ახლოვდება ფორუმის დაბადების დღე, 16 აპრილი, რომელიც საბედნიეროდ შაბათ დღეს ემთხვევა.
სხვა როგორ უნდა ავღნიშნოთ ეს დღე თუ არა გასვლითი ღონისძიებით!!!
მოდით, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობის მიღების, აქედანვე მოვემზადოთ, გავთავისუფლდეთ გადაუდებელი საქმეებისგან და ღირსეულად შევხვდეთ მას.

წამოაყენეთ ერთდღიანი გასვლის თქვენი ვარიანტები და განვიხილოთ.
P.S. ამინდი ალბათ ჯერ არ იქნება, მარა მოდით ამ ერთ დღეს ამინდის მიუხედავად აუცილებლად გავიდეთ.
*******
გადაწყვეტილება:
შეხვედრის ადგილი და დროა შაბათს, 16 აპრილს, 8.30 სამთო ქიმიასთან, მივდივართ შიომღვიმში, ავალთ სხალტბაში და დავბრუნდებით წეროვანიდან.
სასურველია: წყალი და რამე საჭმელი, საწვიმარი თუ გაქვთ. ფეხსაცმელის შერჩევისას კიდევ ერთხელ გადაათვალიერეთ ამ თემაში განთავსებული სურათები.
კარგი განწყობა თუ გაქვთ წამოიღეთ, თუ არა იქ უზრუნველგყობთ
