Page 1 of 1

ვინ იცის ინტერნეტში კარვების და ეგეთი რაგაცეების შეკვეთა?

Posted: 09 ოქტ 2006, 21:37
by Mailo
მინდა მთელი სალაშქრო ინვენტარის დათრევა (თან კარგის, თან იაფად, როგორც ყველას უნდა ხოლმე:))). ხოდა ვიფიქრე, შეიძლება რომელიმე საიტზე ვიპოვო, მერე შევუკვეთო და რამდენიმე ხანში სახლში მომართვან ჩემს მიერ შეკვეთილი კარავი იქნება თუ საძილე ტომარა......
თან ახალიც იქნება და თან ვიბლატავებ აქედან და აქედან გამოვაგზავნინეთქო....
არ გიცდიათ ვინმეს?????
თუ უფრო ძვირი ჯდება და ჯობია აქ ვიყიდო??? :?:

ვინ იცის ინტერნეტში კარვების და ეგეთი რაგაცეების შეკვეთა?

Posted: 09 ოქტ 2006, 22:10
by zura N.
აქ შეგიძლია ნახო ლაშქრობისთვის საჭირო სრული ინვენტარი :wink: , მაგრამ გამოგზავნის საქმე როგორაა არ ვიცი :( . http://www.andesrl.com/ande/tende/freedom/maine.htm

ან შეგიძლია ამ მაღაზიებში გაიარო და იქ ნახო რამე :wink: :roll:
http://www.karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=680
http://www.karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=671

ვინ იცის ინტერნეტში კარვების და ეგეთი რაგაცეების შეკვეთა?

Posted: 09 ოქტ 2006, 22:17
by Mailo
გმადლობ ძმა....
დავათვალიერებ....
მაგ მოგზაურში აგარაფერია, ორი კვირის წინ ვიკავი, ზურგჩანთები აქვთ დარჩენილი მარტო :cry: :cry: :cry:

ვინ იცის ინტერნეტში კარვების და ეგეთი რაგაცეების შეკვეთა?

Posted: 06 დეკ 2006, 20:29
by OSPA
აქ ნახე:
www.cabelas.com
www.basspro-shops.com
www.basegear.com

პირადად არ მიყიდია არაფერი მაგრამ ვაპირებ, ყოველშემთხვევაში ვიცნობ ხალხს ვინც აქედან მიიღო საქონელი. ოღონდ ისინი რუსეთსში ცხოვრობენ, აი საქართველოს ფოსტა და საბაჟო როგორ იმუშავებს არ ვიცი, შეიძლება რამე მოგიტეხონ.

ვინ იცის ინტერნეტში კარვების და ეგეთი რაგაცეების შეკვეთა?

Posted: 06 დეკ 2006, 21:15
by guruli
Mailo
პირადად მე უცხოეთიდან არასოდეს არაფერი გამომიწერია, მაგრამ ვიცი ხალხი, რომლებსაც მიუღიათ. როგორც ისინი ამბობენ, დაკავშირება და გამოწერა არაა პრობლემა, მაგრამ თუ უცხოეთში გყავს ვინმე ახლობელი, აჯობებს, იმის მისამართი მისცე და იმან გამოგიგზავნოს საქართველოში. ეგ იმიტომ, რომ ადრე განბაჟება იმდენი ჯდებოდა... ახლა, მგონი, საბაჟოზე რაღაცები შეიცვალა. მათ შორის, განბაჟებაშიც.
P.S. მაგ ხერხით ტანსაცმელის გამოწერაც შეიძლება პირდაპირ ფირმებიდან.