Page 1 of 2

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 14:44
by Joppy
კარვის ყიდვა მინდა და მირჩიეთ სად მივიდე, სად არის ყველაზე დიდი არჩევანი... და პლიუს დამიწერეთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს რომ მთაში საწანწალოდ გამოდგეს :?:
გმადლობთ :roll:

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 14:53
by paata_
Joppy

მე მაღაზია Xტრიმს შემოგთავაზებ, თბილისში რაც მინახავს ყველაზე ნორმალური მანდაა, ვაჟაზეა რესპუბლიკურის პირდაპირ

მოთხოვნები კი, უნდა იყოს მჩატე,
უმჯობესია 2 ფენიანი იყოს
2000 მმ მინიმუმ, პრინციპში მეტი არც გინდა


და კიდე
ლამა შემოგთავაზებს და არ იყიდო, მე მივქარე და ვიყიდე და წყალს ატარებს

ლამა არ წავშლი

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 15:37
by Joppy
paata_
გმადლობთ 8) 2 ფენიანი, ნუ ხო გასაგებია... და როგორ უნდა მივხვდე რომ წყალს არ გაატარებს? და საიდან ჩამოაქვთ მანდ კარვები? დაახლოებით რამდენად ვიყიდი 2 კაციანს? და კიდევ გერმანული კარვები არის საქართველოში სადმე? :shock:

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 15:43
by paata_
Joppy wrote:paata_
როგორ უნდა მივხვდე რომ წყალს არ გაატარებს?
2000 მმ
მაგას ნიშნავს ;)

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 15:50
by Kakha
Joppy
მილიმეტრებში იზომება რამდენი მილიმეტრ ნალექს გაუძლებს. პაატა 2000-იანს გირჩევს როგორც ხედავ. არ დავუწყებ დავას, რადგან ყველას თავისი შეხედულება აქვს რამდენია საჭირო, იქიდან გამომდინარე როდის და რამდენი ხნით მიდის. ერთი რამაა გასათვალისწინებელი, რამდენადაც მეტია მილიმეტრების რაოდენობა, როგორც წესი, კარავი მით უფრო ძვირია და ამასთან უფმრო მძიმეც. ახლა, არი მაღლი წყალმედეგობის აპლინისტური ძელზე მსუბუქი კარვები, მაგრამ შესაბამისად ფასი....

მოკლედ მე, ჩემი გამოცდილებიდან მგონია, რომ 1500 მმ-იანიც გამოგადგება არც თუ ექსტრემალურ და არც თუ დიდხნიან გასვლებშს გეგმავ.

საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის, ასე რომ ერთ დღესაც თავად მიხვდები რომელი გირჩევნია.

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:01
by paata_
Kakha

ხო, 1500-ის არაა ცუდი

მე მაინც მაქსიმალური ვურჩიე

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:04
by guruli
Joppy - რამდენიმე დღით კოკისპირულ წვიმაში თუ არ ხვდები, 1500-იც გეყოფა, მაგრამ ცოტას თუ წაამატებ და 2000-ს იყიდი, დაზღვეული ხარ.

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:07
by saskva
ვაჟა ფშაველას Xტრემიდან კარვები დიღმის Xტრემში გადაიტანეს და ამიტომ პირდაპირ იქ მიაკითხე. სანაპიროზეა, ნომერი ზუსტად არ ვიცი მაგრამ რესტორან ბაბილოს მოპირდაპირე მხარესაა

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:10
by Joppy
paata_
Kakha
guruli
გმადლობთ
ალპინისტებს დავყვები მთაში და შესაბამისად საშინლად წყალგაუმტარი კარავი მჭირდება... შარშან ივლისში ხევსურეთსი ვიყავით და თხელი საზაფხულო კარავი გვქონდა, ისეთი კოკისპირული სეტყვა-წვიმა იყო ყველაფერი დაგვისველდა... მოკლედ მაქსიმალურად შეკრული მინდა იყოს :shock:

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:10
by Joppy
saskva
გმადლობთ

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:19
by guruli
Joppy
ალპინისტებს დავყვები მთაში
უფ!!! :roll: :roll: მაშინ შენ სულაც 3000-იანი ან პირდაპირ - ალპინისტური კარვები ეძებე.

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:25
by Joppy
guruli
ჰო მაგრამ მძიმეა ძალიან და ჩემი სათრევია კილომეტრებზე :(
მოკლედ 2000იანი ნორმ იქნება ვგონებ :shock:

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:30
by saskva
Joppy
მაშინ ერთ რამეს გეტყვი, მიდი დიღმის Xტრემში, იკითხე დათო, ჩემი მეგობარია, თვითონაც მთასვლელია და იცის რა და როგორ გჭირდება, კარგად დაგაკვალიანებს და აგარჩევინებს იმას რაც შენ გინდა


პს. ოღონდ ეხლა 6მდე არ იქნება, ამიტომ ესე 6-7-8ში მიაკითხე ან მერე როცა გინდა

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:36
by Kakha
Joppy
ნუ დაიზარებ ეს ბმული ნახე http://www.birding-georgia.com/equipment.php

ეგენი ყიდიან, ყოველ შემთხვევაში ასე წერენ, Eureka-ს აღჭურვილობას. მე მაქვს ერთი ეურეკას ძველისძველი კარავი და ძალზე კმაყოფილი ვარ.

მითითებულ ბმულზე რომ შეხვალ ნახე(ანუ გადაგი შემდეგ ბმულზე) LIST OF PRESENT ITEMS და კიდევ ამაზე TENTS

2 კაციანი კარავი

Posted: 02 აპრ 2009, 16:56
by Joppy
saskva
დიიიდი მადლობა... აუცილებლად შევუვლი!
Kakha
გმადლობთ 8)