Page 1 of 2

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 20 მარ 2007, 18:50
by guruli
ამ თემის გახსნა "ფლორა და ფაუნაში" მინდოდა, მაგრამ გული მიგრძნობს, ამინც აქეთ მოუწევს გადმოტანა და ბარემ აქვე ვილაპარაკოთ.
მისი გახსნა ხეების დარგვის თემაში წადისკუსიებამ მაიძულა. როგორც აღმოჩნდა, კარაველთა ცოდნა-შესაძლებლობები ამ სფეროშიც დიდია და აქ გავუზიაროთ ერთმანეთს გამნოცდილება იმის სესახებ, სად შეიძლება შევიძინოთ ეგზოტიკური, ქართული რეალობისთვის უცხო, ანდაც, უბრალოდ, ლამაზი და სასარგებლო მცენარეები. აქაურები ნატურალისტებიც ვართ და ყველას გვეცოდინება ასეთი ადგილები. მე მაგალითად, გაფაციცებით ვეძებ შაქრის ხეს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სანერგე მეურნეობას ჰქონდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მაშინ ნერგებს ვერ მივუსწარი და მას მერე ველოდები. ასევე ვიცი ოჯახი სამტრედიაში (უფრო სწორად, მისამართი დამავიწყდა, მაგრამ იქამდე თუ ჩავედი, იმედია, მივაგნებ), რომელიც ჰყიდდა კარაქის ხეებს. მისი ნაყოფი ფორმით და ფერით თითქმის არ განსხვავდება ორმოსავალა თეთრი ლეღვის ნაყოფისგან, გემოთი - კარაქისგან. :lol: ვიცი, რომ ასეთი ადგილები თბილისშიც და საქართველოშიც არსებობს აქა-იქ და ველოდები თქვენს აქტიურობას.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 20 მარ 2007, 19:16
by Varvara
guruli

შაქრის ხე, კარაქის ხე - პურის ხე გვინდა ერთი :D :D :D :D :D :D :D :D

ეს ხუმრობით. ისე, ზეთის ხილის ხეებს სად ყიდიან ის ვიცი.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 20 მარ 2007, 19:29
by guruli
Varvara
საქმეც მაგაშია, პირდაპირ ეზოში, ხეებზე რომ ისადილებ თუ ივახშმებ.
ზეთისხილის ხეები ბაზრობებზე არ შემხვედრია, მაგრამ მგონი, სანერგე მეურნეობებში უნდა ჰქონდეთ. კონკრეტულად, თბილისის ზღვაზე.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 09:50
by Kakha
Varvara
რომ წერდი ნუჩუბიძის 5-ე პლატოს შემდეგ კარგი სანერგეაო, როგორ მივაგნო რამე ნიშანი აქვთ თუ კითხვა-კიტხვით.

გარდა ამისა თუ იცი რას ყიდიან. კიპარისი მინდა მაგრამ ისეთი სანთელივით რომ იზრდება. ვიცი ძალზე დიდი ხანიდასჭირდება მის გაზრდას მაგრამ მაინც მინდა დავრგა ჩემს აგარაკზე.

ჰო - ნეკერჩხლიც მინდა.

კიდევ გამიგია სადღაც გორთანაა კარგი სანერგეო, ტრასიდან ახლოსო, ხომ არ იცი სადაა რას ყიდიან იქ.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 10:09
by lama
Kakha wrote:Varvara
კიდევ გამიგია სადღაც გორთანაა კარგი სანერგეო, ტრასიდან ახლოსო, ხომ არ იცი სადაა რას ყიდიან იქ.
ალბათ ვაშლს ან ატამს ;) :) :D

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 10:10
by Bocho
lama
და კიდევ, კონტრაბანდულ "სალიარკას" :P

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 10:11
by Bocho
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ შაბათ-კვირას არაფერი ხდება? თუ არ წამოვალ გაგაცილებთ მაინც :P :lol: :D

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 10:16
by lama
Bocho
შენ, მოდი გაცილებას მოეშვი და წამოდი ჩვენთან ერთად....

გასაგებია!!!!!!!!!!!!!!

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 11:03
by Bocho
lama
:P სიამოვნებით. ამ შაბათ-კვირას არაფერს ვგეგმავთ?

