საძილე ტომარა 35 ლარად

სამოგზაურო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა

Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Int3lig3nt » 07 ივლ 2009, 01:29

წივწივამ გამომიგზავნა ფოტოები და მე დავდებ

Image

Image

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Wanderer » 07 ივლ 2009, 09:09

civciva
და დარწმუნებული ხარ რომ -50-ია ფარენგეიტით? აწერია ზედ?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Int3lig3nt » 07 ივლ 2009, 10:03

Wanderer
დარწმუნებული ვარ, რომ -23 გრადუსია ცელსიუსით.
მეც მაქვს ზუსტად ეგეთი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2009, 10:08

Int3lig3nt wrote:Wanderer
დარწმუნებული ვარ, რომ -23 გრადუსია ცელსიუსით.
მეც მაქვს ზუსტად ეგეთი.
+1
მეც მაქვს ზუსტად ეგეთი და -23 გრადუსია ცელსიუსით. -45 გრადუსი ცელსიუსით იმ შემთხვევაშია თუ დამატებითი შალითა მოყვება, როგორც ინსტრუქციაში წერია, აი ერთერთ თემაში ვწერდი კიდეც ამის შესახებ:
Mta Mkvarebia wrote:namcecuna
ვნახე საძილე, მოკლედ დავინახე თუ არა (გაშლილი ჰქონდათ) მაშინვე ვიფიქრე რომ არ გამომადგებოდა, საკმაოდ მოცულობითი ჩანდა, ის რომ ზურგჩანთაში ჩავტენო სხვა არაფერის ადგილი არ დარჩება, არც წონა იცოდნენ, გამყიდველ ქალს ვთხოვეთ სასწორი, ავწონეთ 2 კილო გამოვიდა :( , თუ ჩავთვლით რომ ის ქალი წონაში იტყუება :wink: , მინიმალური წონა 1.5 კილოა, რაც ჩემთვის მაინც მძიმეა. ეს ბიჭები იძახიან ამერიკიდან გამოგვიგზავნა მეგობარმაო, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებაში რომ დაარიგეს ის საძილეა, მახსოვს კომაროვის სკოლაში რომ მივედით დასახმარებლად, ახალი მიტანილი ჰქონდათ და ყუთებში იყო ჩაყრილი, მაშინვე გავიფიქრე ნეტა არ გაყიდიან მეთქი? ინსტრუქციაში წერია, რომ მოყვება გარეთა, მწვანე ფერის საძილე, ანუ შალითა, რომელიც ძირითად, შავ საძილესთან ერთად დამატებით იზოლაციას ქმნის (ქვედა ზღვარი -45 გრადუსამდე, ცელსიუსის შკალაზე), მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ მოყვება. თავად ის ბიჭები იძახიან ყუთში მხოლოდ ეს საძილე იდოო. გარეთა შალითის გარეშე, ამ შავი საძილის ტემპერატურა არის +30 დან -10 გრადუსამდე, მაგრამ ფარენგეიტით, რაც ცელსიუსზე არის -1 გრადუსიდან -23 გრადუსი. როგორც მივხვდი დაახლოებით იგივე მახასიათებლები აქვს, როგორიც ქვევრის საძილეს დანიურში რომ იყიდა, მაგრამ გიოს გაცილებით ძვირი დაუჯდა, როგორც მახსოვს. მოკლედ 60 ლარიდან 50 ლარამდე გამიკეთა ფასდაკლება და შემომეყიდა :wink: . მე იმიტომ ვყოყმანობდი, რომ ჩემთვის მძიმე და მოცულობითია, მაგრამ ბიჭებისთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება, კიდევ ერთი დარჩა, მაგრამ მგონი იმის გარდა კიდევ აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მეც :wink:

