Page 1 of 2

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 25 ოქტ 2006, 21:49
by Giorgi Bagrationi
წინასწარ ბოდიშს გიხდით კარგა ხნით დაკარგვის გამო, მაგრამ გუშინ ისეთი საინტერესო იდეა დამესიზმრა (მენდელეევისა არ იყოს), რომ არ მოგითხროდ და პატარა კონკურსი არ გამოვაცხადო არ შემიძლია.

საქმე ეხება ახალი ტიპის ლაშქრობას, რომელიც საქართველოს პირობებში ადვილად განსახორციელებელია და თანაც თამაშის (გეოკეშინგის მსგავად) ელემენტებითაცაა გაჯერებული.

ლაშქრობა-თამაშის (რომლის სახელის საუკეთესო ვარიანტის მოფიქრებაზეც ჯობია კონკურსი გამოვაცხადოთ) პრინციპი შემდეგშია:

აუცილებელი პირობაა რომ მოლაშქრეთა რაოდენობა წყვილ მანქანათა რაოდენობაში ეტეოდეს. ანუ ან 2, ან 4, ან 6 და ა.შ. მანქანით უნდა წავიდეთ. განვიხილავ ყველაზე მარტივ 2 მანქანიან სიტუაციას და პრინციპსაც მიხვდებით. მაგალითად მივდივართ ჯუთა-როშკის მარშრუტზე. ერთი მანქანა მიდის ჯუთაში, მანქანას სოფელში ტოვებს (სანდო ხალხია) და როშკისკენ მიდიან, მეორე კი როშკაში ჩერდება (ასევე სანდო ხალხთან) და ჯუთისკენ მოემართებიან. წინასწარ დათქმულ ადგილას (თუნდაც აბუდელაურის ტბასთან) ჯგუფები ერთმანეთს ხვდებიან (ემოციური, საინტერესო მომენტია) ერთად ათევენ ღამეს და მეორედღეს საზეიმო მანქანების გასაღებების გადაცემის შემდეგ შორდებიან.

თუ ორივე ჯგუფს ექნა JPS-ი, შეიძლება შეხვედრის ადგილად რაიმე წერტილი დაითქვას (ამით გეოკეშინგის ელემენტები გაჩნდება, ოღონდ ნივთების მაგივრად ადამიანები უნდა აღმოაჩინოთ).

ამ ტიპის ლაშქრობის დადებითი მომენტებია:
1. მძღოლი არ "იჩაგრება" და ბოლომდე გადის მარშრუტს.
2. აღარ გჭირდებათ მანქანის დაქირავება (წარმოიდგინეთ რა ძვირი სიამოვნება იქნება მაგალითად არდოთი (ხევსურეთი) - ჯვარბოსელას (თუშეთი) მარშრუტი, სადაც ერთ შემთხვევაში არდოთამდე უნდა იქირაოთ ავტო და თანაც ჯვარბოსელიდანაც ან იშოვით მანქანას ან არა და იქიდანაც თბილისში უნდა ჩამოაღწიოთ).
3. ემოციურად გარდა ბუნებით ტკბობისა "ნანატრი შეხვედრის" წყურვილი გკლავთ.
4. საქართველოში სხვადასხვა სირთული მრავალი ასეთი მარშრუტია (მაგალითად გარდა ზემოთ ნახსენებისა: მანგლისი- კლდეკარი-რკონი, პავლეური-ლომისა-მლეთა, თრუსო-ყელის ტბა-ერეთო, სნოს ხეობა-ჩოხი გუდამაყრისა, საირმე-აბასთუმანი, თონეთი-ბირთვისები-ფარცხისი, ლევიტანა ტანას ხეობაში-აბუხალო ძამაში, და ა.შ.)

ამ ტიპის ლაშქრობის უარყოფითი მომენტებია:
1. ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი :wink:

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი, მოიფიქრეთ რა დავარქვათ და რა პრიზი უნდა ერგოს სახელის მომგონს (თუნდაც პირველ სამ ლაშქრობაში საწვავის თანხა არ დადოს)

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 25 ოქტ 2006, 22:28
by ilia
მოდით ამ თამაშს დავარქვათ .................. შეხვედრა მთაში, რავარია?

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 25 ოქტ 2006, 22:43
by Nika
Giorgi Bagrationi
ვახ ეს იდეა მეც მქონდა როცა პავლეური-ლომისი-მლეთაზე ვფიქრობდი.

ძაან კაი იდეაა.

რაც შეეხება მინუსებს ერთი კი არა მეტია სამწუხაროდ მაგრამ პლიუსები გაცილებით მეტია.

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 25 ოქტ 2006, 23:12
by chuna
Giorgi Bagrationi
თამაშს დავარქვათ "მაო-ძებნე-დუნი"!

მე როგორც გავიგე, შეხვედრის მერე მაო წავა ჩემი მანქანით და მე მაოს მანქანა უნდა ვეძებო!

