Page 1 of 6

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 31 მარ 2005, 14:32
by Gvalva
მეგობრებო,

ახლოვდება ფორუმის დაბადების დღე, 16 აპრილი, რომელიც საბედნიეროდ შაბათ დღეს ემთხვევა.

სხვა როგორ უნდა ავღნიშნოთ ეს დღე თუ არა გასვლითი ღონისძიებით!!!

მოდით, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობის მიღების, აქედანვე მოვემზადოთ, გავთავისუფლდეთ გადაუდებელი საქმეებისგან და ღირსეულად შევხვდეთ მას. :)

წამოაყენეთ ერთდღიანი გასვლის თქვენი ვარიანტები და განვიხილოთ.

P.S. ამინდი ალბათ ჯერ არ იქნება, მარა მოდით ამ ერთ დღეს ამინდის მიუხედავად აუცილებლად გავიდეთ.

*******
გადაწყვეტილება:

შეხვედრის ადგილი და დროა შაბათს, 16 აპრილს, 8.30 სამთო ქიმიასთან, მივდივართ შიომღვიმში, ავალთ სხალტბაში და დავბრუნდებით წეროვანიდან.

სასურველია: წყალი და რამე საჭმელი, საწვიმარი თუ გაქვთ. ფეხსაცმელის შერჩევისას კიდევ ერთხელ გადაათვალიერეთ ამ თემაში განთავსებული სურათები.

კარგი განწყობა თუ გაქვთ წამოიღეთ, თუ არა იქ უზრუნველგყობთ :)

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 31 მარ 2005, 14:51
by Druides
საინტერსო წინადადადებაა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა დავამთხვიოთ 16 აპრილს რადგან თუ ეს სამუშაო დღეა ზოგიერთები დაიწყებენ წუწუნს.
მივესალმები თქვენს იდეას. საინტერესო იქნება თან თუ კახა იქნება თამადა მაგარი გაგვბურღავს :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 31 მარ 2005, 14:53
by Druides
ეს რა მიმიწერია სამუშაო დღეო აწი ყურადღებით წავიკითხავ ესეთ საინტერესო ამბებს.

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 02 აპრ 2005, 14:01
by Guka-David Gilmour
16 აპრილს ვულოცავ ყველა ფორუმის წევრს :lol:

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 04 აპრ 2005, 11:32
by kotetbeli
ოოო, მადლობა, მადლობა... :lol: :lol: :lol:
ეხლა სერიოზულად: 1)შაბათი რომც არ ყოფილიყო დავამთხვევდით... :D
2)ლომისის ლაშქრობა, რომელიც თითქმის ყველა მოლაშქრის მიერ გადაუდებელი საქმეებისგან გათავისუფლების ხარჯზე შედგა ყველას გვახსოვს, ანუ მაგის კარგი პრაქტიკაც ქვაქვს... :lol:
3)უამინდობაში ლაშქრობის პრაქტიკას ნუღარ იტყვით... ფშავიდან ჩამოსულები კინაღამ მართლა სველი ბოტასებით დავდიოდით უნივერსიტეტში- ასე უფო ასწორებსო... :lol: :lol: :lol:
4)მთავარია სურვილი :!: :D

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 05 აპრ 2005, 15:16
by Niniset
ფშავიდან ჩამოსულები კინაღამ მართლა სველი ბოტასებით დავდიოდით უნივერსიტეტში- ასე უფო ასწორებსო...
მაგას კიდე რა უჭირს, მთავარია ყურებიდან არ ვასხამდეთ წყალს.............
კარგი იქნებოდა სამშვილდეში, ფიტარეთში ან წუღრუღაშენში წავსულიყავით... ეს ჩემი აზრია და აბა თქვენ იცით როგორ მიიღებთ :D :D :D

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 06 აპრ 2005, 14:56
by Wanderer
flora
აი საღოოოოოოოოლ ! :)
კარგი იქნებოდა სამშვილდეში, ფიტარეთში ან წუღრუღაშენში წავსულიყავით...
სხვათა შორის, არცერთგან ნამყოფი არა ვარ ! ამიტომ ხმას ვაძლევ სამივე ვარიანტს !!!

სამშვილდე, ფიტარეთი ან წუღრუღაშენი
ხალხო, აბა იაქტიურეთ და რომელიმე ვარიანტი შევარჩიოთ.

ცნობისათვის: უახლოესი 2 კვირის განმავლობაში კარგი ამინდებია მოსალოდნელი !!! ასე რომ ამინდი ხელს არ შეგვიშლის.