ჰო, კიდევ ერთი მინუსი, შალითა, ანუ ჩასადები არა აქვს :(
მოკლედ ყველა ვარიანტში ღირს ყიდვა, შალითა კი შევაკერინე და ნაკლებად კომპაქტურია, მაგრამ ისეთი თბილია :wink: მირჩევნია ცოტა საჭმელი ვატარო საფეხოსნო ლაშქრობებში და ღამით თბილად ვიყო :) .
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by QEBURIUS » 07 ივლ 2009, 10:34

35ლარად, ნახმარი საძილე... ოოოოო, რა ძნელია გაუძლო ცდუნებას... ისა და რწყილები, ტილები, ბაღლინჯოები უფასოდ მოყვება თუ მაგაზე ფულია დასამატებელი?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by civciva » 07 ივლ 2009, 10:52

kurush


კარგად წაიკითXე და მერე გააკეთე კომენტარები!!!!




უხმარია, უხმარი ნიშHნავს რომ არავის არ უხმარია ანუ არავინ არ ჩაწოლილია




შესახვეწი არავისთან არაფერი არამაქვს, გინდათ აიღეთ არ გინდათ

მეორადებშჰი იყიდეთ ნახმარი!!!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2009, 11:41

civciva
ნუ გვიბრაზდები :wink: კურუშამ მსგავსი რამე რომ არ თქვას, არ შეუძლია :) .
მართლა არაფერი გაქვს შესახვეწი. მე 50 ლარად ვიყიდე მასეთი და უბედნიერესი ვიყავი :)
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by popins » 07 ივლ 2009, 11:48

ზოგი რა მავნეა

და მახინჯი
lenchiamal

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by TuTa » 07 ივლ 2009, 15:02

civciva

მე მინდა მინიმუმ ერთი ცალი :)

პმში დაგეკონტაქტები.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Archil » 08 ივლ 2009, 21:46

დღეს ვნახე წივწივა და საძილე ტომარა.

ტემპერატურასთან დაკავშირებით:

საძილე ტომარა გათვალისწინებულია 10-30 ფარენგეიტზე, ხოლო სპეციალური დამატებითი საგებლების შემთხვევაში მინუს 50 ფარეინგეიტამდე.

ცელსიუსით რომ ვილაპარაკოთ
10 ფ = -12 ც
30 ფ = -1 ც
-50 ფ = -45 ც

ფ - ფარენგეიტი
ც - ცელსიუსი

ანუ საძილე მინუსიანია.

ხარისხით ძალიანაც ვერ დაიკვეხნის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითადად ზურგჩანთაში უნდა იდოს და მხოლოდ ძილის დროს გამოიყენებს კაცი, მისაღებია.

ზეგ წერია რომ წყალს გარკვეულ დონეზე არ ატარებს (მაგრამ წვიმის ქვეშ მარტო მის იმედად არ შეიძლება დარჩენა).

ჩასადები ჩანთა არ მოყვება (ცალკე იქნება შესაძენი).

ვფიქრობ რომ ვიყიდი, უფრო მეტად სიიაფის გამო.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Naia » 09 ივლ 2009, 09:44

მე ვიყიდე. ნორმალური ჩანს. ახლა შალითას შევუკერავ და გადასარევი საძილე იქნება ცივი ამინდებისთვის :) ერთი ესაა, ზურგჩანთაში ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by Int3lig3nt » 09 ივლ 2009, 18:54

Naia
გილოცავ, მშვენიერი შენაძენია :).
ერთი ესაა, ზურგჩანთაში ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს...
ჰოო, მე ძლივს ჩავტენე საძილეს ჯიბეში :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by teo- » 09 ივლ 2009, 19:07

მემგონი მე ავიღებ ამას ზეგამდე თუ ვერ ვითხოვე :D

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by teo- » 09 ივლ 2009, 19:07

Naia
უიიიიიიიიიიიიიიიიი :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საძილე ტომარა 35 ლარად

Post by qvevri » 09 ივლ 2009, 19:17

ზედა სურათები, თანაც სამივე არასწორედ რატომ დევს? რამე ახალი იცით :D
თქვენის ნებართვით გავასწორებ
:wink: Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]