეული ტეხვას რომ გიწყებს, მაშინ მხნეობას გმატებს და ხალისით გადიხარ ბოლომდე), ვირუსების და ბაქტერიებისგან თავის დასაცავად, მარილთან ერთად არაყი საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალებაა. კუჭის აშლილობისას მაშინათვე შველის, რაც სალაშქრო სიტუაციაში სწორედაც დროულია.
ყველაზე მნიშვნელოვანი - როცა რამე ადგილს მიაღწევ, აუცილებლად უნდა დალოცო იქაური სალოცავები და ადგილის დედა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხიფათს უნდა ელოდო. ისე, თუ სასმელი არ გაქვთ, წყლით მაინც უნდა დაილოცოთ, თორემ მახსოვს როგორ დაგვსეტყვა აბუდელაურმა, როცა ღამის 2 საათზე დაბანაკებულებს გამომრჩა ადგილის დედა და წმინდა სალოცავები დამელოცა.