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 11:10
by Varvara
guruli

ზეთისხილის ხეები ბაზრობებზე არ შემხვედრია, მაგრამ მგონი, სანერგე მეურნეობებში უნდა ჰქონდეთ. კონკრეტულად, თბილისის ზღვაზე.
კი, მართალი ხარ, ზუსტად მანდ აქვთ.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 11:15
by lama
Bocho
და შენ რომ დაგეგმო რა მოხდება ????


მიდი ველი შენს ვარიანტს :)

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 11:16
by Varvara
Kakha
რომ წერდი ნუჩუბიძის 5-ე პლატოს შემდეგ კარგი სანერგეაო, როგორ მივაგნო რამე ნიშანი აქვთ თუ კითხვა-კიტხვით.

გარდა ამისა თუ იცი რას ყიდიან. კიპარისი მინდა მაგრამ ისეთი სანთელივით რომ იზრდება. ვიცი ძალზე დიდი ხანიდასჭირდება მის გაზრდას მაგრამ მაინც მინდა დავრგა ჩემს აგარაკზე
ბავშვთა სოფელი ხომ იცი სადაც არის?(მეხუთე პლატოს ბოლოშია). იქამდე არ მისული გზიდან არის მარცხნივ ჩასახვევი - გადახურულ სათბურებს დაინახავ. იქ არის სანერგე.

კიპარისი არ მახსოვს, მაგრამ აქვთ ე.წ. штамбовые розы

მასეთი კიპარისი, შენ რომ გინდა ბაზარში შეგიძლია იშოვო

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 11:36
by guruli
Kakha
კიპარისი მინდა მაგრამ ისეთი სანთელივით რომ იზრდება.
თბილისის ზღვაზე ეგენიც აქვთ. მთლად სანთელივით რამდენად იზრდება, ვერ გეტყვი, მაგრამ აქვთ. თუ არადა, ბაზრობაზე აუცილებლად ექნებათ.
მე გირჩევ, ეზოში აუკუბაც დარგო - ლამაზია და არც ძვირია. ბაზრობაზე 5 ლარად მოზრდილ ბუჩქს იყიდი. გეცოდინება ეგ - მარადმწვანე მცენარეა, ფოთლებზე ყვიტელი წინწკლებით. მგონი, პატარა თეთრ ყვავილებსაც იკეთებს, მაგრამ რომც არ იკეთებდეს, ფოთლების გამო ღირს.
კიდევ გამიგია სადღაც გორთანაა კარგი სანერგეო, ტრასიდან ახლოსო, ხომ არ იცი სადაა რას ყიდიან იქ.
გორთან არ ვიცი, მაგრამ ქარელის გადასახვევზე კია სანერგე. აი, "ქარელი" რომ აწერია მაღალ სვეტზე, მანდვეა, ზედ ტრასაზე. ტრასიდან რაც ჩანს, ატმეულის და ვაშლის ნერგებს ჰგავს მოწითალო ფერით, ახლოდან კი არასოდეს მინახავს. თან, იქ პირდაპირ მიწიდან ამოგიღებენ და მაშინვე ჩარგავ. ბაზარში ნაყიდს ამითი ჯობია.
და კიდეც - სათბურის ნერგებს ღია გრუნტისა გერჩივნოს - ისინი უფრო სათუთებია.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 13:17
by Kakha
Varvara
guruli
დიდი მადლობა.

რაც შეეხება გორთან სანერგეს, რაღაც ბუნდოვნათ მახსოვს რომ ცხინვალის გადასახვევზე იყო ლაპარაკი, დაახლოებით რესტორან ვენეციასთან და იმითია გამორჩეულიო რომ ვერცხლისფერი ნაძვები აქვთო. იმიტომ ვიკითხე რომ ვინმეს უფრო ზუსტად შეიძლება სცოდნოდა.

ეგზოტიკური მცენარეები - სად შეიძლება ვიყიდოთ?

Posted: 21 მარ 2007, 13:35
by guruli
Kakha
დაახლოებით რესტორან ვენეციასთან და იმითია გამორჩეულიო რომ ვერცხლისფერი ნაძვები აქვთო.
ოოო, ეგ ძაან მაგარი რამეა. :P :P