ციფრულის ყიდვა მინდა!!!

სამოგზაურო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა

Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika

User avatar
CHAKRULO
ბოდიალა
Posts: 273
Joined: 20 იან 2006, 19:23
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by CHAKRULO » 26 ივლ 2007, 14:23

გამარჯობათ ხალხნო,

ძალიან მინდა რომ კარგი აპარატი ვიყიდო, ციფრული, კარგი ოპტიკითა და სიყვარულით, აღმადაღმა სიარული მიწევს საქართველოში და ლამაზი სურათების გადაღებამ ძალიან გამიტაცა, რაშიც ჩემს ხელთ აწ უკვე არსებული ოლიმპუსი ვერ მიწყობს ხელს :)

ვიყიდი ასე 800-1000 ლარის ფარგლებში ;) კარგი იყოს ოღონდ და ხაშლამას ნუ მამთხოვს ყოველ დღე :D

ჩემი ნომერია 899 56 71 31
ნომერს იმიტო ვწერ რომ ინტერნეტი არ მაქვს ხოლმე და აქ შეილება კაი ხანი ვეღAრ შევძლო შემოსვლა და თუ მსურველი იქნებით რომ მომყიდოთ კაი აპარატი, შემომეხმიანეთ რააა :)

ღმერთს ებარებოდეთ,


ბექა გონაშვილი
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by popins » 26 ივლ 2007, 14:29

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1347

აბა ეს ნახე გენაცვა! :lol:
lenchiamal

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by ლეონტი » 26 ივლ 2007, 14:32

გამოდის 600 დოლარი გაქვს და გინდა ნახევრად პროპესიონალ კამერა.
გამოვა რაღაც.
და აქ რატო დაწერე , რა ნახმარი გინდა?
მე არ გირჩევ.
ისე ქალაქშ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება.
მაგასაც არ გირჩევ.
გარანტია მინიმუმ 2 წლამდე იდეალურია.
რა იცი რა ხდება.
ამიტომ ოფიციალური და სოლიდური გამყიდველი გინდა.
ერთ ერთი რაც მახსენდება ალტაში ქენონია, თუ ვინმეს დააბარებ ევროპაში ან ამერიკაში, უფრო იაფი გამოგივა, ესე 100-150 დოლარით.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by ლეონტი » 26 ივლ 2007, 14:43

ალტაში ვნახე და მარტო ესა აქვთ სერიოზულებიდან დარჩენილი:
Image
მაგრამ 1000$ ზე მეტი ღირს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by guruli » 26 ივლ 2007, 19:56

CHAKRULO
ბექა გონაშვილი
ჩაქრით შენა და შენი ოლიმპუსი! :lol: სად იკარგები, ჰა? :evil: აქაოდა, ზუმბასთან ერთად მთელი საქართველო მოიარე არტ-გენის ტურებზე, კარაველები აღარ უნდა გვიკადრო, ლაშქრობებში არ უნდა დაგვემგზავრო და შენი ხალხურები არ უნდა მაგვასმენინო, ჯო? :evil: წამო 4 აგვისტოს თუშეთში... :wink:

User avatar
CHAKRULO
ბოდიალა
Posts: 273
Joined: 20 იან 2006, 19:23
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by CHAKRULO » 30 ივლ 2007, 14:42

გაიხარეთ, დიდი მადლობა აქტიურობისთვის ;)

უკვე ვიყიდე ფუჯიფილმის აპარატი, მე მომეწონა, მგონი კარგია ;)
680$ გამოვიდა კიდობანში რააა :)

გუშინ სიღნაღში გადვიღე სურათები, ერთი დისკომფორტი მექმნება, ბატარიები ვერა მყოფნის და ახლა დამატებით კიდე 4 უნდა ვიყიდო რო შევანაცვლო ხოლმე :(


გურულო,
რაღა 4-ში მიდიხაღთ??? 4-ში შაორზე კონცერტი გვაქვს :(((((
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი

User avatar
CHAKRULO
ბოდიალა
Posts: 273
Joined: 20 იან 2006, 19:23
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by CHAKRULO » 30 ივლ 2007, 14:42

http://www.dpreview.com/news/0608/06082412fujis9600.asp

აი ეს აპარატი ვისყიდევი ;)
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by ლეონტი » 09 ოქტ 2007, 20:43

ოპტიკა ცოტა სუსტია, ცოოტა, საერთოში კი ფასის გათვალისწინებით წარმატებული შენაძენია.
მოგილოცავ.

User avatar
MiXaKo
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 13 სექ 2007, 14:52
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by MiXaKo » 17 დეკ 2007, 01:49

ბარემ აქვე ვიკითხავ ახალი თემის გახსნას:)

პირველ კითხვაზე არ მიპასუხეთ და ამაზე მაინც გამეცით პასუხი

ეს სონი ვიყიდო 450$-ად
http://www.amazon.com/Sony-Cybershot-Di ... 380&sr=1-3

თუ

ეს ქენონი 570$-ად
http://www.amazon.com/Canon-PowerShot-D ... 307&sr=1-1

რას მირჩევთ?

