bachuki-giorgadze
სადღაც $120–ამდე ფასის მქონე კარვების უმეტესობა ძლიერი წვიმის შემთხვევაში გაატარებს. ზოგიერთი გაცილებით ძვირიც. ასე რომ...
თუ ფასის ამბავში ლიმიტირებული ხარ აიღე მაგ კარვებიდან რომელიც მოგწონს. მერე წადი რომელიმე ბაზრობაზე, იყიდე დიდი თხელი ცელოფანი ისეთი რომ კარავი მთლიანად დაფაროს(მოგიჭრიან თვითონ რა ზომაზეც ეტყვი), წაიღე თან და თუ იწვიმა გადააფარე კარავს. 7–8 წელია მასე დავდივარ ცელოფნით და ბედს სულაც არ ვუჩივი.

ცელოფანი აბსოლუტურად დაგიცავს ანუ 100%–იანი წყალმედეგობა აქვს. თანაც მსუბუქია.
P.S. კარავს პარამეტრებში უნდა ეწეროს წყალმედეგობა. მაგ სამ კარავს არ უწერია, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაკვეხად არა აქვთ საქმე.

ჩემი ვარაუდით მაგათი წყალგამტარობა სადღაც 800მმ იქნება. ანუ სუსტ წვიმას დაიჭერს. თუ გინდა რომ კარავმა უხვი ნალექისგან დაგიცვას მისი წყალმედეგობა უნდა იყოს 1500მმ ან მეტი. სასურველია 2000მმ.
P.P.S კარავში წყლის შემოსვლა მაგარი თავგადასავალია ხოლმე ლაშქრობის დროს.

ასე რომ მაგაზე დიდად ნუ იდარდებ.

შემოვა და შემოვიდეს. როგორც შემოვა ისევე გავა.

როგორც ერთი კარგი კაცი იტყოდა: არ დადნები.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია