Page 1 of 1
კარავი მაყიდინეთ
Posted: 30 ივლ 2011, 17:41
by llev
დაახლოებით 3 დღეა გადავჩხრიკე ინტერნეტი, მოვძებნე თითქმის ყველა პოპულარული ამერიკული ბრენდი და ვნახე ყველანაირი კარავი. არცერთი ნორმალური კარავი არ ღირს $250-ზე ნაკლები. ამათგან არცერთ კარავს არ აქვს 2000მმ-იანი წყალმედეგობა.
და კითხვა მიჩნდება
თქვენ სად შოულობთ ხოლმე კარვებს, განსაკუთრებით 2000მმ-იანს და რა ფასად?
ერთადერთი რაც ვნახე ნორმალურ ფასად 2000მმ-იანი, ჩინური წარმოების იყო და მომხმარებლის განხილვები არ იყო მთლად კარგი - უხარისხოაო.
მაყიდინეთ კარავი 2000იანი
წონა მაქს. 3 კილო.
მწვანე ფერის

კარავი მაყიდინეთ
Posted: 30 ივლ 2011, 18:53
by Wanderer
არ არის აუცილებელი რომ კარავს ჰქონდეს 2000მმ-იანი წყალმედეგობა. 800-1500მმ იმუშავებს უმეტეს შემთხვევებში.
კარავი მაყიდინეთ
Posted: 30 ივლ 2011, 19:11
by llev
Wanderer
800-1000 გამოცდილი მაქვს და ....
1500 არ ვიცი.
კარავი მაყიდინეთ
Posted: 30 ივლ 2011, 19:59
by Mako-dgm
კარავი მაყიდინეთ
Posted: 30 ივლ 2011, 23:36
by llev
Mako-dgm
მადლობა. მძიმეა ძალიან თორემ კარგი რამე ჩანს.
გამოვიწერე 1800X3000მმ-იანი
3 კაციანი
2.8 კილო
რივიუები ნორმალური ჰქონდა. ვნახოთ რა გამოვა.
კარავი მაყიდინეთ
Posted: 31 ივლ 2011, 14:30
by Wanderer
llev
დადე აბა ლინკი.
ისე 1500-იანით ახლახანს ძალიან ხანგრძლივ წვიმაში ვიყავით და არ დავსველებულვართ...

კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 11:50
by llev
Wanderer
ინებე

აღწერაში 2000X5000 უწერია.
მაგრამ ჩინური წარმოებისაა და ალბათ რეალურად 1800X3000 იქნება
http://www.amazon.com/Asolo-Equipment-H ... 095&sr=8-1
რივიუები მანდ არ დევს, ცალკე დავგუგლე და ნორმალური ჰქონდა. კლასით არ არის ისეთი როგორც კოლუმბია, მორმოტი და სხვები, მაგრამ ფასი/ხარისხის ნორმალური თანაფარდობაა მგონი.
ჩამოვა და ვნახავ. იმედია ქაღალდის არ იქნება

კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 15:28
by Wanderer
llev
კარგი კარავი ჩანს! მერე რა რომ ჩინური წარმოებისაა?!

დღეს ნახევარი საქონელი ჩინეთიდანაა. თუ მეტი არა.
ჩემი ლეპტოპიც ჩინური წარმოებისაა, მაგრამ კი მუშაობს ჯორივით აგერ ლამის 10 წელია უკვე და არც აპირებს დაბერებას მგონი.

კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 15:52
by Mako-dgm
llev wrote:Wanderer
ინებე

აღწერაში 2000X5000 უწერია.
მაგრამ ჩინური წარმოებისაა და ალბათ რეალურად 1800X3000 იქნება
http://www.amazon.com/Asolo-Equipment-H ... 095&sr=8-1
რივიუები მანდ არ დევს, ცალკე დავგუგლე და ნორმალური ჰქონდა. კლასით არ არის ისეთი როგორც კოლუმბია, მორმოტი და სხვები, მაგრამ ფასი/ხარისხის ნორმალური თანაფარდობაა მგონი.
ჩამოვა და ვნახავ. იმედია ქაღალდის არ იქნება

ASOLO 1-1- საუკეთესო
იტალიური ფირმაა ასერომ საკამოდ კარგი შენაძენია, მარმოტსს თუ არა კოლუმბიას შეედრბა უპრობლემოთ
კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 19:21
by Hereti
llev
მაგას გაგაბაჯებინებენ
კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 23:03
by llev
Wanderer
კომპი მეც ჩინური მაქვს, ლენოვო. კანფეტივით მუშაობს
Mako-dgm
როგორც ძიებისას გავარკვიე, ასოლო ნამდვილად იტალიური ბრენდია, ოღონდ ფეხსაცმელებს ამზადებს და არა კარვებს. ასოლომ თავისი სახელის გამოყენების უფლება მისცა ჩინურ მწარმოებელს, რომელიც კარვებს ამზადებს. ამიტომ თვითონ ნამდვილ ასოლოს ამ კარვებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
Hereti
შეიძლება განმაბაჟებინონ
გააჩნია რა კურსით დათვლიან. გუშინ კურსი 1.65 იყო. 292 ლარი გამოდის.
კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 23:14
by Hereti
ეროვნული ბანკის კურსიტ იტვლება
კარავი მაყიდინეთ
Posted: 01 აგვ 2011, 23:24
by llev
Hereti
ჰო
ეროვნული ბანკით იყო 1.6549
რამე მეშლება?
არა და ბედნიერად გამოვიწერე არ განვაბაჟებთქო

კარავი მაყიდინეთ
Posted: 02 სექ 2011, 00:54
by llev
მოკლედ
ჩამომივიდა ზემოთ მოცემული კარავი
იმ დღეს ჩამოვიდა, როცა დასასვენებლად გავდიოდი ქალაქიდან. კი გავშალე, მაგრამ გულიანად ვერ შევათვალიერე. ერთი შეხედვით ჯანზეა, ყველაფერი ადგილზეა და ხარისხსაც ვერ დავუწუნებ.
რომ გამოვცდი, მერე უკეთ ვიტყვი