თუ ჩაკრულომ რაც იყიდა ეგ Fუჯი უკეთესი ვარიანტია? :)
ეს ხიროსიმა კიდევ ჰო, მარა ამ ნაგასაკის რაღას ერჩოდნენ ტო?!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by Mao » 17 დეკ 2007, 02:01

MiXaKo
მოკლედ... სონი, რომელიც პირველ ლინკშია, ძალიან მაგარია, მაგრამ არის აქ მეორე მომენტი, ქენინი ზოგადად ფოტოაპარატების ფირმაა... ეხლა აგიხსნი მოკლედ... სონის ლინზები საკმაოდ სუსტია, ლინზა ყოველ 2 წელიწადში (წესით) უნდა გამოიცვალოს (ციფრულის) აი ქენონის შედარებით კარგია... ორივე პროფესიონალური აპარატია, გააჩნია შენ რისთვის გინდა, მენიუ სონის უფრო ნაკლებშესაძლებლობების აქვს ქენონთან შედარებით :)
ხოდა მოკლედ შენთვითონ გადაწყვიტე რომელი გინდა
მე ორი ვე მომწონს, უბრალოდ თუ ნახმარია კარგად უნდა გასინჯო ასე ზეპირად არ იყიდო, შეიძლება რომელიმე ისეთი ფუნქცია ჰქონდეს გაუქმებული რომ საერთოდ არ გამოგადგეს აპარატი...
together on the top!!

User avatar
MiXaKo
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 13 სექ 2007, 14:52
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by MiXaKo » 17 დეკ 2007, 03:23

Mao
მოკლედ... სონი, რომელიც პირველ ლინკშია, ძალიან მაგარია, მაგრამ არის აქ მეორე მომენტი, ქენინი ზოგადად ფოტოაპარატების ფირმაა... ეხლა აგიხსნი მოკლედ... სონის ლინზები საკმაოდ სუსტია, ლინზა ყოველ 2 წელიწადში (წესით) უნდა გამოიცვალოს (ციფრულის) აი ქენონის შედარებით კარგია... ორივე პროფესიონალური აპარატია, გააჩნია შენ რისთვის გინდა, მენიუ სონის უფრო ნაკლებშესაძლებლობების აქვს ქენონთან შედარებით
ხოდა მოკლედ შენთვითონ გადაწყვიტე რომელი გინდა
მე ორი ვე მომწონს
ანუ ადრე თუ გვიან ლინზა გამოსაცვლელი მექნება ყველა ვარიანტში? და ეგ რთული პროცედურაა? იყიდება ასე ცალკე ლინზებია? დაახლოებით რა ეღირება? :)

ხო მენიუ რაც მინახავს სონის და ქენონის (სხვა მოდელების, ეს მოდელები არ გამიქექია ჯერ), ქენონს თითქოს უფრო მეტი ფუნქციები აქვს. მე რაღაცნაირად ქენონისკენ ვიხრები, მარა ერთადერთი ის არ მომწონს რო უკან ეკრანი მოძრავი აქვს და მეშინია არაფერი დაემართოს :)
თუ ნახმარია კარგად უნდა გასინჯო ასე ზეპირად არ იყიდო, შეიძლება რომელიმე ისეთი ფუნქცია ჰქონდეს გაუქმებული რომ საერთოდ არ გამოგადგეს აპარატი...
არა, ნახმარს არ ვყიდულობ. ახალი ღირს ის ფასი რაც დავწერე:)
ეს ხიროსიმა კიდევ ჰო, მარა ამ ნაგასაკის რაღას ერჩოდნენ ტო?!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by lama » 17 დეკ 2007, 10:22

ეს თემაც ისე შეუსაბამოა კარავი.გე სთან თუ ვცდები :?: :roll: :roll: :?:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
MiXaKo
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 13 სექ 2007, 14:52
Contact:
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by MiXaKo » 17 დეკ 2007, 22:16

lama
ეს თემაც ისე შეუსაბამოა კარავი.გე სთან თუ ვცდები
რა ვიცი, გააჩნია. კარავზე და სპალნიკზე არაა თემა მარა, მგონი არც არაფერი დაშავდა რო რაცხა მირჩიეს :) ფოტოაპარატიც ხო ერთ-ერთი ატრიბუტია პახოდის, ელმავალის უკანა ხიდზე ხო არაა თემა :lol:

ველოსიპედებს და თხილამურებს თუ ცაკლე განყოფილებები დავუთმეთ, რა მოხდა რო ფოტოაპარატზეც ვისაუბროთ ზოგიერთ თემაში :)
ეს ხიროსიმა კიდევ ჰო, მარა ამ ნაგასაკის რაღას ერჩოდნენ ტო?!

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by mika » 17 დეკ 2007, 23:00

MiXaKo
აქ ყიდულობ თუ მაერიკაში.....

ესეიგი თუ გაქვს 500$ და ყიდულკობ ამერიკასი გირჩევ

1. panasonic FZ50
2. fuji S9100 (9600)
3. Canon PowerShot G9
4. canon S5IS

sony sheeshvi :D
medical student

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ციფრულის ყიდვა მინდა!!!

Post by mika » 17 დეკ 2007, 23:01

თუ აქ ყიდულობ აქ ყველაპერი 200-300$ ძვირი ღირს.
medical student

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]