Page 1 of 2

საზღვაო მარათონი

Posted: 03 სექ 2006, 11:06
by Gvalva
ხალხო,

მაომ ასეთი კაი რამ მომაწოდა, ფაქტიურად ტარდება წყალთან მეგობრობის ფესტივალი http://www.marathon.ge

აბა გადავხედოთ რა რესურსები გვაქვს მონაწილეობის მისაღებად და თუ ასე 3 დღით ჩავალთ კარგიც იქნება... შეგვიძლია გუნდში მივიღოთ კარ(ა)ველების მეგობრებიც :)

საზღვაო მარათონი

Posted: 03 სექ 2006, 11:40
by ilia
არ შედის, მოყევი რა ხდება

საზღვაო მარათონი

Posted: 03 სექ 2006, 12:08
by gobe
ilia,
ლინკით რომ შედიხარ, ბოლოში მძიმე უზის და მძიმის გარეშე სცადე: http://www.marathon.ge 8)

საზღვაო მარათონი

Posted: 03 სექ 2006, 13:35
by Gvalva
შევასწორე იქაც :oops:

ილია იმდენი რამე ხდება, მართალი გითხრა ბოლმდე ჯერ არ წამიკითხავს მარა კარგი რამე რომ არის ცხადია...

მონაწილეობის მიღება მინდა იმიტომ რომ მონაწილეობის მიღებაც მინდა და კიდევ იმიტომ რომ ასეთი ღია ღონისძიებები რომ ტარდება ხოლმე, მძიმე ქართველი საზოგადოება ტელევიზორიდან ყურებას ამჯობინებს და ფესტივალს რომ ფესტივალის სახე ქონდეს ჯობია რაც შეიძლება მეტმა ხალხმა მიიღოს მონაწილეობა...

მოკლედ გაავსეთ აბაზანები და ივარჯიშეთ!!

საზღვაო მარათონი

Posted: 03 სექ 2006, 22:30
by gobe
Gvalva,
სალუტ!
მოკლედ გაავსეთ აბაზანები და ივარჯიშეთ!!
ჩემს აბაზანაში (სტანდარტულია) მხოლოდ თავის ჩაყოფაში თუ ვივარჯიშებ. ყვინთვის რა მოგახსენო, მაგრამ 10 დღის განმავლობაში მე და ჩემმა შვილებმა ბათუმში ცურვაში გავივარჯიშეთ პაწა. ჩაგვეთვლება ვარჯიშში, შეფ? :)

საზღვაო მარათონი

Posted: 04 სექ 2006, 12:26
by ilia
ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ კარვის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემი იმედი არ გქონდეთ, .............დავბერდი, დავჩაჩანაკდი! :lol:

საზღვაო მარათონი

Posted: 04 სექ 2006, 19:28
by Mrs. Robinson
მაგარია!
მეც ძალიან მომეწონა ეს ამბავი. აბა როდისაა, ჩანთის ჩალაგება ხომ არ დავიწყო-თქო, მონაწილეობას ვერა და კაი გულშემატკივრობა ხომ შემიძლია-თქო, მაგრამ...........
შუა კვირაში რომაა????????? :oops:

საზღვაო მარათონი

Posted: 14 სექ 2006, 13:32
by Mrs. Robinson
მარათონი უკვე გაიხსნა დღეს და ოთხი დღე გაგრძელდებაო!
ამინდი ზღვაზე მშვენიერი, მზიანიაო..................

საზღვაო მარათონი

Posted: 14 სექ 2006, 13:43
by gobe
აბა, მაშ წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მაოს, რომელსაც, როგორც ვიცით, საკმაო წვლილი მიუძღვის ამ მარათონის ორგანიზებაში.

მაო, შენთან ვართ :wink:

საზღვაო მარათონი

Posted: 15 სექ 2006, 16:04
by Mrs. Robinson
გუშინ წვიმდა და წვიმდა სარფში მაგრამ წყალი საკმაოდ თბილიაო, და შეჯიბრის მონაწილეებიც დიდად ბედნიერი :roll: სახეებით ამოდიოდნენ. :D
რაღაც ძაან კარგი გამოვიდა. ნეტა გამოიდაროს.........

დღეს ბათუმშია შეჯიბრი.
შაბათ-კვირას კიდევ უფრო საინტერესო პროგრამა აქვთ!
ჩვენი მაოს ნახვა ვისაც გსურთ, აჭარის საინფორმაციოებს უყურეთ. (რეკლამა 8) )

მაო, შენთან ვართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!

საზღვაო მარათონი

Posted: 16 სექ 2006, 10:13
by toga
მაო რა გამოდის შეჯიბრში ? :roll:

საზღვაო მარათონი

Posted: 16 სექ 2006, 14:53
by gobe
zura_wise,
ზუსტად არ ვიცი გამოდის თუ არა მაო, მაგრამ ის ნაღდად ვიცი, რომ საორგანიზაციო საკითხებში სერიოზულად არის ჩართული.

მაო! მაო!! მაო!!! - გულშემატკივრობა მხოლოდ უშუალო მონაწილეებს როდი სჭირდებათ, არა მაო?! :wink:

საზღვაო მარათონი

Posted: 17 სექ 2006, 14:04
by gobe
Mrs. Robinson,
რა არის ეს, 2 დღეა არ გამოცხადებულხარ სამსახურში :).
შენგან მთელი ორი დღეა არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია მარათონის მსვლელობის, ამინდის, წყლის ტემპერატურის, გარემო პირობების შესახებ :) . დღეს ხომ მარათონის დახურვაა, აბა :wink:

საზღვაო მარათონი

Posted: 18 სექ 2006, 14:01
by gobe
კარ(ა)ველებო,
არ მოვუწყოთ მაო კარაველას ვირტუალური დახვედრა? :)

საზღვაო მარათონი

Posted: 19 სექ 2006, 00:25
by Mao
gaixaret!
exla daaxloebit mkvdari var. exla chamovedi. gkotsnit, gexvevit yvelas