Page 1 of 7

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 11:00
by Gvalva
ისეთი ჩახჩახა დღეებია, სადმე რომ არ გავიდეთ არ შეიძლება, 2შიც ვაპირებდი მარა მერე გადავიფიქრე...

გთავაზობთ, შაბათს, 6 იანვარს, გავიაროთ, თოვლიც ვნახოთ, მწვადიც შევწვათ და დავბრუნდეთ მშობლიურ ოჯახებში....

ვინც ალგეთის ექსტრემალურში არ მიდის კარგი დამაშოშმინებელი პრიზი იქნება...

მე მინდა საგურამოს ზემოთ, მთაზე რაღაც ეკლესიააო, დავათში რომ ვიყავით Mrs. Robinsonis პლიუსმა თქვა, იქედან კარგი ხედიაო, სახელი ვერ გავიხსენე, კარავიც ვქექე და ვერ ვიპოვე... ხოდა მე აი იქ მინდა :D, რასაც არ ვიცი რა ქვია და არ ვიცი სად არის :D :D წავიდეთ? :P

აბა რას იტყვით??

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 11:07
by Giorgi Bagrationi
საგურამოს ზევითო ზედაზენი ხომ არ იგულისხმა, საიდანაც მართლაც კარგი ხედია?

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 11:08
by Kakha
მე გონია, ახატანზეა ლაპარაკი. მანდედან მართლა კარგი ხედია. ახატანი პატარა სოფელია საგურამოს თავზე. იქვე აგარაკებად გაცემულ ტერიტორიაზე კარგა ბლომად აგარაკებია. იმის ზემოთ ახალი მონასტერი, აი უკვე იმის ზემოთ ტყეში, უფრო სწორედ ტყის პირას ეთი პატარა დარბაზული ეკლესიაა - ახატანი. ბუნება გარშმო მართლა არაჩვულებრივია (ოღონდ მე მან გვიან გაზაფხულზე ვარ ნამყოფი, როცა გზაში ბლომად ყაყაჩოები იყო). ახლა ამინდს რომ ვუყურებ შეიძლება თოვლი არც იყოს, მაგრამ მაინც ლამაზი იქნება დარწმუნეული ვარ.

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 11:27
by Gvalva
ალბათ ახატანი, ზედაზენი ყოველშემთხვევაში ნამდვილად არა :), და რაღაც "ხ" და "ტ" მეცნობა....

კახა, "ხედი" მე ისე წარმომიდგენია აღმოსავლეთით უნდა იყოს ხო?? ნუ, სამხრეთ-აღმოსავლეთით...

ზედაზენიდან უფრო სამხრეთით არის ხედი, და მაქედან უფრო აღმოსავლეთით უნდა იყოს წესით, ასეა??

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 11:33
by ilia
გუუდ იდეა :D

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 11:56
by Gvalva
გიორგი ბაგრატიონის CD-ს გამოყენებით ყველაფერი გავარკვიე, აი სად მივდივართ, შავი ხაზი უნდა ავიაროთ:

Image

მარტო ის ვერ გავარკვიე ახატანიდან დავათში როგორ გადავიდნენ?? :roll:
დავათს მაგ მხრიდან, როგორც მახსოვს, საკმაოდ ცუდი მისასვლელი აქვს...

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 12:14
by Kakha
ხედი არის სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ - ანუ უფრო თბილისისკენ.

ოღონდ მე როგორც, მახსოვს, რომ მივდიოდით საგურამოს გავცდით, მერე ორიოდ სოფელი გავიარეთ და შემდეგ მივადექით სოფელ ახატანს. გზა მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო. სულ ბოლოში სოფელ ახატანს რომ გაცდები და აგარაკებსაც (და ახალ მონასტერსაც) ტყის პირას ერთი საკმოად დამრეცი აღმართია, სადაც ნაწვიმარზე მანქანას გაუჭირდება. თუმცა აღმარი არაა გრძელი და იქიდან ეკლესიამდე ალბათ ასე კილომეტრზე ნაკლები იქნება.

