Page 1 of 1

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 24 თებ 2012, 14:21
by Ismail
ვინმეს გამოგიწერიათ კარავი eBay-დან?

ახლა ვაპირებ გამოწერას და მაინტერესებს რამდენად სანდოა მაგ საიტზე ნაყიდი სამოგზაურო აღჭურვილობა (თუნდაც არამარტო კარავი) და რამდენად ხარისხიანი...

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 24 თებ 2012, 15:49
by Kakha
Ismail
მე თავად არ მიყიდია მანდედან არაფერი. მაგრამ, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, უნდა მიაქციო ყურადღება გამომგზავნის სანდოობის და მომსახურები შეფასებებს, რომლებსაც სხვა მყიდველები დებენ ხოლმე. რამდენი მვარსკვლავი აქვს და რა პრეტენზიები აქვთ ხოლმე მყიდველებს. თუ შეფასებები ძირითადად დადებითია ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკს.

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 24 თებ 2012, 16:22
by Ismail
Kakha
ხო, მეც დაახლოებით ასე გავიგე.. მადლობა. : )

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 24 თებ 2012, 16:47
by Nika
მე მარტო იბეიზე ვყიდულობ. რა გაინტერესებს?
ჩათვალე რო ეგ საიტი არ ყიდის არაფერს. ეგაა დიდი ბაზარი სადაც ხალხი ყიდის.
შესაბამისად ასეთი რამ სანდოა თუ არა მანდ არ არსებობს. ზოგი სანდოა ზოგიც არა.

საიტის სანდოობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სანდოა რადგან აქვს სერიოზული დაცვები. თუ გადაგაგდო გამყიდველმა თანხას საიტი გიბრუნებს.

ნივთის გვერდი უნდა წაიკითხო ძალიან დაწვრილებით. შეიძლება გამყიდველს უწერია აღწერაში რაღაცა და მერე ვერ შემოედავები.

პ.ს.
ჯობია ლინკი დადო აქ და აგიხსნი კონკრეტულ ნივთზე რა და როგორაა.

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 24 თებ 2012, 18:28
by Ismail
Nika
გასაგებია. მადლობა.

ჯერ კონკრეტულად არ გადამიწყვეტია. ისე, ზოგადად მაინტერესებდა. თუ რამეს სევარჩევ, დავდებ ლინკს.

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 24 თებ 2012, 20:18
by Naia
Nika
ნიკა, თანხას როგორ იხდი? მახსოვს ადრე PayPal-ით იყო გადახდა და ამიტომ ვერ ვიწერდი ვერაფერს. ახლა შეიცვალა სიტუაცია?

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 25 თებ 2012, 14:07
by Ismail
Naia
ახლაც ასეა და American Express-ითაც ვერ ვიწერ. ევროპული ბანკის მიერ გაცემული ბარათით შეგიძლია მარტო გამოწერაო და რავი...

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 25 თებ 2012, 22:59
by Nika
არ შეცვლილა არაფერი. ადრე პროკრედიტის VISA გადიოდა Paypal-ზე. ახლა საქ ბანკის AMEX-ები გადის.

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 26 თებ 2012, 00:00
by Ismail
Nika wrote: ახლა საქ ბანკის AMEX-ები გადის.
მართლა გადის? ვა, მაგარია..
ჩვენ ვერ გავაკეთეთ...

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 26 თებ 2012, 01:01
by shoda1121
Ismail
არის საიტი ფულს გადაიხდი და გამოგიწერენ;
ნიკას ეცოდინება; ისე კი ამექსი მუშაობსო მითხრეს ბანკში და რა ვიცი;
თუ რამეა კარავის ფბ.გვერდზე დაწერე და გეტყვიან მაგ საიტს;

კარავი eBay-დან (ვინმეს გამოგიწერიათ?)

Posted: 27 თებ 2012, 11:09
by keto
მე vovovo.ge-ს მომსახურებას "შეიძინე ჩემთვის" ვიყენებ იბეიდან გამოსაწერად. კიდევ რამდენიმე სხვა გადამზიდსაც აქვთ მსგავსი მომსახურება.