Page 1 of 2
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 16 ნოე 2006, 11:02
by chuna
ვყიდი მანქანის მისაბმელ დასაკეც სახლს-"სკიფი"
გათვლილია ოჯახისთვის! კარგ მდგომარეობაში! საბარგულადაც გამოიყენება, საცხოვრებლად თუ არა! სურათს ადმინის დახმარებით დავდებ!
ფასი შეთანხმებით!
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 16 ნოე 2006, 23:30
by mika
chuna
ფორუმ.გე ზეც დადე ეს განცხადება იქ ბლომად ხალხი შედის
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 18 ნოე 2006, 09:58
by natalia
როგორია? კარგად ვერ ვერკვევი მაგეთ რამეებში და იქნებ ცოტა დაწვრილებით ამიხსნა თუ შეიძლება.
საწოლი თუ აქვს? ან სამზარეულო? რამდენ კაცისთვის არის?
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 20 ნოე 2006, 14:47
by lama
chuna
5000 ლარს გიხდი:)
მაგრამ რაში?????????????????
დადე ფოტო კაი იქნება:)

იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 21 ნოე 2006, 12:29
by chuna
lama
მაგ თანხაში სახლში მოგართმევ სურათებიანად! ეს სურათი არის ჟურნალ"ტურისტის" ყდაზე,ყველა პარამეტრის ჩამოთვლით! ამიტომ ჯერ სკანერი მჭირდება და მერე დადება, ამას კი ადმინის გარეშე ვერ ვახერხებ!
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 22 ნოე 2006, 18:06
by Gvalva
სკიფ ემ ადინ!!
ქვედა ტექსტი იმიტომ არ წავშალე რომ იქ წერია რა არის, კომპლექტში ყველაფერი ისევ არისო, ის კი არა კიდევ რაღაც ბურთიაო, შლანგზე გამობმული, იმ შლანგს რომ ვედროში ჩადებ, ბურთს ფეხით დააკაჩავებ და ონკანიდან წყალი მოდის და თეფშს ისე რეცხავო

, მოკლედ Made by Homo Soveticus
ჭუნა, სადმე ხომ არ გაგვეყვანა კარველებს საჩვენებელი გამოსვლებისთვის

თეფშის მასე გარეცხვამ დამაინტერესა

იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 22 ნოე 2006, 18:56
by Varvara
მაგარია ლოჯიანი კარავი. აი, საიდან მოდის ლოჯების მოშენების სტილი. ჭუნა, ამ არქიტექტურულ მიდგომაზე ერთი-ორი სიტყვის სათქმელად ასპარეზი დამითმია.
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 22 ნოე 2006, 23:56
by Giorgi Bagrationi
პრიმუსმა "შმელმა" "აბალაკოვის" ზურგჩანთა და ტრიკონებიანი ფეხსაცმელი გამახსენა

იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 23 ნოე 2006, 08:29
by natalia
ზუსტად ვერ გავიგე, მარტო მისაბმელშია ეგ ყველაფერი ტუ რაც სურატზეა გაშლილი კარავი და რაღაც რაღაცეები შედის მაგაში? და ცალცალკეა ქველაფერი?
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 23 ნოე 2006, 09:34
by chuna
natalia
სურათზე წარმოდგენილია 2 სკიფი-ერთი, რომელიც წინა პლანზეა, დაკეცილ მდგომარეობაშია, ხოლო უკანა პლანზე მთელი კომპლექტია გაშლილი!
ანუ-ეს ყველაფი დევს ამ დაკეცილში!
რაც ბორბლებზეა, სულ საძინებელია-დიდი საწოლით და დივანი მაგიდით! ღამე ამ დივანის საზურგე და მაგიდა ერთიანდება და 2 ადგილიან საწოლად კეთდება! 5 ადამიანი ეტევა!
წინ ლოჯი კი საცხოვრებლად გამოიყენება!
მე ამ სკიფში ექსპედიციებში მიცხოვრია და ვიცი რა მაგარია!
არქეოლოგი ვარ და ვმუშაობდი კოლხეთის ექსპედიციაში! გული მიქელაძე "ლოკოკინას" მეძახდა!- ეგ თავის სახლიანად დადისო!
მთელი სამეგრელო ექსკურსიებზე მოდიოდა ჩემი სკიფის სანახავად!
ეხლა ფასის დადგენაზე ვმუშაობ!
თუ ჩემს ფინანსურ პრობლემებს მოვერიე, აღარ გავყიდი!
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 23 ნოე 2006, 09:41
by chuna
ეხლა ფასის დადგენაზე ვმუშაობ!
და კიდევ! მყიდველის საყურადღებოდ! ამის ჩასაბმელი აქვს ჩემს ძველ ჟიგულს და მე დრო დამჭირდება რომ ფიზიკურად ჩამოვიტანო!
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 23 ნოე 2006, 12:48
by Nika
ფორუმ.გე-ზე იყიდებოდა ეგეთი 200 თუ 300 დოლარად.
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 23 ნოე 2006, 16:18
by pauna
Nika
თუ ამაზე ამბობ.... მართო საბარგოა და არავითარი სასახლე არ მოყვება

იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 24 ნოე 2006, 16:53
by Nika
pauna
ხო მგონი ეგ იყო.
იყიდება ავტომისაბმელი "სკიფი"
Posted: 26 ნოე 2006, 10:22
by chuna
pauna
ეს რა ლამაზია! ჩემი მანქანის ფერია! თუ არ გავყიდე, არ გამიცვლიან? ვისია?ფოტო საიდან მოიტანე?