Page 1 of 2
სამთავისის გათხრები
Posted: 04 ოქტ 2006, 00:20
by kotetbeli
ვინმემ რამე ვრცელი და კონკრეტული ინფორმეცია ხომ არ იცით სამთავისის გათხრებთან დაკავშირებით?
სამთავისის გათხრები
Posted: 04 ოქტ 2006, 09:41
by Kakha
ველპარაკე ნიკა ვაჩეიშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია და არის კულუტურის მინისტრის მოადგილე სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დარგში. თანაც თვითონ კარგი არქიტექტურის ისტორიის სპეციალისტია.
გამოჩნდა ახლანდელ სამთავისზე დიდი, როგორც ჩანს, ტაძრის საძირკველი. ახალი ტაძრის ჩრდილოეთი კედელი დგას ძველი დაძრის სამხრეთის კედელზე. უფრო სწორედ ძველი ტაძრის სამხრეთი კედელი ახლის საძირკვლადაა გამოყენებული. კარგად იკითხება სამი ნავი და მეოთხე ნავი თუ მინაშენი. ვინც არ იცის რაა ნავი (ალბათ ტერმინოლოგია ყველამ არ იცის) ესაა სივრცე ან კედლებით ან სვეტებით ანდა კედლითა და სვეტებით გამოყოფილი. მაგალითად ანჩისხატი სამ-ნავიანია - ცენტრალური და ორი გვერდითი, რომელბიც გამოყოფილია სვეტებით. ახლა ოთხნავიანი ბაზილიკები (უგუმბათო ეკლესიები) ძალზე იშვიათი რამაა. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ნავების რაოდენობა კენტია - ერთი (დარბაზულ ეკლესიებს უწოდებენ), სამი ან ხუთი. ამიტომ, ნიკას აზრით, არაა გამორიცხული რომ ერთი ნავი (მეხუთე) თავად სამთავისის ამჟამინდელი ტაძრის ქვეშ იყოს მოქცეული, მაგრამ ეს არ გაირკვევა სანამ ტაძარში იატაკი არ აიყრება და გათხრები არ ჩატარდება.
ძველი ტაძარი უკვე რაც ჩანს ამჟამინდელზე უფრო დიდია. სავარაუდოდ ალბათ მეექვსე საუკუნისაა. აღმოჩნდა ბათქაშის (შელესილობის) მცირე ფრაგმენტები, თითქოს საღებავის კვალით. ადრეულ პერიოდში ტაძრებში ფრესკები არ კეთდებოდა. მოხატულობა იყო მაგრამ ე. წ. ანიკონური, ანუ ორნამენტებსა და შესაძლოა სიმბოლოებს გამოსახავდენენ, მაგრამ არა სიუჟეტურ ფრესკებს. თითქოს აქაც იგივე სიტუაციაა და ანიკონური მხატვრობის კვალი ნახეს.
წინადადება - ამ კვირას წავიდეთ და ვნახოთ. ნიკას თქმით ახალაღმოჩენილი ტაძარი კიდევ ათი დღე, მაქსიმუმ ორი კვირა იქნება ხილული. მერე ზამთარმა რომ არ დააზიანოს, მომავალ სეზონამდე, ცელოფანს დაახურებენ და მიწას დააყრიან (ასეთი დამარხვა ყველაზე კარგი საშუალებაა დაცვისთვის).
აბა რას იტყვით წავიდეთ სამთავისში. შეგვიძლია სამთავისიდან ქსნის არმაზშიც გადავიდეთ (არის ქსნის ხეობაშიც არმაზი, გადამავალი პერიოდის ეკლესია). იქ მე ნამყოფი არ ვარ, როგორც მითხრეს სამთავისიდან დაახლოებით ერთი საათის გზაა. საჭირო იქნება ორხიდიანი მანქანა, პატარა მანქანას ვგულისხმობ, მარშრუტკის ამბავი არ ვიცი.
აბა გამოხმაურებები.....
სამთავისის გათხრები
Posted: 04 ოქტ 2006, 09:51
by Kakha
ისევ მე ვარ - ალტერნატული წინადადება: სამთავისი გათხრების დათვალიერება და მერე კასპთან ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი სამარხების ნახვა. მე არ მინიხას ის სამარხები, მხოლოდ პუბლიკაციებით ვიცნობ. არადა ზედ კასპთანაა, როგორც კი გაცდები სოფელ მეტეხის მხარეს. მანდ მგონია პატარა მანქანებითაც მივალთ.
სამთავისის გათხრები
Posted: 04 ოქტ 2006, 15:12
by Kakha
ისეთი პირი უჩანს რომ მე წავალ სამთავისის გათხრების სანახავად ამ კვირას - 8 ოქტომებერს ჩემი მანქანით. სამთვისის შემდეგ ვაპირებ ვნახო კასპის მახლობლად კლდეში ნაკვეთი ანტიკური ხანის სამარხები.
როგორც ყოველთვის ვაპირებ ოჯახთან ერთად წასვლას, რაც ნიშნავს რომ ადგილები არ მექნება.
თუ ვინმეს აქვს სურვილი შემომიერთდეს საკუთარი ტრანსპრტით მხოლოდ გამეხარდება. დიდი სასიარულო ფეხით არ იქნება. მანქანაც არაა აუცილებელი ორხიდიანი იყოს. სამთავისამდე და კასპამდე ასფალტის გზა მიდის. მთლიანად 100-120 კმ იქნება გასავლელი თბილისიდან-თბილისამდე.
სამთავისის გათხრები
Posted: 04 ოქტ 2006, 23:30
by Kakha
რაღაც აქტიურობას ვერ ვამჩნევ ხალხს.....
სამთავისის გათხრები
Posted: 04 ოქტ 2006, 23:36
by kotetbeli
მე ძალიან მაინტერესებს და მგონი წამოვალ...

