Page 1 of 1
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 10 ნოე 2006, 15:30
by Eh_Dato
რკონში და ლარგვისში მოგზაურობის ფოტოები რომ ვნახე, გულში მაგთის რეკლამასავით შევძახე "მეც მინდა მოგზაურობა".

ამიტომ ამ კვირას მივდივარ გუდარეხში - ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილზე. ალბათ ასე ვიზამ - თეთრიწყარომდე ჩემი მანქანით ავალ, მანქანას თეთრიწყაროშივე ან გუდარეხის გზაზე პატარა სოფელში დავტოვებ და ფეხით გავივლით დაახლოებით 7-8 კმ გზას. ჯერ ზუსტად არ ვიცი - ვინ წამოვა ჩემთან ერთად. შემოგვემატეთ. თქვენთან ერთად - ყოველთვის დიდი სიამოვნებით.

წავიდეთ გუდარეხში
Posted: 10 ნოე 2006, 16:17
by Kakha
Eh_Dato
ზღაპარი იქნება ახლა გუდრეხში, მაგრამ ბოლო სამი კვირაა სახლეში არ ვყოფილვარ, თანაც ლუკას რაგბის თამაშ(ებ)ი აქვს კვირას, ე.წ. რაგბის ფესტივალი როცა პატარები გუნდებს ერთმანეთში ათამაშებენ და რა თქმა უნდა მანდ მივდივართ.
ამინდის პროგნოზი ვნახე - მშვენიური ამინდი უნდა იყოს, მზიანი.
კეთილად გევლოთ.
ჰო, მართლა ნახე ჩვენი შარშარდენდლი გუდარეხში გასვლის ამბავი, ფოტოებზე საორიენტაციო ადბილებია გადაღბული.
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 10 ნოე 2006, 17:50
by Gvalva
Eh_Dato
გზა ვინ იცის?? შაბათს თუ კვირას??
ისე გუდარეხი ძალიან მინდა...
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 11 ნოე 2006, 14:30
by Eh_Dato
კვირააას...

გზა მე ვიცი. ექვსჯერა ვარ ნამყოფი, ოთხჯერ დამებნა გზა და ექვსჯერ მივაგენი.

თან ისეთი უცნაური ადგილია - ეკლესიას რომ დაინახავ - მას მერე გებნევა გზა. ულამაზესი ტყეა და ულამაზესი ადგილი.
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 11 ნოე 2006, 15:15
by meko
აუუუ მეც მინდა გუდარეხშიიი. რითი მიდიხართ, ადგილი თუ გექნებათ 2 ახალი წევრისთვის.

წავიდეთ გუდარეხში
Posted: 12 ნოე 2006, 04:49
by Archil
ბევრი თუ შევგროვდება, მარშუტკის დაქირავებაც შეიძლება მგონია
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 13 ნოე 2006, 08:56
by chuna
ფოტოებს ველოდები! ვიცი გუდარეხი მოგეწონათ! არაჩვეულებრივი დროა შემოდგომის ფერების დასაფიქსირებლად!
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 13 ნოე 2006, 12:07
by tekla
გასვლის დრო და პირობები როდის დაიწერება?

წავიდეთ გუდარეხში
Posted: 13 ნოე 2006, 12:14
by Kakha
tekla
აბა დააკვირდი რა ეწერა ეჰ-დათოს შემოთავაზებაში ამ შაბათ-კვირასო და მერე დააზუსტა კვირასო ანუ გუშინ. დღეს რომ ორშაბათია ხომ არ დაგავიწყდა?
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 19 ნოე 2006, 03:45
by PINKY
Eh_Dato
კეშყ ? ? ?
: )
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 27 ნოე 2006, 16:11
by Gilgamesh
სურათები სად არის???

წავიდეთ გუდარეხში
Posted: 27 ნოე 2006, 16:29
by Kakha
Gilgamesh
მოგესალმები! კეთილი იყოს შენი შემოკარვება. ცოტათი მიიხედ-მოიხედე, დაათვალიერე განყოფილებები. სურათბიც არის და რეპორტაჟიც, მაგრამ იქ სადაც უნდა იყოს. ახედე ზემოთ ამ განყოფილებას ჰქვია ”სამომავლო გეგმები”, ხოლო მონათხრობი ლაშქრობის შესახებ მიდის განყოფილებაში ”ლაშქრობები”. ყოველ გაყოფილებას მოკლედ, ერთი წინადადებით აქვს აღწერა რა უნდა წავიდეს ამა თუ იმ განყოფილებაში.
წავიდეთ გუდარეხში
Posted: 29 ნოე 2006, 14:39
by Gilgamesh
Kakha
გაგიმარჯოს!
ყველაფერი გასაგებია და მადლობას მოგახსენებ რო დამაკვალიანე.
და კიდევ თუ რაიმე ამებნა - მაპატიეთ, ჯერ ხო ახალბედა ვარ აქ !
