დათიკო
კაი გამარჯობა შენ მეგობარო
მაგრად გივაჟკაციათ:)
ჩემი რეკორდი მხოლოდ 3 კვირაა მეგობრებთან ერთად
და ერთი კვირა მარტო:) (სულიერად გავნატლდი განდეგილი ვიყავი ცოტა ხნით

)
რა თქმა უნდა კვებას რაც შეეხება კვების რაციონი იმ გარემოზეა დამოკიდებული სადაც მოხვდები. ზოგადად თუ მივუდგებით კვების ამბავს ბუნებაში ანუ ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება გამოვიყენოთ ცხოველური ან მცენარეული საკვები ხო?( სხვა გზა არა არის

)
დავიწყოთ ცხოველურით. საქართველოში გავრცელებული ცხოველებიდან საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ ირემი, კურდღელი, ბოცვერი, ციყვი, ვირთხა, თაგვი,მელა ... (ნუ არა მგონია დათვი ან ტახი დაგეგდოთ იქ რომც მოგენდომებინათ ძაან დამშეულები უნდა ყოფილიყავით

) ეს ყველაზე მეტად გავრცელებული ცხოველებია. ცხოველებს ისეთებს როგორიცაა კურდღელი, ბოცვერი აუცილებლად უნდა მოვაჭრათ ჯირკვლები წინა ფეხებს ქვეშ და გავის ძვლის გვერდებზე (პირადად მე ციყვი მიმირთმევია ტყავგაცლილი მეტად წააგავს ვირთხას ასე რომ ჯობია დიდიხანს არ ვუყუროთ)
ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ მინდა გითხრა რომ ხმელეთის ნებისმიერი გველის ჭამა შეიძლება. იჭმევა ასევე ბაყაყიც და ხვლიკიც. როგორც წესი ბაყაყის ფეხებს იყენებენ მხოლოდ. აუცილებლად მომზადების წინ უნდა კანი მოვაძროთ გველსაც ბაყაყსაც და ხვლიკსაც. ( მე პირადად არც ერთი ქვეწარმავალი არ გამისინჯავს ამბობენ რომ ქათმის ხორცის გემო აქვს

)
ასევე პრაქტიკულად ნებისმიერი ფრინველის ჭამა შეიძლება გარდა არწივისა და ძერისა. იჭმევა აბსულიტურად ნებისმიერი ფრინველის კვერცხი. ის ფრინველი რომელიც თევზით იკვებება ჯერ უნდა გავპუტოთ მერე მოვაცალოთ ტყავი ტყავქვეშა ცხიმის ჩათვლით, შემდეგ ჩავალბოთ მარილიან წყალში, შემდეგ მოვხარშოთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ნახარში უნდა გადავასხათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვამზადოთ ეს ფრინველი როგორც გაგვისწორდება ან შევწვათ ან მოვთუთქოთ ..
მტკნარი წყლის ნებისმიერი თევზი იჭმევა ასე რომ მაგაზე უკან არ დავიხიოთ

ისე არსებობს შხამიანი ზღვის თევზები, რომლებიც ხანგრძლივი ხარშვის შემდეგაც არ იჭმევა.
გადავიდეთ მცენარეულობაზე