Hereti
160 ლიტრიანი მინდა, ხოდა რამოდენიმე ნაირი გაქვთ, უწნევო, წნევიანი გაყოფილ წნევიანი ხოოდა იქნებ მოკლედ ამიხსნა რა განსხვავებაა მაგათ შორის რადგან ფასში დიდი სხვაობაა,
კიდე ის მაინტერესებს გარანტია რამდენი წელი აქვს
და განვადება გაქვთ თუ არა
კიდევ მარტო წყალს აცხელებს თუ მაგ ენერგიის დენის წყაროდ გამოყენებაც შეიძლება??
მადლობა წინასწარ
ბოდიშს გიხდი დაგვიანებული პასუხისათვის, მაღაზიას ვამთავრებთ ეხლა, რომელსაც მომდევნო კვირაში გავხსნით საბურთალოს 43-ში.
უწნევო სისტემა:
ავზი არის ღია ტიპის, ანუ მასში წნევა არ არის, თუმცა თერმოსულია რათა შეინარჩუნოს მიღებული ტემპერატურია, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის სისტემის ავზი. წყალი შედის ზევიდან, წყლის შესვლას აკონტროლებს შევსების მაჩვენებელი, რომელიც ავტომატურად ავსებს წყლის ავზს დაყენებული პარამეტრის მიხედვით. წყლის მოხმარება ხდება მისი თვითდინებით.
ამ ტიპის სისტემაში წყალი ჩადის ვაკუუმურ მილებში და ცხელდება მზის ენერგიით. ფიზიკის კანონის მიხედვით ცხელი წყალი მსუბუქია და ადის ავზში ზემოთ, ხოლო შედარებით ცივი მძიმეა და ჩადის მილებში, ასეთი ბუნებრივი ცირკულაციით ცხელდება წყალი ავზში.
ამ ტიპის სისტემა გვაქვს დამონტაჟებული მაღაზიის სახურავზე და გახსნის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და ნახოს მუშაობაში.
წნევიანი ინტეგრირებული:
ვაკუუმურ მილებში მოთავსებულია სპილენძის დალუქული მილები, რომელშიც არის სპეციალური სითხე. აღნიშნული სითხე გაცხელებისას ადის მილის ზედა ნაწილში, რომელიც მოთავსებულია ავზში და გადასცემს წყალს სითბოს. სისტემის სიმძლავრის მიხედვით ასეთი ვაკუუმური და შესაბამისად სპილენძის მილების რაოდენობა განსხვავებულია. ავზში არის სპილენძის სპირალი, რომელშიც წნევით გადის გამავალი წყალი და იგი ამ სპირალში გავლის დროს იღებს ავზში არსებულ ტემპერატურას.
წნევიანი გაყოფილი
ვაკუუმურ მილებში მოთავსებულია სპილენძის დალუქული მილები შედის სპილენძის რადიატორში, რომელიც უკავშირდება ცალკე მდგომ დახურული ტიპის (წნევიან) ავზს ცალკე კონტურით. როდესაც სპილენძის რადიატორში უფრო მაღალი ტემპერატურაა ვიდრე ავზში, საცირკულაციო ნასოსი ირთვება და ახდენს გაცხელებული წყლით ავზში არსებული წყლის გაცხელებას.
ავზზე მიერთებულია შემავალი ცივი წყალი და გამავალი ცხელი წყალი, სისტემაში წნევით.
ყველა ტიპის სისტემას მოყვება დენის გამაცხელებელი რომელიც დგება ავზზე და გვაძლევს საშუალებას მოვიხმაროთ ცხელი წყალი მაშინა კი როდესაც რამოდენიმე დღე არ არის მზე (კრიზისი მზის წყლის გამაცხელებელი სისტემებისათვის).
ყველა ტიპის სისტემას მოყვება მართვის პულტი, რომლითაც პროგრამირდება მუშაობის პრინციპი (აუცილებელი ცხელი წყალი დროის კონკრეტულ მონაკვეთში).
მონტაჟი თბილისის ფარგლებში საშუალოდ ღირს 300-დან 500 ლარამდე, დამოკიდებულია მანძილზე ავზიდან სისტემაში ჩართვის წერტილამდე.
მზის წყლის სისტემები და მზის ელექტრო სისტემები ცალ-ცალკე სისტემებია.
მაშინ როდესაც წყლის სისტემები ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის და მათი შეძენის და ექსპლუატაციის მიზანი და შედეგი ძირითადად ცხელი წყლის მიღებაზე გამოყენებული გაზის და დენის ხარჯის შემცირება და რეალური ეკონომიაა, ელექტრო სისტემების ფასიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით (სანამ ტექნოლოგია ძვირია) მათი მოხმარება მიზანშეწონილია შემდეგ ადგილებზე:
1. დაშორებული ადგილები ცენტრალური ელექტრო სისტემიდან:
ა. სასტუმრო სახლები დაცულ ტერიტორიებზე და ნაკრძალებში;
ბ. სასაზღვრო პუნქტები;
გ. გადამცემი და სარელეო ანძები;
დ. ცენტრებს მოწყვეტილი სახლები, სკოლები, ადმინისტრაციული
შენობები, სასტუმროები და ა.შ.
2. ისეთი ადგილები სადაც ელ. ენერგიის მოხმარება მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთშია საჭირო, ხოლო ცენტრალურ ელექტრო სისტემაში ჩართვა რთული და/ან ძვირია.
გარანტია
2 წელი სერვისზე და ნაწილებზე. ადგილზე გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ რომელიმე დეტალის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მისი გამოცვლა ან შეკეთება მოხდეს ოპერატიულად.
Moqandake
მე დამჭირდება ჩემი სახლი-სახელოსნოსთვის, როდის იქნება შესაძლებელი დეტალების და ფასების დაზუსტება?
ჩემი N. 899 257517 თუ შეიძლება რომ გამირკვიოთ.
ძალიან კარგი, ორშაბათს დაგირეკავენ.
Wanderer
მე უბრალოდ წარმატებას გისურვებ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ძალიან მაგარი საქმე!
დიდი მადლობა!
Hereti
გავუფრთხილდეთ ბუნებას და გაგვიფრთხილდება ის ჩვენც
ნამდვილად.
სხვათაშორის, უნდა ავღნიშნო რომ მზით გამთბარ წყალს აქვს რელაქსაციური დანიშნულება, დადებითად მოქმედებს კანზე და ზოგადად ორგანიზმზე.
Life after road.
Ð’ любом деле ценитÑÑ Ñ…Ð¾Ñ€Ð¾ÑˆÐ¸Ð¹ инÑтрумент: он не проÑто облегчает труд – он вызывает желание работать.