თუშეთოლოგებო დამეხმარეთ!
შესადგენია მოკლე ტური თუშეთში, 3 დღე წასვლა წამოსვლის ჩათვლით. ამ 3 დღეში რისი ნახვა შეიძლება, მანქანით, ფეხით, და კილომეტრაჟი/დრო გზებზე.
ფშაველი - ომალო რამდენი ხანი უნდა?
ომალო - დიკლო?
ომალო - დართლო?
დიკლო შენაქო?
კიდევ რა?
სტანდარტული პაჯერო ყველგან მივა?
თუშეთი
Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika
თუშეთი
მი მალატ შვან
თუშეთი
Truli - სამი დღე წასვლა-წამოსვლის ჩათვლით? ძალიან ცოტაა თუშეთისთვის.
თუ შუადღეზე - 3 საათზე მაინც ახვალთ ომალოში, კესელოებს ნახავთ და იმავე დღეს შეგიძლიათ დოჭუში ჩასვლაც. მეორე დღე შეგიძლიათ მთლიანად პირიქითს დაუთმოთ. ვერ დაგპირდებით, რომ საფუძვლიანად ნახავთ ყველაფერს, მაგრამ გადარბენაზე მოასწრებთ, მაგრამ ესეც მაგრად მეეჭვება. დილით 6-7 საათიდან თუ დაიწყებთ, მაშინ გირევამდე ასვლას მოასწრებთ, ისე - მეეჭვება.
მესამე დღეს შეგიძლიათ დიკლო-შენაქოში გაირბინოთ და პირდაპირ დაეშვათ ალვანისკენ, მაგრამ ასე გადარბენებით თქვენც გაგიჭირდებათ და მძღოლი ხომ საერთოდ!
75 კილომეტრია, მაგრამ უღელტეხილია გადასასვლელი. სადღაც 4 საათი, მაგრამ ან იქაური, ან მთაში ძალზე გამოცდილი მძღოლით. უცადს მეტი დასჭირდება. თან, გზების მდგომარეობაზე გარანტიას ვერავინ მოგცემს.ფშაველი - ომალო რამდენი ხანი უნდა?
თუ შუადღეზე - 3 საათზე მაინც ახვალთ ომალოში, კესელოებს ნახავთ და იმავე დღეს შეგიძლიათ დოჭუში ჩასვლაც. მეორე დღე შეგიძლიათ მთლიანად პირიქითს დაუთმოთ. ვერ დაგპირდებით, რომ საფუძვლიანად ნახავთ ყველაფერს, მაგრამ გადარბენაზე მოასწრებთ, მაგრამ ესეც მაგრად მეეჭვება. დილით 6-7 საათიდან თუ დაიწყებთ, მაშინ გირევამდე ასვლას მოასწრებთ, ისე - მეეჭვება.
მესამე დღეს შეგიძლიათ დიკლო-შენაქოში გაირბინოთ და პირდაპირ დაეშვათ ალვანისკენ, მაგრამ ასე გადარბენებით თქვენც გაგიჭირდებათ და მძღოლი ხომ საერთოდ!
თუშეთი
Truli
პირველი საზრუნავი, გურულმაც თქვა უკვე, მძღოლია!
ფშაველიდან ომალომდე ჯობია 5 საათი ივარაუდოთ - შესაძლოა გზა იყოს გაფუჭებული და ნელა მოგიწიოთ გადასვლა...
დიკლოსკენ რომ მიდიხარ შენაქოც უნდა გაიარო, ასე რომ, ორივე იგულისხმე.
გირევამდეც იმ შემთხვევაში გადახვალთ, თუ ალაზანი დიდი არ იქნა და მანქანით გახვედით.
დოჭუც რომ ომალოში ჩასვლის დღესვე მოასწროთ, აქედან მართლა 5-6-ზე მაინც უნდა გახვიდეთ, თან კარგი "ტკარცალა" მძღოლით
ჩემი აზრით ჯობია შენაქო-დიკლო ნახოთ და დართლო-კვავლო, ოღონდ ისეთ გადარბენაზე იქნებით, სადმე ვინმე არ დაგრჩეთ 
პირველი საზრუნავი, გურულმაც თქვა უკვე, მძღოლია!
ფშაველიდან ომალომდე ჯობია 5 საათი ივარაუდოთ - შესაძლოა გზა იყოს გაფუჭებული და ნელა მოგიწიოთ გადასვლა...
დიკლოსკენ რომ მიდიხარ შენაქოც უნდა გაიარო, ასე რომ, ორივე იგულისხმე.
გირევამდეც იმ შემთხვევაში გადახვალთ, თუ ალაზანი დიდი არ იქნა და მანქანით გახვედით.
დოჭუც რომ ომალოში ჩასვლის დღესვე მოასწროთ, აქედან მართლა 5-6-ზე მაინც უნდა გახვიდეთ, თან კარგი "ტკარცალა" მძღოლით


მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...