ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by guruli » 15 ოქტ 2006, 16:29

1. Zura N.
2. guruli
3.?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by caucasica » 15 ოქტ 2006, 17:55

ხალხო გაიხარეთ......
მათთვისს ვისაც წასვლა უნდა და აღჭურვილობა არააქვს ან სხვა რამეა....
შეგიძლიათ, სოფ. არდოტში ნიკო არდოტელის სახლში გაათიოთ ღამე,შეგიძლიათ ჩემი სახელით იმოქმედოთ ...მაგრამ კარგი ხალხისათვის მაგ ოჯახში კარი ყოველთვის ღიაა...
და კიდევ ალბათ საკმაოდ ბევრი ტვირთი გექნებათ ,შეგიძლიათ ნიკოსთან დატოვოთ და აუცილებლად მიაწოდებენ...ანდაკში ალბათ აუცილებლად ახვალთ და ტვირთის რაღაც ნაწილსაც აიტანთ , გამყოლი თუ დაგჭირდათ მაგაშიც დაგეხმარებიან....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by guruli » 15 ოქტ 2006, 18:09

caucasica
დიდი მადლობა. არ გამოვრიცხავ, შენი სახელით მე ვისარგებლო, თუ... საერთოდ წავედი ხევსურეთში. :wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 15 ოქტ 2006, 18:11

იდეები არ დაგავიწყდეთ, ეხლავე გაამზადეთ :)

1. Zura N.
2. guruli
3. Gvalva
4. ?

ადგილს ვეღარ შევცვლით არადა შეიძლება წვიმდეს. ხომ იქნება რამე დახურული კაფე ვაკის პარკში?

საკუთარ კერიას, ჩაის და მურაბას ამჯერად ნუ შემოგვთავაზებთ... სხვა დროს იყოს ;)

გადასაწყვეტი საკითხების არასრული ნუსხა:

1. ტრანსპორტი

1.1 პაზიკი?
1.2 ერაზი?
1.3 ჯიპები?

2. ტვირთი

2.1 რა ვიყიდოთ? და სად?
2.1.1 საკვები
2.1.2 გასათბობი საშუალებები
2.1.3 საქმიანობისთვის საჭირო საშუალებები

2.2 როდის ვიყიდოთ?
2.3 ვინ იაროს საყიდლებზე (ვისი მანქანით)?
2.4 სად შევინახოთ შეგროვებული და ნაყიდი ტვირთი?

3. წამომსვლელები

3.1 ვინ მოდის?
3.2 ღამე სად გავათენოთ?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 15 ოქტ 2006, 18:13

caucasica

ის ვირი აღარ იქნება?? ანდაკში ასვლა გვინდა და ძალიან გამოგვადგებოდა...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by zura N. » 15 ოქტ 2006, 19:03

caucasica
ხო არ იცი უშო და ზაური იქ იქნებიან?
Last edited by zura N. on 19 ოქტ 2006, 18:17, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

maia
ასფალტზე მოარული
Posts: 13
Joined: 15 ოქტ 2006, 16:28
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by maia » 15 ოქტ 2006, 19:53

გამარჯობათ, მე ახალი ვარ. ძალიან მინდა ხევსურეთში წამოსვლა. ამ საიტის შესახებ zura N.-მა მითხრა, რომ ვუთხარი ხევსურეთში წასვლა მინდა მეთქი, მანაც აქ მომასწავლა. :)
სამწუხაროდ ხვალ ვერ მოვდივარ შეხვედრაზე, მაგრამ ხევსურეთში წამოვალ.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by kotetbeli » 15 ოქტ 2006, 20:02

1. Zura N.
2. guruli
3. Gvalva
4. kotetbeli
5. ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by caucasica » 15 ოქტ 2006, 20:07

ხო უშო და ზაური არ ვიცი იქნებიან თუ არა, 2კვირის წინ აქეთ იყვნენ, წესით უნდა ჩასულიყვნენ,მაგას ადვილად იქ არდოტში გაიგებთ, ნიკოსთან იკითხეთ ,მერე ზურა ბინა შენ იცი და ....:wink: ...
ვირიც უშანგის იყო....მაგრამ თუ უშანგი არ იქნება,სხვები დაგეხმარებიან...ხო მართლა თუ მთელ ტვირთსს ვერ აიტანთ ანდაკში დატოვეთ ნიკოსთან,თვითონ შემომთავაზეს ,ჩვენ მივავაწვდითო...მე მგონია მცირე ბარგით ასვლა ჯობს ანდაკში...ხო ანდაკი ბახაოდან(ბახაომდე გზა იცით)1-1.5 კმ-ია...გზა მდინარითის გვერდზეც(ბახაოში არ უნდა აუხვიო) გადის და ბახაოზეც...ვიცი რომ არ დიკარგებითთ...

