Page 1 of 3
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 09 იან 2007, 21:58
by Eh_Dato
მეც და ჩემთან ერთად 5-6 კაცს გადაწყვეტილი გვაქვს ძველით ახალ წლის ღამეს შევხვდეთ ქალაქგარეთ. სად - ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია კონკრეტულად. ჩემი აზრით, ეს ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას.
1.სარეისო ტრანსპორტის მოძრაობის გზიდან და დასახლებული პუნქტიდან უნდა იყოს არაუმეტეს 2-3 კმ.
2. იყოს ტყე.
3. იყოს თოვლი.
4. იყოს ციხეზე ან ეკლესიასთან.
იდეეებ ვღებულობ.

ვინც შემოგვიერთდება - სიამოვნებით შემოვიერთებთ.
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 09 იან 2007, 23:05
by Giorgi Bagrationi
ამ კრიტერიუმებს ჩემი აზრით ზუსტად პასუხობს ხოფას მონასტერი, რომელიც ახალგორამდე არმისული 3,5 კმ-ში მარჯვნივ გადასახვევიდან 1,9 კმ-შია.
მთავარი ტაძრის გვერდით დიდი სატრაპეზოა. გარშემო თოვლი და ტყეა. დასახლებული პუნქტის რია-რიაც არ შეგაწუხებს. ახალგორის ავტობუსიც დაბარებულივით დადის.
თუ ეს ვარიანტი არ მოგეწონათ სხვას შემოგთავაზებთ.

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 10 იან 2007, 16:57
by Archil
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 00:35
by Eh_Dato
გადაწყვეტილია - ვღებულობ გიორგის რჩევას და მივდივართ ხოფას მონასტერში.
ხვალ დავწერ გასვლისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ.
გასვლა მოხდება
აუცილებლად.
ნებისმიერი კარველი, რომელიც მე და ჩემ თანამგზავრებს შემოგვიერთდება, იქნება სასურველზე სასურველი კამპანია.

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 01:26
by Nika
სათაური ჩავასწორე. სამწუხაროდ ადმინისნაირი ჯადოები არ ვიცი რომ პირველ გვერდზე წითლად დავაწერინო.
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 09:38
by Kakha
გიორგის გაკეთებულ დისკზე ვნახე ხოფას მონასტრის ფოტოები - კარგი რამაა. ნამდვილად ღირს წასვლა მანდ. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო მე ვერ მოდივარ.
წინასწარ გისრუვებთ ბედნიერ ახლა (ძველ) წელს ხოფას მონასტერში
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 11:14
by tekla
Eh_Dato
მე+1 აუცილებლად მოვდივართ

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 12:09
by Archil
Eh_Dato
ღამისთევითაა თუ ერთდღიანი?
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 12:10
by Gvalva
გაწითლება თუ გინდათ, კომუნიზმისადმი ასოციაციები თუ არ გაქვთ, მითხარით და ძალისხმევას არ დავიშურებ

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 12:14
by tekla
Gvalva
გააწითლე, გააწითლე

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 15:41
by ZVIOSULI
minimum ra aucilebeli aRWurviloba iqneba saWiro, spalniki, paraloni.....?
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 15:48
by Eh_Dato
არის 2-დღიანი - ღამისთევით.
შეკრება შაბათს 8-30 დიდუბის ავტოსადგურის უკანა მხარეს, ხელმარჯვნივ არგადასული დიღმის ხიდზე. ლადი ოილის ბენზოგასამართი სადგურის მიმდებარედ.
საჭიროა ისეთი აღჭურვილობა, რაც ღამით ნორმალურად დაძინების საშუალებას მოგცემთ.
ან არ არის საჭირო, თუ მთელი ღამე შეშას შეუკეთებთ და მგლებს დააშინებთ.

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 16:22
by tekla
Eh_Dato
8.30 ადრე არ არის? 10ზეც რომ შევიკრიბოთ, მოვასწრებთ ყველაფერს. საგზალსაც ვიყიდით, დღიტაც ჩავალთ და ბანაკსაც მოვაწესრიგებთ დაბინდებამდე

და სამთო ქიმიასთან რომ შევიკრიბოთ? იოლი მოსაგნებია
სამთრის სპალნიკი და პარალონი ყველასთვის აუცილებელია. ასევე აკრგი იქნება თუ წამოიღებთ ცულს, ქვაბს.
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 17:27
by Archil
კარვებზე როგორ ვართ? საკმარისია?
10 საათი გვიანია, უკვე იკარგება დღე. ყიდვაც ხომაა საჭირო. შეშა შეგვიძლია ვიყიდოთ კიდევაც. ფშავში რომ ვიყავით ბოლოს, შეშაც წავიღეთ და აღარ დაგვჭირდა თოვლში სველი შეშის ძებნა და დანთება. მერე რომ ენთოს, იმისათვის შეიძლება იქვეც შეაგროვო, მაგრამ სველი შეშის იმედად შეიძლება დიდხანს დავრჩეთ მშივრები, გაგვაწვალოს.
ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში
Posted: 11 იან 2007, 18:56
by Nika
ნავთი წაიღეთ ცოტა. დასანთებად კაი რამეა.