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 12:20
by Nika
Gvalva
მაგ რუკაზე წითლად მგონი ფეხით ნავალებია ნაჩვენები.

ფოტოებიცაა მანდ და კოორდინატებიც:

grZedi 484589
ganedi 4645963

სამწუხაროდ ეს კოორდინატები ვერა და ვერ გადავიყვანე ჩვენთვის ნაცნობ გრადუსებსა და მინუტებში. :(

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 12:34
by Kakha
Nika
თავის დროზე გიორგის, რომ ვკითხე რა სისტემაშია კოორდინატები-თქო, მოპასუხა ასეთივე სისტემა გუგლ-ერს აქვსო. მე არ შემიმოწმებია, მაგრამ თუ ასეა გუგლში რომ მისცე ეგ კოორდინატები პირაპირ მაგ ადგილზე უნდა დაგსვას
:wink:

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 13:01
by Gvalva
მოიცა, შავი ხაზიც მანქანის გზაა??

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 13:20
by Kakha
მე გონია, რომ შავი ხაზი გზაა. ჯობია საღამოს გადავამოწმო გიორგისთან და გზა თავად მას გამოვკითხო.

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 13:33
by Archil
ilia wrote:გუუდ იდეა :D
მეც ეგრე ვფიქრობ, ალგეთში უცხოებთან ბოდიალს ისევ თქვენთან მირჩევნია

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 13:34
by Gvalva
თავად ეკლესია, "ნ"-ს თავზე მოსახვევი რომ მთავრდება იქაა, მეზარება ახლიდან ატვირთვა

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 14:51
by Nika
Kakha wrote:Nika
თავის დროზე გიორგის, რომ ვკითხე რა სისტემაშია კოორდინატები-თქო, მოპასუხა ასეთივე სისტემა გუგლ-ერს აქვსო. მე არ შემიმოწმებია, მაგრამ თუ ასეა გუგლში რომ მისცე ეგ კოორდინატები პირაპირ მაგ ადგილზე უნდა დაგსვას
:wink:
მერკატორის სისტემაა მგონი. მარა ვერ მივუსადაგე მაინც. ზოგან ზუსტად მაძლევდა. ზოგან არა. გუგლზე არ მინდა მე მინდა ოზიექსპლორერში რო დავსვა.

შაბათს 6 იანვარს

Posted: 03 იან 2007, 14:58
by gobe
Gvalva,
მართლაც რომ შესანიშნავი იდეაა, მაგრამ სამწუხაროდ, სამსახურის შტატი ვიკრიბებით ერთად :? ... თუმცა ვიცი რომ იცით რომ ჩემთვისაც ისევე როგორც სხვა კარ(ა)ველებისთვის Image სულ სხვაა.

Nika wrote:Gvalva
მაგ რუკაზე წითლად მგონი ფეხით ნავალებია ნაჩვენები.

ფოტოებიცაა მანდ და კოორდინატებიც:

grZedi 484589
ganedi 4645963

სამწუხაროდ ეს კოორდინატები ვერა და ვერ გადავიყვანე ჩვენთვის ნაცნობ გრადუსებსა და მინუტებში. :(
Nika,
რად გინდა გადაყვანა, ეგ ხომ მეტრებშია და ჩვენს ხელთ არსებულ 1:50 000, 1:100 000 ტოპოგრაფიულ რუკებზე, რომლებიც გრადუსებთან ერთად კოორდინატთა მეტრულ სისტემაშია მოცემული, ხომ ადვილია X და Y მოძებნა (6 ციფიანი ხომ X-ია და 7 ციფრიანი - Y). თან T-38-ისთვის X-ს წინ ემატება 8, ხოლო T-37-ისთვის - 7). ჩვენს შემთხვევაში გამოდის X-8484589, Y-4645963.

ხოლო, ბოლოსდაბოლოს, თუ გრადუსებში მინდა, გადამყავს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ანდა თვითონ GPS-ში ვუცვლი კოორდინატთა სისტემას - UTM გადამყავს გრადუსებში.