User avatar
makuku
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 29 მაი 2006, 00:54
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by makuku » 15 ოქტ 2006, 23:14

შეიძლება თქვენთვის უაზრო კითხვას ვსვამ, მაგრამ ახალბედა ვარ ლაშქრობებში და მით უმეტეს ხევსურეთისკენ. ტელეფონი დაიჭერს? :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 15 ოქტ 2006, 23:25

makuku

როგორ ხარ? :)

დასვი როგორი კითხვაც გინდა, მთავარია ისეთი არ იყოს პასუხი არ ვიცოდეთ, თორემ სხვებს არა უჭირს ;)

არა, ტელეფონი არ დაიჭერს :(

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 16 ოქტ 2006, 00:42

1. Zura N.
2. guruli
3. Gvalva
4. kotetbeli
5. gobe
6. ?

ჰეი თქვენ, კარაველებო!
ჯერ არ გამძღარნო (ღ)ომითა! :)
კარავი.ჯე-ში მოსვლა და
პოსტის დაწერა მომინდა.
ხვალ სემინარზე მელიან,
მობილს გამოვრთავ იცოდეთ,
თუკი ჩემი ხმა დაგჭირდათ,
მესიჯი გამომიწოდეთ.
ვერც კარვის კარს შემოვაღებ -
მე არ მექნება შანსები.
საღამოს გნახავთ, ჯერ კიდევ
არ ამრევია რამსები.
რაც იმ ოჯახზე შევიტყვეთ,
მას მერე თან მდევს დარდები...
ასეა... გზაზე ზოგს ვარდი,
ზოგს - ხვდება ეკალ-ბარდები.

და ბოლოს P.S.-ად ვიტყვი
სიცილია თუ დარდები,
თქვენი გულისთვის კარველნო
არღუნში გადავვარდები.

გა--ხა- რეთ!!!
Last edited by gobe on 16 ოქტ 2006, 00:51, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 16 ოქტ 2006, 00:51

gobe

:D :D :D :D
ძალიან მაგარი ხარ!!

ეგ ლექსი ჩემი დაწერილი მეგონა ისე კარგადაა აღწერილი ყველაფერი ...

განსაკუთრებით ეს ფრაგმენტი მემშობლიურა, მარა რითმის ოსტატი არ ვარ და ...
ხვალ სემინარზე მელიან,
მობილს გამოვრთავ იცოდეთ,
თუკი ჩემი ხმა დაგჭირდათ,
მესიჯი გამომიწოდეთ.
ვერც კარვის კარს შემოვაღებ -
მე არ მექნება შანსები.
საღამოს გნახავთ, ჯერ კიდევ
არ ამრევია რამსები.

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Bocho » 16 ოქტ 2006, 11:21

დავკოჭლდი...
:x დამთარსა ვიღაცამ რა. ჯერ იყო და სტეფანწმინდას ვერ ვეღირსე. ახლაა და ტერფის ნერვი დავიჭიმე. ფეხბურთი ვითამაშე გუშინ და ახლა ისე ვარ, ხან დავდივარ, ხან ვერა. :twisted:
რატომ ნეტავ? რა დავაშავე? მთელი ცხოვრებაა ვთამაშობ და არაფერი მომსვლია :?
რაღა მაინც და მაინც ახლა. აშკარად ბედი არ მწყალობს რა...
დღეს მაინც მოვალ. სულ რომ საკაცით მომიყვანონ :evil:
იმედია შაბათამდე გამივლის. ექიმმა მითხრა უნდა იწვეო მაგრამ სამსახურში მაინც მოვედი და მანდაც მოვალ

1. Zura N.
2. guruli
3. Gvalva
4. kotetbeli
5. gobe
6. ბოჭო
7 ?

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Bocho » 16 ოქტ 2006, 11:25

ხო, არ დამავიწყდეს...
Gობეს ლექსების კრებულს ვაფინანსებ. არიან თანადაფინანსების მსურველები? :P

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]