Page 1 of 2
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 30 მარ 2005, 11:28
by Nika
მოკლედ დიიიდი კარავი მინდა. კემპინგების კარავს რო ეძახიან. წონას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარია 3 ჩვეულებრივი საწოლაკი (ლეჟანკა) იშლებოდეს შიგნით. ძირი არ უნდა ჰქონდეს. და უნდა იყოს კარკასიანი. ანუ რო დაცხება ნაწილი რო ავწიო და ქარმა დამიბეროს

მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 03 აპრ 2005, 17:04
by Guka-David Gilmour
მოკლედ დიიიდი კარავი მინდა
ყველა რო დაეტიოს?
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 08 აპრ 2005, 21:25
by Nika
Guka-David Gilmour
ყველა რო დაეტიოს?
ხო რა დაახლოებით.
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 08 აპრ 2005, 22:41
by Gvalva
Nika wrote:ანუ რო დაცხება ნაწილი რო ავწიო და ქარმა დამიბეროს

დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, რო დაცხება კარავში რა გვინდა?

მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 10 აპრ 2005, 15:33
by Nika
Gvalva
დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, რო დაცხება კარავში რა გვინდა?
აქ თევზაობისთვის საჭირო კარავზეა საუბარი

:):). რო დაცხება შუადღისით მზეზე ხო არ დავჯდები. ხოდა კარავს გვერდებს ავუკეცავ და ტენტივითაა. სამწუხაროდ ეს კარავი რომელზეც ვყვები დაიხა

ამიტომაც მინდა ახალი.
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 11 აპრ 2005, 11:03
by Wanderer
Gvalva
რო დაცხება კარავში რა გვინდა?
გვალვა სულ გვალვაზე ფიქრობს.

მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 23 მაი 2005, 22:13
by Nika
ვაშა მომილოცეთ ვიყიდე აი ეს კარავი
http://www.eurekaeurope.com/en/tents.ph ... product=26
ხვალ ეზოში საცდელი გაშლა მაქვს დაგეგმილი.
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 24 მაი 2005, 10:24
by Gvalva
გილოცავ!! მაგარი რამეა.
წარმატებულ თევზაობებს და ლაშქრობებს გისურვებ!!
P.S. რა ფერია შენი ახალი კარავი?
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 24 მაი 2005, 13:06
by Nika
Gvalva
აი მანდ როგორიცაა ზუსტად მაგ ფერისაა.
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 24 მაი 2005, 19:26
by Nika
nicalagua
მადლობა! დღეს გავშალე ეზოში და ძალიან მაგარია. 2 მეტრია სიმაღლეში!
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 27 მაი 2005, 09:45
by Druides
გილოცავ!
ძლივს ვიღაცამ რაღაცა იყიდა თორემ ერთი წელია მესმის შევიძენ კარავს და ასე შემდეგ საბოლოოდ კი არავინ ყიდულობდა არაფერს ბოლოს და ბოლოს ვინმემ რამე გაყიდეთ მაინც

მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 01 მარ 2007, 01:40
by teonala
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 01 მარ 2007, 20:12
by mika
მე როგორმე დილას ადრე გამოვძვრე კარავიდან და ღამე გვიან შევძვრე იმაზე ვფიქრობ ხოლმე და..ხალხს თურმე კარავში ყოფნა როგორ ყვარებია
მეც ვიყიდი კარავს ოღონდ დიიიდს.
Posted: 10 მარ 2007, 19:31
by Archil
დღეს კარგი ამინდი იყო და მშრალ ხიდზე ბაზრობა რომ არის, იქ გავედი. მათარაც ვიყიდე და ერთი განცხადებაც შევამჩნიე "იყიდება 2 ოთახიანი ჩეხური კარავი". სამწუხაროდ კარავი მოტანილი არ ქონდათ, და განცხადების უკან მდგარი ოთარიმაც ზუსტად არ იცოდა როგორი იყო მისი მეგობრის კარავი. იცოდა მხოლოდ რომ მხოლოდ ერთელ ჰქონდათ გაშლილი და 200 ლარად ყიდისო. მას გამოვართვი კარავის პატრონის ტელეფონის ნომერი 74.66.59. დათო ქვია. ვისაც აინტერესებს დიდი (2 ოთახიანი) კარავის შეძენა, დაურეკეთ დათოს და უთხარით ოთარისგან ვართო. როგორც ამბობდა ოთარი, კარავი 4 კაციანი უნდა იყოს.