ზუსტად მეცოდინება პარასკევს დილით.
სამთავისის გათხრები
Posted: 05 ოქტ 2006, 01:12
by Mao
kargi azria!

სამთავისის გათხრები
Posted: 05 ოქტ 2006, 11:05
by Kakha
Mao
ჰოდა წამოდი.
სამთავისის გათხრები
Posted: 05 ოქტ 2006, 21:59
by ninka
აუ რა ცუდია

მე ვერ წამოვალ, არც მანქანა მყავს და არც მაგ დღეს მცალია, არადა მეტეხიდან ვარ წარმოშობით და ყოველთვის მაინტერესებდა მაგ მხრის იტორიული ნაგებობები

თან მარტო არ დავდოვარ, 6 მეგობარი დავდივართ ერთად

კარგით ხალხო შემდეგში აუცულებლად შემოგიერთდებით

აბა კაი მგზავრობა და წარმატებები

სამთავისის გათხრები
Posted: 06 ოქტ 2006, 00:26
by ilia
მე დავაზუსტებ ჩემს გეგმებს და გეტყვით.
სამთავისის გათხრები
Posted: 06 ოქტ 2006, 00:40
by gobe
ეჰ, ბოლნისში არ მივდიოდე?! რას ვიზამთ, რთველში ვართ მეგობრები დაპატიჟებულები...
წინასწარ შემიძლია გითხრათ: ბედნიერად მოგევლოთ!

სამთავისის გათხრები
Posted: 06 ოქტ 2006, 08:55
by Nika
აუუ როგორ მინდა წამოსვლა მარა მგონი არ გამოდის

. შაბათს მცალია და კვირას არა

სამთავისის გათხრები
Posted: 06 ოქტ 2006, 15:46
by Toma
Nika
ხო მეც მასეთ დღეში ვარ, შაბათს მცალია და კვირას არა

სამთავისის გათხრები
Posted: 06 ოქტ 2006, 16:44
by tekla
შეიძლება მეც წამოვიდე... ხვალ საღამომდე შეგატყობინებთ თუ წამოვედი

სამთავისის გათხრები
Posted: 06 ოქტ 2006, 17:22
by kotetbeli
სამწუხაროდ ვერ ვახერხებ
