კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს
Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika
-
sharaxvetia
- ბილიკზე მოარული
- Posts: 34
- Joined: 13 მაი 2010, 13:55
- Location: jer jerobit tbilisi
Post
by sharaxvetia » 22 მაი 2010, 12:51
მოგესალმებით ჩემო კეთილო და პატიოსანო კარველებო

პატარა რჩევა მჭირდება თქვენგან

ამ თვის 30 რიცხვში ჯგუფს შევპირდი ექსკურსიაზე წაყვანას და ანანური შევარჩიე, მაგრამ მითხრეს მარტო ანანურში წასვლა, ქეიფი და უკან წამოსვლა პატარა მარშუტიაო და იქნებ რამე დავამატოთო
მოკლედ გეცოდინებათ თქვენ კიდევ რა შეიძლება ვნახოთ ანანურისკენ გზაზე ან მის შემდეგაც ახლო მანძილებში ან იქნებ საერთოდ სულ სხვა მარშუტი შემირჩიოთ
ხოდა კიდევ დაახლოებითი თანხა იქნებ მითხრათ რას მომთხოვს მინი ბუსის მძღოლი
წინასწარ გმადლობთ ყველას დახმარებისთვის

ხელმეორედ, ქართველად დაბადება მწყურია...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 22 მაი 2010, 15:47
ზუსტად ანანურის გადასწვრი არის ერთი ნასოფლარი ავენისი სდაც დგას ერთი საინტერესო ეკლესია. ამავე ეკლესიასთან კი დგას ლეგენდარული უთხოვარის ხე, რომლის ასაკიც რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. ანანურს რომ გასცდებით ავენისში გადასახვევი მერეა. ამის შესახებ არაერთი თემაა გახსნილი ლაშქრობებში და ანბანურ საძიებელში აუცილებლად ნახავ საინტერესო მასალას. ისე არანაკლებ საინტერესო იქნებოდა ასევე დუშეთში, მილახვრიანთკარის, შილაშვილების სასახლე გენახათ. შესანიშნავი ძეგლია და თან დუშეთს არც კი უნდა გასცდე, თითქმის ქალაქშია.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 22 მაი 2010, 16:52
ხოლო თუ ფუძნარში წახვალთ ანანურის შემდეგ ეს მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდებათ. ფუძნარსაც ლაშქრობების ანბანურსაძიებელში იპოვი "ფუძნარის გარშემო". ესაა ჟინვალის წყალსაცავიდან გადასახვევი ერწო თიანეთის მხარეს. ფუძნარი წყალსაცავიდან ნახვარი საათის სავალზეა.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 22 მაი 2010, 18:20
sharaxvetia - შეგიძლია, ბოდორნაც ჩართო მარშრუტში. ავენისიც ძალიან კარგია, მაგრამ ეგ ორივე ჩაეტევა - ერთმანეთს ხელს არ უშლიან.
qvevri - ფუძნარში თუ წავლენ, მაქედან თვალივში ვერა?

-
sharaxvetia
- ბილიკზე მოარული
- Posts: 34
- Joined: 13 მაი 2010, 13:55
- Location: jer jerobit tbilisi
Post
by sharaxvetia » 22 მაი 2010, 22:55
qvevri
guruli
ბოდიში ვერ გავიგე ავენისი ხომ წყალსაცავს გაღმაა? მანდ რომ მოხვდებე ჯინვალითან უნდა გადაუხვიო მგონი და მერე ისევ ჯინვალისკენ უნდა წამოხვიდე და ანანურში ისე მიხვიდე თუ ანანურს რო გასცები მერე რაიმე ხიდია?
ხელმეორედ, ქართველად დაბადება მწყურია...
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 22 მაი 2010, 23:01
ანანურს უნდა გაცდე ხო
guruli
თვალივში რაღა უნდათ, მაშინ ჩარგალში ავიდნენ
თუ დამატებაა გერგეტის სამება დაამატეთ

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 22 მაი 2010, 23:31
მლეთა - ავენისი - ანანური - ჯვარი
გეყოფათ მაგ ჯერზე

-
sharaxvetia
- ბილიკზე მოარული
- Posts: 34
- Joined: 13 მაი 2010, 13:55
- Location: jer jerobit tbilisi
Post
by sharaxvetia » 23 მაი 2010, 00:45
ARCHILI
ამხელა მარშუტის შემდეგ სადმე დასხდომას მოვასწრებთ კიდევ?
რაღაც არა მგონია არა?
ხელმეორედ, ქართველად დაბადება მწყურია...
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 23 მაი 2010, 02:28
sharaxvetia
თუ ანანურს რო გასცები მერე რაიმე ხიდია?
ანანურის ციხეს რომ გაცდები, ერთ კილომეტრშია ხიდი.
paata_
guruli
თვალივში რაღა უნდათ, მაშინ ჩარგალში ავიდნენ
ავიდნენ მერე - ცუდი ადგილია თუ შორი?
