meleksa
მე გირჩევ შემდეგს: დაიარო მშ. ხიდი და დაათვალიერო საფუძვლიანად სატევრის პირები. სატევრის პირები მანდ ოხრადაა სა ფასები 30-დან 500 ლარამდე მერყეობს. რა თქმა უნდა მზა სატევარის შეგიძლია შეიძინო, მაგრამ ცოტა არ იყოს ძვირა, თუმცა სიძვირეზე არ დაობენ
![Wink :wink:](./images/smilies/icon_wink.gif)
მათი ფასები 300 ლარიდან იწყება 2000 დოლარამდე. მინდა გითხრა, რომ მანდ ზოგჯერ ქართული მჭედლობის ნამდვილ მარგალიტებს შევხვედრივარ, მაგალითად მინახავს "შეწირული" სატევატი, მინახავს ესაია გურიელის სატევარი და სხვ. მე ამჟამად მეგრულ-აზური პირებითა ვარ დაინტერესებული, რომელთა შოვნა მანდაცაა შესაძლებელი. მოკლედ შეარჩიე რაიმე ძველი პირი და მერე დაბლა(ტრასის პირას სურათებს რომ ყიდიან) იკითხე ანზორი, რომელიც სატევრის პირებს ტარებსა და ქარქაშებს უკეთებს. ამ ყველაფრის ფასი დაახლოებით 70 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. მოკლედ ჩემი გამოთვლით შენ შეგიძლია სულ რაღაც 200 ლარად კაი სატევარი გაინაღდო. ამ ყოველივეს მერე ერთი კაი ჩოხა-ახალუხიც მიაყოლე და კაცი ხარ კაცური
მოკლედ ასეა. ასევე შეგიძლია პირდაპირ მჭედელს დაუკავშირდე კახეთში, რომელიც დაახლ. 300 ლარად გამოგიჭედავს სატევარს თავისი ქარქაშით, მაგრამ სად ძველი პირი და სად ახალი, თუმცა მე ახალიც გამოვაჭედინე და ძველებიცა მაქვს ბლომად. დანა, ბებუთი, ყამა და ჩელტი კაია და აუცილებელიც კი, მაგრამ სად სატევარი რომ გარტყია წელზე და სად ჩელტი. მე მაგალითად მაქვს ძალიან მაგარი ჩელტი, რომელიც ცხონებული კახა ზარნაძის მიერაა გამოჭედილი. აი არჩილ დაკოტელის თემას თუ გადაავლებ თვალს(ქართული იარაღი) იქ ნახავ ამ ყველაფერს, თუმცა ჩემს თემაშიცა დევს შენთვის საინტერესო მასალა"დამღები ქვევრებზე, იარაღზე და სხვა ჭურჭელზე". მშრალ ხიდზე ბერი საინტერესო მასალაა, მაგრამ ფრთხილად იყავი, რადგან მანდვე ბევრი "პადდელკაა" და ისე შემოგასაღებენ ამ უკანასკნელს, რომ ვერც გაიგებ, თუმცა ეს ყველაფერი ძვირფას სატევრებს ეხება და მხოლოდ პირებზე არ ვრცელდება გარდა იშვიათისა.