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 25 ოქტ 2006, 23:55
by Nika
chuna
მეეჭვება შენი მანქანა ხევსურეთში ან თუშეთში გადავიდეს :D

Image

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 00:05
by Giorgi Bagrationi
ამ "თამაშის" კიდევ ერთი პლიუსი ისიცაა, რომ თუ ორი მანქანიდან ერთერთი "ვერ ქაჩავს" ანუ 2 ხიდიანი არაა, ის მიდის მარტივი მხრიდან (როგორც მაგალითად ქსანი-ლომისი-მლეთის შემთხვევაში მლეთისკენ), ხოლო მეორე, უფრო გამავალი მანქანა ქსნის ხეობისკენ უბერავს. ანუ კონსენსუსის მოძებნა შაიძლება. :wink:

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 00:20
by Gvalva
მახსენდება როგორ ამუშავებდა ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე "ჩამომალაბორანტეს" :)

ანუ, ისეთი რამე უნდა იყოს რომ, რომ გადახევდი ისიც ითქვას და მანქანები რომ გაცვალეთ ისიც... ბატონი გურამისთვის ხომ არ გვეკითხა :D :D

ისე რაღაც ასეთი მართლაც იყო ქსანიდან-ლომისი-მლეთაზე მსჯელობისას...
არადა, რა კაი შეხვედრა იქნება წარმოიდგინეთ, მთელი გზა რომ ლაპარაკობ, ისინი ეხლა სად არიან ნეტავი :)... უარი ვთქვათ აპარატურულ დახმარებაზე და რომანიკას მივაწვეთ თუ კავკასიკას (ან ვინმე სხვისი) რაციებით ვისარგებლოთ?

მე რადგან მანქანა არ მყავს გასაცვლელი ჩემი სადარდელი მაქვს - კარაველები გაყოფილი ვიქნებით და რომელ ჯგუფთან ვიარო გამიჭირდება არჩევა :)

ჭუნა, მანქანის გაცვლა თუ გინდა, ის უნდა იყიდო დღეს რომ დამანახე...

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 00:28
by Gvalva
Giorgi Bagrationi

უი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი პლიუსია!!

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 08:40
by Nika
Gvalva
მე რადგან მანქანა არ მყავს გასაცვლელი ჩემი სადარდელი მაქვს - კარაველები გაყოფილი ვიქნებით და რომელ ჯგუფთან ვიარო გამიჭირდება არჩევა
თუ რომელიმე მანქანაში საკმარისი ადგილი იქნება შეგეძლება მეორე ჯგუფთან ერთად დაუბრუნდე საწყის წერტილს და იგივე მანქანით დაბრუნდე უკან ;) ეს იდეაც ლომისის განხილვისას გამიჩნდა. ვთქვათ და მეორე მანქანაში მძღოლი ვერ ქაჩავს რომ ცუდ გზაზე ნივა ან ჯიპი ატაროს. მაშინ მძღოლები ისევ თავიანთ მანქანებს დაუბრუნდებიან. ოღონდ ეგ ექსტრემალურ პირობებში როცა მართლა ვერ გაატარებს სხვა ვინმე მანქანას.

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 08:51
by Giorgi Bagrationi
კიდევ ერთი პლიუსი გამახსენდა:

6. ხშირად ყოფილა ლაშქრობებისას, რომ ბოლო დღეს ტრასაზე გასასვლელად გეჩქარება ხოლმე, რადგან ბოლო ავტობუსს ან საქალაქთაშორისო ავტობუსს გინდათ მიასწროთ და როგორც წესი მაინც ვერ ასწრებ :cry: და გამავალ მანქანებში ნაწილ-ნაწილ ჩატენვაზე გიწევს "ჩალიჩი" (თურქულად მუშაობას ნიშნავს).
ჩვენ შემთხვევაში კი "თავი ქუდში გაქვს", ანუ შეგიძლია მშვიდად მოულხინო და თუნდაც ღამის 1 საათზე დაიძრა თბილისისკენ. :P

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 12:58
by ilia
მშვენიერია, როდის მოვსინჯოთ პრაქტიკულად?

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 13:39
by Nika
ilia
მაისისკენ ალბათ :P

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 14:02
by Kakha
მეც ეგრე მგონია მაისამდე მაინც მოგვიტსევს დაცდა, მაგრამ ტუ კარგი ამინდები წავიდა ნოემბერში, რა ვიცი, რა ვიცი..... სადმე სადაც ძალიან მაღალი არაა. მაგალითად მანგლისი-კავთისხევი ან მანგლისი-როკონი. ახლა მანდ ფერები იქნება არაფრით ჩამოუვარდება ხევსურეთს ალბათ.

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 14:09
by lama
ხოდა ჩემი აზრით ამ თამაშს დავარქვათ ის რაც ილომ მოიფიქრა "შეხვედრა მთაში"


ხო და რაციები კი ვანიჩკას აქვს და პრობლემა არ არის 5 კილომეტრი აქვს რადიუსი :)

სიახლე ტურისტულ ლაშქრობაში

Posted: 26 ოქტ 2006, 21:24
by Archil
ისე, ჭუნას მანქანას თუ გაუცვლით, წინასწარ კითხეთ ზადნიში როგორ უნდა ჩააგდო :)