სამოგზაურო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა
Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika
-
amigo
- მაწანწალა
- Posts: 954
- Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Post
by amigo » 16 ოქტ 2010, 11:31
ჩემს პაჯერო იო-ს არ აქვს საწვიმარი. კარების თავზე რომ არის ხოლმე დამაგრებული აი ის. ამის გამო წვიმიან ამინდში ფაქტიურად ფანჯარას ვერ ვწევ ქვემოთ, მომენტალურად შემოდის წყალი, თან ამ მანქანას ისეთი ფორმა აქვს რომ წყალი პირდაპირ მოჟონავს გემრიელად
ვეძებე ბაზრობებზე და ვერსად ვნახე ეს საწვიმარი. ხომ არ იცით ვინმემ სად შეიძლება შევიძინო? 4 კარიანი პაჯერო იო მყავს.
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 16 ოქტ 2010, 11:48
ადრე www.myauto.ge-ზე ვნახე 80$ ყიდდა ვირაც. გადაათვალიერე ავტონაწილების განყოფილება, იქნებ იყოს ისევ. თუ არადა თემქაზე იმ აფერისტ გელას ექნება, დაურეკე, 9მაგ ფასს გეტყვის ოღონდ

Keep Smiling...
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 16 ოქტ 2010, 11:52
Keep Smiling...
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 16 ოქტ 2010, 21:30
უი, მაგას მეც ვეძებ. თან მარტო მარჯვენას, მაგრამ 80$ ცოტა არ იყოს ძვირია...
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 16 ოქტ 2010, 23:28
Naia
მოიცა, არც შენსას არ აქვს??

ჰო, ცოტა კი არა, ძალიან მეძვირება, 2 ცალი პლასტმასია რა
Keep Smiling...
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 17 ოქტ 2010, 01:16
keto
ჰქონდა, მაგრამ ყინულზე სრიალის დროს დამიზიანდა

-
Mariam
- მაწანწალა
- Posts: 521
- Joined: 20 სექ 2007, 22:49
Post
by Mariam » 17 ოქტ 2010, 13:35
მიცუბიშის ნაწილებს მე ამათთან ვყიდულობ ხოლმე. ძვირია თუ იაფია არ ვიცი, უბრალოდ რამდენჯერმე სხვაგან ვერ ვიშოვე და ამათ ჰქონდათ.
899 97 79 34 ვალერი
899 10 01 12 ლევანი
ქუთაისის თუ სამტრედიის თუ რაღაცის ქუჩა რომაა წერეთლის გადაკვეთაზე, იქ აქვთ მაღაზია.
ბოლო დროს ქვევრს სადღაც სანზონაში დაჰყავს ხოლმე ჩვენი მანქანა, როცა რამე დასჭირდება. მე არ ვყოფილვარ და ზუსტი მისამართი არ ვიცი. როგორც ამბობს, უამრავი დაშლილი იო აქვთო და რამე რომ დასჭირდებათ, რომელიმე მანქანას მოაძრობენ და დაგიყენებენო. მარტო იო-ზე მუშაობენო მგონი.
გიორგი რომ ჩამოვა იტალიიდან, დეტალებს დავაზუსტებ.
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით

-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 17 ოქტ 2010, 16:41
Mariam
Naia
ეს ლევანი ოფროუდერი Lევანია, ნაი, ჩვენ რომ ვიცნობთ ის. იქ, სანზონაში მართლა ყველაფერი აქვთ, მაგრამ საშინლად მეძვირეები არიან

(
Last edited by
keto on 17 ოქტ 2010, 23:23, edited 1 time in total.
Keep Smiling...
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 17 ოქტ 2010, 23:20
ლევანის ახლები აქვს, ცხადია ისე იაფად ვერ მოგცემთ როგორც ნახმარს, მარა არც ნაგავს შეგტენით ძვირად, არ მოგატყუებთ.
აცხა ღორებო

-
nagli33
- მაწანწალა
- Posts: 585
- Joined: 25 მაი 2010, 21:21
Post
by nagli33 » 17 ოქტ 2010, 23:46
Mariam wrote:მიცუბიშის ნაწილებს მე ამათთან ვყიდულობ ხოლმე. ძვირია თუ იაფია არ ვიცი, უბრალოდ რამდენჯერმე სხვაგან ვერ ვიშოვე და ამათ ჰქონდათ.
899 97 79 34 ვალერი
899 10 01 12 ლევანი
ქუთაისის თუ სამტრედიის თუ რაღაცის ქუჩა რომაა წერეთლის გადაკვეთაზე, იქ აქვთ მაღაზია.
ბოლო დროს ქვევრს სადღაც სანზონაში დაჰყავს ხოლმე ჩვენი მანქანა, როცა რამე დასჭირდება. მე არ ვყოფილვარ და ზუსტი მისამართი არ ვიცი. როგორც ამბობს, უამრავი დაშლილი იო აქვთო და რამე რომ დასჭირდებათ, რომელიმე მანქანას მოაძრობენ და დაგიყენებენო. მარტო იო-ზე მუშაობენო მგონი.
გიორგი რომ ჩამოვა იტალიიდან, დეტალებს დავაზუსტებ.
ხო სანზონაშია კაი გემრიელი ბაზრობა (დაშლილები 2):D
ფეიქრების ქუჩაა,
-
amigo
- მაწანწალა
- Posts: 954
- Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Post
by amigo » 21 ოქტ 2010, 10:30
გმადლობთ გამოხმაურებისთვის,
სანზონაში გელას არ აქვს, მითხრა, მხოლოდ 2 კარიანი პაჯერო იოსთვის მაქვსო

ქუთაისის ქუჩაზეც არ აქვთ (ლევანთან)
nagli33
ფეიქრების ქუჩაზე არ ვიცი, მე სანზონაში ლუკოილის ბენზოგასამართი სადგურის უკან რომ არის დაშლილები იქ ვურეკავ ხოლმე გელას. ფეიქრების ქუჩა გლდანის ხიდებთან არ არის?
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 21 ოქტ 2010, 14:04
amigo
კი, მანდაა ფეიქრების ქუჩა სადაც ამბობ, გლდანის ხიდებთან. მთავარი გზის რომელიც სანზონას აკავშირებს გლდნთან (სახელი დამავიწყდა) პარალელურია ქუჩაა მტკვრის მხარეს.