Page 1 of 1

საწვიმარი, თერმოჭიქა და სხვა "ჩიბოში"

Posted: 23 თებ 2011, 15:24
by Mta Mkvarebia
დღეს გერმანული საქონლის მაღაზიაში ("ჩიბო") შევიარე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 7-ში რომ მდებარეობს. ახალი საქონელი აქვთ მიღებული. ლურჯი, დასაკეცი პონჩო-საწვიმარი 6 ლარი და 80 თეთრი ღირს, დამარწმუნეს რომ წყალს არ ატარებს და ძალიან კარგიაო. ვერცხლისფერი, სახელურიანი თერმოჭიქა პატარა 7 ლარი ღირს, დიდი (450 გრ-იანი) 10 ლარი და 80 თეთრი. ჭიქა ძირითადად მანქანით მგზავრობისთვის გამოიყენება, მაგრამ ზურგჩანთაშიც თავისუფლად ჩავდებ. 1 ცალი შევიძინე, და ექსპერიმენტიც ჩავატარე. წყალი რომ ჩავასხი, გადმოტრიალებისას და დაფერთხვისას მხოლოდ 1-2 წვეთი გადმოვიდა. ისიც, საყლაპავად გასახსნელი ფანჯრიდან.

მგონი კარგი საქონელია და თქვენს ყურადღებას იმსახურებს.

საწვიმარი, თერმოჭიქა და სხვა "ჩიბოში"

Posted: 23 თებ 2011, 16:00
by Hereti
კარგი რამეებია ნამდვილად ლიკა
8 ლარიანი პონჩოსი რა გითხრათ,მაგრამ დრეს კაცების დრეა და ჭიქას თუ მაჩუქებთ კაია :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

საწვიმარი, თერმოჭიქა და სხვა "ჩიბოში"

Posted: 23 თებ 2011, 16:09
by Mta Mkvarebia
Hereti
კაცების კი არა საბჭოეთის დღეა ;) ჰოდა, პიონერის ყელსახვევი კაი საჩუქარი გამოვა :P ერთს ვარდანაულს შევპირდი და მეორეს შენ გაჩუქებ თუ ვიშოვე :))))

საწვიმარი, თერმოჭიქა და სხვა "ჩიბოში"

Posted: 24 თებ 2011, 12:31
by გვალდა
ეს ჭიქა მეც ვიყიდე აგვისტოში. თუმცა ახალი საქონელი დიდი ხანია აღარ აქვთ. აი ისეთი, სულ თავიდან რომ ჰქონდათ. :oops:
როგორც ვიცი კი არიან მომწოდებლებთან კონტაქტზე, და რატომ არ მოაქვთ, არ ვიცი... ძირითადად ჭურჭლით შემოიფარგლნენ რაღაც...

http://www.tchibo.de

საწვიმარი, თერმოჭიქა და სხვა "ჩიბოში"

Posted: 26 თებ 2011, 19:53
by Mrs. Robinson
Mta Mkvarebia wrote:....ვერცხლისფერი, სახელურიანი თერმოჭიქა პატარა 7 ლარი ღირს....
უი ამ პატარა თერმოჭიქას არ გირჩევთ.... ამ ზაფხულს შევიძინე, და ვერ გაამართლა... სითბოს მალევე კარგავს.....
გვალდა wrote: თუმცა ახალი საქონელი დიდი ხანია აღარ აქვთ. აი ისეთი, სულ თავიდან რომ ჰქონდათ. :oops:
როგორც ვიცი კი არიან მომწოდებლებთან კონტაქტზე, და რატომ არ მოაქვთ....
http://www.tchibo.de
ხო თავიდან რა კარგი იყო.......