ამაზე ადრეც ვმსჯელობდით
დღეს უკვე რაღაცეები გვაქვს. არ გვაქვს ფოტოები, რადგან წიგნიდან დასკანერება ისეთ ხარისხს მაინც არ მოგვცემდა. თუ ვინმემ იცის უკვე არსებული ელექრონული ვარიანტი ამ მასალის, ან აქვს ფოტოები, თავისი გადაღებული ან სხვა საშუალებით მოპოვებული ძალიან კარგი იქნება თუ გამოგვეხმაურებით.
ეხლა ვერ ვითმენ რომ რაც არის არ დავდო, ამიტომ ჯერ სტიქიურად განვათავსებ, და მერე როცა სრულად იქნება გადავალეგებ/გავალამაზებ

აბაშის ჩანჩქერი
მდებარეობა. გეგეჭკორის რ-ნი, გაჭედილის სასოფლო საბჭო, ასხის კირქვული მასივი, მდ. აბაშის სათავეები, 760 მ ზღვის დონიდან.
დახასიათება. Mმდ. აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა 30 მ სიმაღლიდან. Mმოგუგუნე წყალვარდნილს ძირში გაუჩენია ორმო, რომლის დიამეტრი 12 მეტრია. ჭყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფებში ხშირად ცისარტყელა წარმოიშობა.
მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კიდევ ორი სხვა მომრცო ჩანჩქერი. ჩანჩქერებს დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი.
ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევერები, რომლებშიაც საკმაოდ ძნელია გავლა.
იიმავე სანახებში მდებარეობს ადგილი რაჩხა კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით, ტყეში მოჩუხჩუხებს Aანკარა ნაკადულები.
გეგეჭკორის რაიონის ტერიტორია ჩანჩქერების სიუხვით პირველ ადგილზეა საქართველოში.
მისასვლელი. სოფ. Bალდიდან ადგ. რაჩხამდე მიდის 7კმ სიგრძის ცუდი საავტომობილო გზა. Aქედან 1,5კმ რჩება აბაშის ჩანჩქერამდე, რომელთანაც მხოლოდ ქვეით მგზავრს შეუძლია მისვლა.
ინფორმაციის წყაროები : ჩანგაშვილი, 1963.
გეგის ჩანჩქერი
მდებარეობა. აფხაზეთის ასსრ, გაგრის რ-ნი, ბზიფის სასაფლო საბჭო, არაბიკას კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლური სექტორი, მდ გეგას აუზი. 550 მ ზღვის დონიდან.
დახასიათება. 50მ სიმაღლის ჩანჩქერი მდ. Gეგის შესართავიდან 6 კმ მანძილზე, რიწის ტბის გზატკეცილიდან 4 კმ დაშორებით.
ჭყალი გამოდის ზედაპირული კირქვის ჰორიზონტალური ნაპრალიდან სამ ნაკადად, რომელთა ერთობლივი დებიტი მერყეობს 0,5-დან 2,5 კუბ. მ/წმ ფარგლებში.
ჩანჩქერი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულობით დიდძალი ხალხი მოდის მის სანახავად დამ ის ძირში დასასვენებლად. Mმიდამო შემოსილია კოლხური ტყით. ჩანჩქერის ძირში არის მოხერხებული მოედანი ავტომანქანების გასაჩერებლად.
მისასვლელი. ჩანჩერთან მისვლა შეიძლება რიწის გზიდან ავტომობილით.
ინფორმაციის წყაროები : ტინტილოზოვი, 1969.