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 08 აპრ 2005, 11:13
by Druides
ფიტარეთი ძაან მაგარია უბაროლოდ მაშინ ძალიან დილით ადრე უნდა ავდგეთ

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 08 აპრ 2005, 21:14
by Nika
სამშვილდე, ფიტარეთი ან წუღრუღაშენი
სამშვილდე ძაან მაგარია. აქ ფოტო როგორ დავდო ჯერ ვერ ვნახე თორე დავდებდი. მანამდე ბმული: Image
ეს კიდე წუღრუღაშენი. უი აგერ გავიგე ფოტო როგორ დავდო :)

Image

აი ფიტარეთში კიდე არ ვარ ნამყოფი. მარა ახლა მანდ მგონი ძნელი იქნება მისვლა. ხრამი ადიდებული იქნება.

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 08 აპრ 2005, 23:05
by Gvalva
ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით ასეთი მოსაზრებები მაქვს, იქნებ მოგეწონოთ :)

გავითვალისწინოთ რომ ვინმე პირველად იქნება ლაშქობაში. ამიტომ ის: არ უნდა ჩამოვარდეს, უნდა დაიღალოს, სადმე აფოფხება სცადოს და ვერ აფოფხდეს, მერე გამოცდილი ვინმე, ვთქვათ koza-nostra ;), დაეხმაროს, ფეხსაცმელი გადახტომისას წყალში დაუსველდეს და ა.შ. (ბოლო ვიხუმრე :))

ახლა ამოცანა გვეკითხება, რომელია ასეთი ადგილი :)

მაგრამ თუ პირველად წამომსვლელები არ იქნებიან, ეს ამდენი სულ ტყუილად ვწერე :oops:

P.S. წუღრუღაშენი ძალიან ლამაზი ყოფილა!

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 09 აპრ 2005, 11:16
by lama
მეგობრებო გიხაროდენ :D :lol: :D :D :P :P მარშუტი მოფიქრებულიაააააააააააააააა ეს არის კახეტის მხარეში არსებული ულამაზესი მონასტერი რომლის სახელია საბაწმინდის მონასტერი რომელიც გახლავთ XIV საუკუნის ულამაზესი არქიტექტურული ძეგლი.
აბა თქვენ იცით მეგობრებო წინ კახეთისკენ ჰერი ჰერიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :D :lol: :o :) :lol: :P :P

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 09 აპრ 2005, 12:15
by Wanderer
kaxa
ოეოეოეეეეეეეე. რა დღეში ხარ ბიჭო !!!!!
მარშრუტი მართლაც მოფიქრებულია, მაგრამ არა ეგ, რომელსაც შენ ყვირიხარ, არამედ ფიტარეთი .
ასე რომ მივდივართ ფიტარეთში.

სხვათაშორის, ეგ საბაწმინდის მონასტერი დიდი ვერაფერიშვილი სანახავია და თანაც შუა სოფელშია. ასე რომ საკმაოდ ცუდი ვარიანტი შეგირჩევია ძმაო კახა. :)

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 10 აპრ 2005, 15:32
by Nika
Wanderer
ხრამი რო ადიდებული იქნება იქ იცი რომ ხიდი არის? თორე დღეს ზვარედან ჩამოვდეი და ჩხერიმელა რომელზეც ზაფხულობით ისე გადახვალ რომ ფეხებს არ დაისველებ ლამის მტკვარის ხელა იყო. კიდე ერთი. მანდ თუ არის ვინმე ნამყოფი? ჩემი მეზობელი ერთი იყო და შემიძლია დაწვრილებით გამოვკითხო მისვლის ამბები.

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 10 აპრ 2005, 16:00
by Druides
რაც შეეხება ხიდს ის ხიდი დანგრეულია და დარჩენილია 2 ბალკა ანუ 35 სმ რკინის სქელი არმატურა.ძნელი გადსასვლელი არ არის, თუმცა ვისაც სიმაღლის შიში აქვს ცუდად იქნება მაგისი საქმე, მაგრამ ვიმეორებ ძნელი გადსასვლელი არ არის. . თან სოფელ ტანძიადან 7კმ მოგვიწევს აღმართში სიარული, იქიდანაც 7 კმ დაღმართში

ფორუმის დაბადების დღე!!

Posted: 10 აპრ 2005, 16:02
by Druides
ხო დამავიწყდა მეთქვა მანქანა უბრალოდ ვერ გაივლის ხრამი ძალიან დიდი მდინარეა გრუზავიკის გარდა ვერაფერი გავა წყალში.